,

10 ფილმი, რომელიც ბოლო წამამდე ჩაგითრევთ

არსებობს ფილმები, რომლებიც იმდენად გვითრევს, რომ უბრალოდ ვწყდებით რეალობას. ვზივართ ეკრანის წინ და უბრალოდ ვერ ვშორდებით, შემდეგ კი დიდი ხანი ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ვნახეთ.

ჩვენ სწორედ ასეთი ფილმები შეგიგროვეთ.

სხვების ცხოვრება

25273615--1485424065-650-a438c85439-1485428430

აღმოსავლეთ ბერლინი. ნოემბერი. 1984 წელი. აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა ცდილობს,თავისი მმართველობის სიძლიერე სისტემის კონტროლით უზრუნველჰყოს. პარტიულ კაპიტანს, გრედ ვისლერს, დაწინაურების იმედი აქვს, ამ მიზნით ის აგროვებს ინფორმაციას დრამატურგ გეორგ დრაიმანისა და მისი მეგობარი მსახიობი ქალის შესახებ.

სადაც არ უნდა იყო

25273915-62001-1485336032-650-60f46eeb74-1485428430

პენსიონერი როკ-მომღერალი ყოფილი ნაცისტი და ჯალათი მამის მოსაძებნად მიემგზავრება, რომელიც ახლა აშშ-ს აფარებს თავს..

გახსოვდეთ

25273515--1485361757-650-ebbe890abc-1485428430

90 წლის ზევმა გადაიტანა ჰოლოკოსტი, მან გაიგო, რომ ნაცისტი-მცველი, რომელიც დამნაშავეა მისი ოჯახის სიკვდილში ომის დროს, ბედნიერად ცხოვრობს ამერიკაში სხვა სახელით და გვარით, ზევი გაემართება ამერიკაში სამართლიანობის აღსადგენად.

მტერი

25273815-527601-1485337071-650-e1f0152904-1485428430

ისტორიის მასწავლებელი ტერტულიანო მაკსიმო, რომელიც სულ დეპრესიაშია, ერთ დღესაც ქირაობს ფილმს “მიზანდასახული მონადირის თამაში”. ფილმი მას არ მოეწონება და გადაწყვეტს დაწვეს, თუმცა უცებ გამოეღვიძება რადგან გაახსენდება, რომ ფილმი არ გამოურთავს და მეორე წრეზე ჩაირთო. ამ დროს ტერტულიანომ აღმოაჩინა, რომ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი როგორც ორი წყლის წვეთი ისე გავს მას. იგი გადაწყვეტს მოძებნოს თავისი ორეული.

ჭეშმარიტი სევდა

25273565--1485420368-650-a6dcd58b56-1485428430

საინტერეს ისტორია, სადაც ნაჩვენებია ხალხის ზეგავლენა ადამიანის თავისუფლებაზე.

ახალგაზრდა მომღერალ გოგონას მსახიობობა სსურს, თუმცა…

სად იმალება სინამდვილე

25273665-052J7leF-1485337453-650-050e35fc25-1485428430

ჟურნალისტი ქალი, ცდილობს ბოლომდე ჩაეძიოს სინამდვილეს, ცნობილი კომედიური ჟანრის დუეტის დაშლის შესახებ. ისინი ერთმანეთს მას შემდეგ დაცილდნენ, რაც ოტელში, თავიანთ ნომერში, ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

მკვდარი გოგონა

25273465--1485337668-650-1c1a85b27e-1485428430

მოვლენები ვითარდება ლოს-ანჯელესში, სადაც ახალგაზრდა გოგონა კრისტას მოულოდნელი გარდაცვალება, ერთი შეხედვით განსხვავებულ ქალებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა გაარკვიონ სიმართლე.

განდგომილები

25273865-547746-1485337886-650-b0f52ea80c-1485428430

ორი ადამიანის ისტორია, რომლებიც კანონის სხვადასხვა მხარეზე არიან და საკუთარ სიცოცხლეს მუდამ რისკის ქვეშ აყენებენ. ერთი მათგანი მაფიის ჯაშუშია, რომელიც პოლიციის რიგებშია, მეორე კი პოლიციელია, რომელიც მაფიოზებთან არის შეპარული. ორივე მათგანს ერთი მიზანი აქვს – გამოააშკარაოს მტერი.

ნიირჯი

25273715-1466004181-914553128-nirdzha-2-1485338187-650-0ccba75db8-1485428430

ფილმი დაფუძნებულია სტუარდესას, ნიირჯი ბჰანოტის, ცხოვრებაზე.რომელმაც მისი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა 359 მგზავრი, 1986 წელს, როდესაც თვითმფრინავი ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიყვანა მძევლად.

შეცვლა

25274165-p_28630-1485338514-650-79c553c0db-1485428430

ქრისტინ ქოლინზი გახარებულია, რადგან მისი გატაცებული შვილი სახლში დააბრუნეს. როცა ქრისტინი ეჭვს აიღებს, რომ ეს ბიჭი მისი შვილი არ არის, პოლიციის კაპიტანი გადაწყვეტს ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოათავსოს.

კომენტარები: