,

10 მომაკვდინებელი არომატი კოღოების წინააღმდეგ

ზაფხულში გინდება რაც შეიძლება დიდ ხანს იყო სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. ამ სიამოვნებას კი ხელს აუცილებლად შეუშლიან კოღოები.

Facts.ge წარმოგიდგენთ ნატურალური არომატების რეცეპტებს, რათა კოღოებმა ხელი არ შეგიშალონ ზაფხულით დატკბობაში.

ვანილინი

01

შეურიეთ ვანილინი საბავშვო კრემს 1:10 და დაამუშავეთ სხეულის ყველა ღია ნაწილი. ასევე, შეიძლება ვანილინის წყალში გახსნა და ისე წასმა.

ანისის, მიხაკის და ბაზილიკის ეთერზეთები

02

ამ მცენარეების ეთერზეთებს შეუძლიათ დააფრთხონ კოღოები. ჭიქა წყალზე 5-10 წვეთი. წაისვით სხეულზე ან წვეთები მიასხით ცეცხლის წყაროს (მაგალითად, ცხელ ტაფას).

ანწლის ღეროები

03

ანწლის ღეროები დადგით ოთახში და კოღოები აღარ შეგაწუხებენ. მათ სპეციფკური სუნი აქვთ და შეიძლება ძილში შეგიშალონ ხელი. ამიტომ, მოათავსეთ საძნებლის გარეთ.

მიხაკი

04

შეურიეთ 5 გრამი მიხაკი ჭიქა წყალს და ადუღეთ 15 წუთით. ნახარშის 10 წვეთი შეურიეთ 1 მაგიდის კოვზ ნებისმიერ ოდეკოლონს და წაისვით სხეულზე. ეფექტი 2 საათით გაგყვებათ.

ღვიის ტოტები

05

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ბუნებაში ყოფნა, დაწვით ღვიის ტოტები.

კედარის ზეთი

06

კედარის ზეთის არომატი აფრთხობს არა მარტო კოღოებს, არამედ ბუზებს და ტარაკანებსაც.

აბზინდის ნახარში

07

არც ერთი მწერი არ მოგეკარებათ, თუ სახეს ამ ნახარშით დაიბანთ. (ავიღოთ ერთი მუჭა აბზინდა და დავასხათ 1,5 ლიტრი წყალი, ავადუღოთ, დავდგათ 20-30 წუთით)

გვირილა

08

ძველი ხალხური საშუალება კოღოების წინააღმდეგ- პერსიდული და კავკასიური გვირილა. გვირილების ამ სახეობის გამომშრალი ღეროები და ფოთლები აფრთხობს კოღოებს. საკმარისია ისინი უბრალოდ  დადოთ ოთახში.

ხორბლის სარეველა

09

ადრე კოღოების დასაფრთხობად ხორბლის სარეველის ნახარშს იყენებდნენ. ერთი მუჭა სარეველას ფესვებს დაასხით 1.5 ლიტრი წყალი და აადუღეთ 3ჯერ, ნახარშმა რომ ღია ყვითელი შეფერილობა მიიღოს. დაიბანეთ ამ ნახარშით სახე და ხელები. თქვენ არც ერთი კოღო არ მოგეკარებათ.

ბაზილიკის ფოთლები

010

შეგიძლიათ ბაზილიკის ფოთლები მოათავსოთ სახლში სხვადასხვა ადგილას, ან წაისვათ ის ტანის ღია ადგილებზე.

კომენტარები: