,

10 ფილმი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ 2016 წელს

2016 წელს ძალიან საინტერესო პრემიერები გველოდება. გთავაზობთ 10 მათგანს, რომელიც აუცილებლად უნა ნახოთ.

Kung Fu Panda 3

28 იანვრიდან.

”კუნგ ფუ პანდა 3” ისევ დიდ თავგადასავალს გვპირდება. ამჯერად პო (ჯეკ ბლეკის გახმოვანებით) და მისი ისევ გამოჩენილი ღვიძლი მამა ლი (ბრაიან კრენსტონის გახმოვანებით) მიემგზავრებიან საიდუმლო პანდების ადგილსამყოფელში, სადაც ისინი ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან. მათ მთავარ საშიშროებას ცბიერი და ზებუნებრივით დაჯილდოვებული კაი წარმოადგენს. პანდა პოს რთული მისია აკისრია – მან სხვა პანდებს საბრძოლო ხელოვნება უნდა ასწავლოს. არც თუ ისე მარტივი დავალება აქვთ ფუმფულა პანდებს.

Deadpool

12 თებერვლიდან

Deadpool იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, თუმცა არა ტიპიური ფილმი სუპერგმირზე. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც ექსპერიმენტში იღებს მონაწილეობას. ამის მეშვეობით შეიძენს ზებუნებრივ ძალებს, თუმცა ეს ყველაფერი გმირს დიდად არ ახარებს, რადგან კარგავს ადამიანურ სახეს. რაიან რეინოლდსის გმირი იწყებს შურისძიებას იმ ადამიანზე, ვინც პასუხისმგებელი იყო ექპერიმენტის ასეთ შედეგზე. ფილმში არაერთი საბრძოლო და იუმორისტული ეპიზოდია, რომლებიც სანახავად ძალიან სახალისოა. ეს ისაა, რისი ლოდინიც ნამდვილად ღირს !

The Divergent Series: Allegiant

18 მარტიდან

როგორ გაუმკლავდებიან აჯანყებულები ახალ გამოცდას ფილმში გახდება ცნობილი.

ფილმის მსახიობთა კოლექტივს „ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგის“ ვარსკვლავი ჯეფ დენიელსი შეუერთდა. მსახიობი გენეტიკური დაცვის ბიუროს ხელმძღვანელის როლს ითამაშებს. სურათის რეჟისორი რობერტ შვენტკეა.

The Jungle Book

ფილმში პერსონაჟებს ახმოვანებენ სკარლეტ იოჰანსონი (გველი კაა), ლუპიტა ნიონგ’ო (დედა მგელი რაკშა), ბილ მიურეი (დათვი ბალუ), ბენ კინგსლი (პანტერა ბაგირა) და სხვები.

Captain America: Civil War

ფილმის სიუჟეტი იწყება ზუსტად იმ მომენტიდან, სადაც შეჩერდა ,,შურისმაძიებლები: ალტრონის ერა”. სტივ როჯერსი უძღვება შურისმაძიებლების ახალ გუნდს, რომლებსაც სურთ ადამიანთა მოდგმის გადარჩენა. ფილმი ძირითადად ორი გმირის – კაპიტან ამერიკასა და რკინის კაცის დაპირისპირებას ეხება. მათ გვერდით კი მათივე მეგობრები იქნებიან, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ. მაყურებელს ნამდვილად შეუდარებელი სანახაობა ელის.

Now You See Me 2

10 ივნისიდან

ალბათ დამეთანხმებით, რომ ”ახლა შენ მხედავ” შინაარსითა და ქასთით მაგიური ფილმი იყო და თუკი პირველი ნაწილი მოგეწონათ, არც მეორე დაგტოვებთ გულდაწყვეტილს.

აღსანიშნავია, რომ ფილმის მეორე ნაწილისათვის ბრუნდებიან ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: მორგან ფრიმენი, ჯესი ეიზენბერგი, ვუდი ჰარელსონი, მაიკლ კეინი და დეივ ფრანკო, მათ შეუერთდებიან დენიელ რედკლიფი და ლიზი კაპლანი, რომელსაც ისლა ფიშერის მაგივრად ვიხილავთ.

Independence Day: Resurgence

24 ივნისიდან

როლანდ ემერიხის 1996 წლის სენსაციურ ფილმის გაგრძელებაა. ფილმის რეჟისორი კვლავ ემერიხი იქნება, ქასთში დაბრუნდა უილ სმიტიც.

მასთან ერთად ფილმში ვიხილავთ: ჯეფ გოლდბლუმს, ბილ ფულმენს, ლიამ ჰემსვორთს, ჯესი აშერს, შარლოტ გენსბურგს, მაიკა მონროსა და სხვებს.

ისტორია ვითარდება დედამიწაზე მცხოვრები ხალხის გარშემო, რომელთაც პლანეტის დასაცავად მყარი პროგრამა შექმნეს, თუმცა მას საფრთხეს უცხოპლანეტელების მოულოდნელი თავდასხმა შეუქმნის.

Ice Age: Collision Course

22 ივლისიდან

პერსონაჟებს გაახმოვანებენ ჯენიფერ ლოპესი, საიმონ პეგი, რეი რომანო, შონ უილიან სკოტი, ჯესი ჯეი, ადამ დევაინი და სხვები

The Secret Life of Pets

8 ივლისიდან

ისევე როგორც ‘’სათამაშოების ისტორია’’ ცდილობდა გვენახა თუ რას აკეთებენ სათამაშოები როცა ისინი მარტო რჩებიან, ‘’ცხოველების საიდუმლო ცხოვრება’’ გვანახებს თუ რა ხდება როცა სახლს შინაური ცხოველის იმედზე ვტოვებთ.

Warcraft

10 ივნისიდან

ფილმი, სახელწოდებით ,,Warcraft: The Beginning” დაფუძნებულია მუდამ პოპულარული ვიდეო თამაშის ფრანჩაიზზე. რეჟისორმა, ჯონსმა ჟურნალს განუცხადა, რომ ფილმი ფანტასტიკაა, რომელიც ასევე მოიცავს საომარ ჟანრსაც

აქ ნაჩვენები იქნება კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის ისტორია, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ვიხილავთ ორ გაერთიანებას. პირველი ეს იქნება ადამიანთან გაერთიანება, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ტრევის ფიმელი, ბენ ფოსტერი და დომინიკ კუპერი.

 

კომენტარები: