in

10 დამაინტრიგებელი ფილმი-თავსატეხი

თუ თქვენ უკვე მოგბეზრდათ “დაწყევლილთა კუნძული” და “მებრძოლთა კლუბი” და რაღაც შედევრს ეძებს, მაშინ ვეცდებით დაგეხმაროთ.

გამოცდა

dsa

რვა ნიჭიერმა კანდიდატმა მიაღწია საიდუმლო და მისტიკური კომპორაციის ვაკანსიაში ფინალს, თუმცა ნამდვილი გამოცდა მხოლოდ ახლა იწყება…

საუკეთესო წინადადება

5296460-650-1450355855-25

ვირჯილ ოლდმენი, მსოფლიოში ცნობილი ანტიკვარის ექსპერტი და აუქციონების წამყვანია. მას არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა, ცდილობს დისტანცია დაიცვას და განმარტოებით ცხოვრობს. ერთხელაც მას მდიდრული ვილის მფლობელი, უცანური დაავადებით შეპყრობილი გოგონა დაიქირავებს ქონების შესაფასებლად.

ახლა მხედავ

5296410-650-1450355855-24aab153964f7494a02843293dc166ab015bf6df_900

ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოს უდიდესი ილუზიონისტებისა და FBI-ს სპეციალური აგენტების კატა-თაგვობანას თამაშის ისტორიას, რომლებმაც პირდაპირ შოუს დროს გაძარცვეს ამერიკის ყველაზე კარგად დაცული ბანკი.

ვინ ვარ მე

5296610-650-1450355855-maxresdefault

ბენჯამინი ახალგაზრდა ნიჭიერი ჰაკერია, მას მიიწვევენ საიდუმლო ჯგუფში, რომელიც გეგმავს ჰაკერულ შეტევებს სხვადასხვა მსხვილ ორგანიზაციაზე.

ყველაფერი საუკეთესო

5296810-650-1450355855-All-Good-Things-DI-3

“ყველაფერი საუკეთესო” – სასიყვარულო ისტორიაა და ამავე დროს ნიუ-იორკში მომხდარი ერთერთი ყველაზე გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობის ამბავია,რომელიც ახალ ფაქტებზე,სასამართლო პროცესის ჩანაწერებზე და სხვადასხვა სპეკულაციებზე დაყრდნობით, ერთი ოჯახის სიყვარულის, ვნებისა და დანაკარგის შესახებ მოგვითხრობს.

ორეული

5296660-650-1450355855-the-double

საიმონი – მორიდებული და ბეჯითია. სამსახურში მას არ ამჩნევენ, ოცნების გოგო კი ყურადღებასაც არ აქცევს. როგორც ჩანს, ეს გაგრძელდება სამუდამოდ, მაგრამ ერთხელ ოფისში გამოჩნდება ჯეიმსი – გარეგნულად საიმონის ორეული, მაგრამ ხასიათით განსხვავებული – თავჯარებეული, ქარიზმატული ფლეიბოი.

დროის მარყუჟი

5296860-650-1450355855-f_timcrimdvdrm_4e52f60

ადამიანი, რომელსაც მკვლელი მოსდევს, შემთხვევით უცნაურ ლაბორატორიაში ხვდება და წარსულში გადადის… შიშველი ქალი ტყის შუაგულში… შავ მოსასხამში გახვეული უცნობი, რომელსაც სახე დოლბანდით აქვს შეხვეული… შემზარავი სახლი მთაზე… ყველაფერი ეს ფაზლის ელემენტებივითაა, სადაც ტერორს, დრამას და დაძაბულობას წარმოუდგენელ დანაშაულამდე მივყავართ… ვინ არის მკვლელი? და ვინ არის მსხვერპლი?

გაუჩინარებული ქალი

5296260-650-1450355855-720x405-gone-girl-DF-01826cc_rgb

ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო ყველას ეჭვმიტანილად მისი მეუღლე ნიკი მიაჩნია.

კუბი

5296310-650-1450355855-003-cube-theredlist

კანადელი რეჟისორი ვინჩენცო ნატალის დებიუტი კლაუსტრაფობიის მომგვრელი ფილმით, სადაც შვიდ ერთმენეთისთვის უცნობ ადამიანს მოწყვეტენ ყოველდრიურ ცხოვრებას და მისტიურ სასიკვდილო კუბში მოათავსებენ, მათი საერთო მიზანი კი გადარჩენაა. თრილერის და ფსიქოლოგიური დრამის ჟანრის ნაზავი, დაბალბიუჯეტიან ფილმში რომელმაც საკულტო სტატუსი მოიპოვა.

ექს რობოტი

5296710-650-1450355855-maxresdefault-1

ახალგაზრდა კაცს ქირაობს მილიარდერი, რომელმაც ქონება მაღალტექნოლოგიურ გამოგონებებზე გააკეთა. მამაკაცს ევალება ერთი კვირა გაატაროს საიდუმლო ადგილას, სადაც მას მოუწევს ხელოვნური ინტელექტის მქონე ქალი-რობოტის ტესტირება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

15 ჯადოსნური ილუსტრაცია, რომელშიც დაკარგვა მოგინდებათ

რას აკეთებენ ჩვენი ცხოველები, როდესაც სახლში არ ვართ