,

10 ფილმი გულწრფელ მეგობრობაზე

ხელშეუხებელნი / INTOUCHABLES

7743260-650-1458038397-11

ნამდვილი ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც წესით ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი პარალიზებული არისტოკრატია, რომელიც უბედური შემთხვევის დროს დაშავდა და მეორე, მისი მომვლელი ახალგაზრდა კაცი.

წვეულება ვეგასში / THE HANGOVER

7743660-650-1458038397-22

სამი მეგობარი წვეულების შემდეგ დღეს იღვიძებენ და აღომაჩენენ, რომ მათ კარადაში ახალდაბადებული ბავშვია, სააბაზანო ოთახიდიდან კი ვეფხვი გამოდის. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისინი ერთერთ მათთაგანს, დოუს ვერ პოულობენ, რომელიც წესით ამ დღეს ჯვარს იწერს. სამი მეგობარი ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ საშინელ ნაბახუსევზე თავი მოაბან და მეგობარი ჯვრის დასაწერად დროზე მიიყვანონ.

კაკუნი ზეცის კარზე  / KNOCKIN’ ON HEAVEN’S DOOR

013

ფილმი “კაკუნი ზეცის კარზე” მოგვითხრობს ისტორიას კიბოთი დაავადებული ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ უკანასკნელად გაერთონ. ტეკილით დათრობის შემდეგ, მანქანას იპარავენ და საავადმყოფოდან გარბიან. მოპარული მანქანა განგსტერების საკუთრებაა, მათ მანქანის საბარგული აინტერესებთ..

მიყვარხარ ძმაო / I LOVE YOU, MAN

7742960-650-1458038397-54

პიტერ კლეივენი ბოლოს და ბოლოს თავისი ოცნების ქალს ხელს სთხოვს. მაგრამ მოულოდნელ პრობლემას აწყდება. მას არ ჰყავს საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ხელისმომკიდედ წაიყვანდა. რამოდენიმე სპეციფიური შეხვედრის შემდეგ, პიტერი როგორც იქნა პოულობს შესაფერის კანდიდატს – სიდნეის. მაგრამ ახალი მეგობრის წყალობით ხვდება, რომ აქამდე არასწორად ცხოვრობდა და არც დროის გატარება იცოდა სათანადო.

ზაფხულის მეფეები  / THE KINGS OF SUMMER

7743210-650-1458038397-65

სამი მოზარდი ჯო, პატრიკი და ექსცენტრული ბიაჯო გადაწყვეტენ სახლიდან გაიქცნენ ტყეში და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყონ. ისინი ქოხს ააშენებენ და თავისუფლად ცხოვრობენ, ასე იწყება მათი დაუვიწყერი ზაფხული.

დარჩი ჩემთან / STAND BY ME

7743010-650-1458038397-86

12 წლის გორდი თავის საუკეთესო მეგობრებთან კრისთან, ტედისთან და ვერნთან ერთად, დაღუპული ბიჭის ცხედრის საძებნელად მიდიან, რომელიც თითქოსდა მატარებელმა გაიტანა. უფროსების აზრით ეს ლაშქრობა სულაც არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ბიჭების ცხოვრებაში ის გადამწყვეტ როლს თამაშობს.

წამალი / THE CURE

7743160-650-1458038397-97

11 წლის დექსტერს სისხლის გადასხმის შემდეგ შიდსს აღმოუჩენენ. თანატოლები სასტიკად დასცინიან სკოლაში და ის იძულებულია მთელი დღეები სახლში გაატაროს. დექსტერი თავისზე 6 წლით უფროს ერიკს უმეგობრდება, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. ერიკის დედა ეგოისტური ქალია. ის ცოტა დროს უთმობს შვილს და მის მეგობრობას არ ამართლებს. ერიკი დექსტერის დედის – ლინდასკენ იხრება, რომელიც კეთილი და გულისხმიერი ქალია, და მასთან მეორე ოჯახს პოულობს. ერიკი ცდილობს დამოუკიდებლად მოძებნოს წამალი და დაეხმაროს მეგობარს. ერთხელაც მეგობრეი ჟურნალში ამოიკითხავენ, რომ ახალ ორლეანში არის ექიმი, რომელიც შიდსს არჩენს. და ისინი გადაწყვიტავენ იშოვნონ ნავი და მისისიპის გაუყვნენ.

 ტელმა და ლუიზა / THELMA & LOUISE

7743410-650-1458038397-118

უიკენდზე დასასვენებლად წასული ლუიზა მამაკაცს მოკლავს, რომელიც მისი მეგობრის, ტელმას გაუპატიურებას შეეეცადა.ისინი გაიქცევიან და მათი დევნა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ დროს ორივე მათგანი ნამდვილი მეგობრობის ძალას და საკუთარი ხასიათის უჩვეულო თავისებურებებს აღმოაჩენენ.

პოლიციელები კაბებში /  THE HEAT

7743360-650-1458038397-129ცენტრალური დაზვერვის ბიუროს აგენტი სარა ეშბერნი ნიჭიერი გამომძიებლის რეპუტაციით სარგებლობს, მას აგზავნიან ბოსტონში საქმის გამოსაძიებლად და არა პროგნოზირებად თანაშემწეს შენონ მალინს უნიშნავენ.

მეჯვარეები / BRIDESMAIDS

7743710-650-1458038397-1510

ენის აწეწილი ცხოვრება აქვს, მაგრამ როდესაც გაარკვევს, რომ მისი ბავშვობის მეგობარი დანიშნულია,ის ვალდებულია მისი მეჯვარე იყოს. მისი გულგატეხილობის და სევდის მიუხედავად ის ყველაფერს აკეთებს, რომ მეგობრის ქორწილმა იდეალურად ჩაიაროს.

კომენტარები: