,

10 ინტერაქტიული საიტი, სადაც შეგიძლიათ შეისწავლოთ ყველაფერი

თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში სულაც არ არის აუცილებელი სახლიდან გასვლა, რათა შეისწავლოთ რაღაც სასარგებლო. ამისთვის არსებობს საიტები, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს გასწავლით. Facts.ge წარმოგიდგენთ მათ ჩამონათვალს.

მსოფლიოს ყველა ენის შესასწავლად

01

ეს ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისაც უყვარს ენების შესწავლა. ინტერაქტიული რუკის მეშვეობით თქვენ შეძლებთ გაიგოთ, თუ როგორ ჟღერს ერთი სიტყვა სხვადასხვა ენაზე. ამისთვის უბრალოდ ჩაწერეთ ის საძიებო სისტემაში და რუკა თავისას იზამს.

ქვიშით ხატვის შესასწავლად

02

თუ თქვენ ოდესმე გნდომებიათ ქვიშით ხატვა, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ საიტს. ფერადი ქვიშის წყალობით თქვენ შეძლებთ სხვადასხვა ნახატის შექმნას. თავდაპირველად თქვენ უბრალოდ კურსორით უნდა დაყაროთ ქვიშა ეკრანზე. ნახატის შექმნის შემდეგ შეგეძლეებათ ის კომპიუტერში შეინახოთ.

ფერმის მართვა

03

თუ თქვენ არაფერი იცოდით ფერმერობაზე, ეს საიტი მოგცემთ ინფორმაციას ქათმებს მოშენების, მოსავლის მიღების და სხვა საქმიანობის შესახებ. თამაში იწყება ინფორმაციით, რომ 1931 წელს ყოველი მესამე კანადელი ცხოვრობდა ფერმაში, ახლა კი მხოლოდ ყოველი 46-ე. შემდეგ თქვენ ირჩევთ პერსონაჟს, ფერმის ტიპს და ისწავლით კარტოფილის მოყვანას, ღობის აშენებას და ა.შ

თავი რომ მსახიობად იგრძნოთ

04

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჰენრი V შექსპირის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. ითამაშოთ პერ გიუნტი კარნეგი-ჰოლში, იცეკვოთ გრანდ-ოპერის სცენაზე, ან ითამაშოთ ლეონგრინი ვაგნერის ოპერაში. უბრალოდ აირჩიეთ ჟანრი და ადგილი, თქვენ მოხვდებით მსოფლიოს უდიდეს სცენებზე.

საჭმლის ისტორიის გასაგებად

05

ამ საიტზე შეგიძლიათ გაემართოთ სუპერმარკეტში და წაიკითხოთ, თუ როგორ მზადდება თქვენი საყავრელიპროდუქტები, ან წახვიდეთ ტროპიკულ ტყეებში და გაიგოთ შაქრის მოპოვების ისტორია. ან გაეშუროთ შორეულ ქვეყნებში, სადაც მოგიყვებიან, როგორ ხვდება ჩვენს მაგიდაზე სხვადასხვა ზღვის პროდუქტი. ყველა ამ ინფორმაციას ნახავთ ამ საიტზე.

თავი რომ კოსმონავტად იგრძნოთ

06

ეს არის ნამდვილი ატლასი, რომელიც შექმნილია ტელესკოპი “ჰაბლის” მიერ. ის დაგეხმარებათ დაათვალიეროთ კოსმოსური სივრცე. თქვენ შეძლებთ თითქმის ყველა ვარსკვლავი ნახოთ ახლოდან.

შესწავლა, თუ როგორ გაჩნდა ყავა

08

ეს არის ინტერაქიტული “მოგზაურობა” ყავის მარცვლიდან ფინჯან ყავამდე. გაფორმებულია ილუსტრაციებით, ანიმაციებით და საინტერესო ფაქტებით. საიტი ინგლისურ ენაზეა.

გალილეო გალილეის მუზეუმის სტუმრობა

09

ინფორმაციული ტექნოლოგიების წყალობით, თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ სამეცნიერო მუზეუმში სახლიდან გაუსვლელად. აქ შეგხვდებათ ბევრი უძველესი დანადგარი. ყველა ოთახს თავისი აღწერა აქვს, თუმცა მხოლოდ ინგლისურ ან იტალიურ ენაზე.

რამდენი ადამიანია კოსმოსში ახლა?

010

ამ საიტზე იმის გარდა, რომ გაიგებთ რამდენი ადამიანია კოსმოსში ახლა, თქვენ ნახავთ ყოველი მათგანის ბიოგრაფიას.

კომენტარები: