,

10 სარეკლამო რგოლი, რომელიც სასიყვარულო ფილმის ტოლფასია

რა უნდა ვქნათ, როცა გვინდა, რომ ეკრანზე მომხდარის დანახვისგან ტირილიც შეგვეძლოს, სიცილიც და ოცნებას, ამასთანავე თავისუფალი ორი საათი არ გვაქვს?

ამ პოსტში ამ პრობლემას გადავწყვიტავთ: გთავაზობთ 10 რომანტიკულ რეკლამას, რომლებიც 4 წუთზე მეტ ხანს არ გრძელდება, ეფექტი კი  — თითქმის იგივეა.

სარას და ხუანის ისტორია

Extra Gum

ვინ იფიქრებდა, რომ შეიძლება მიიღო ამდენი ემოცია საღეჭი რეზინის ორწუთიანი რეკლამიდან! თუმცა ასეა, ეს ხომ ორი ერთი ნახვით შეყვარებული ადამიანის რომანტიკული ისტორიაა, პირველი კოცნით, კამათებით, დაშორებით და საოცარი ჰეფი-ენდით.

ღამის მატარებელი

Chanel N° 5

გსურთ ნახოთ “ამელის” გაგრძელება? რეკლამა გადაიღო ჟან-პიერ-ჟენეს ფილმის რეჟისორმა, ხოლო მთავარ როლს ოდრი ტოტუ ასრულებს. და კიდევ იქ იდუმალი უცნობიც არის.

ყოველთვის შენთან

Leibniz

ეს მინი-ფილმია იმის შესახებ, რომ ზოგჯერ გიწევს იბრძოლო სიყვარულისთვის, მაგრამ სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს.

ბაყაყი

Twistos

ერთ წუთიან რგოლში ჩაეტია მთელი რომანტიკული კომედია. სიცილი იქით იყოს და ბევრი გოგო არ იტყოდა უარს ასეთი ბაყაყის კოცნაზე.

რობერტ პატინსონი და Dior Homme

Christian Dior

თავისუფლად შეიძლება ამ შავ-თეთრი ვიდეოს დაჭრა და კადრებისგან ფოტოგამოფენის მოწყობა — როგორ ლამაზად არის ის გადაღებული. პატინსონი კი, როგორც ამბობენ, ცალკე თემაა.

ფილმი

Chanel N° 5

Chanel N° 5-ის ეს რეკლამა მარტივი სახელოდებით «Le Film» და ბაზ ლურმანის რეჟისორობით — არამარტო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული (4 წუთიანი ვიდეო მის შემქმნელებს 44 მილიონი დოლარი დაუჯდათ), არამედ სიყვარულის საოცარი ისტორიაცაა. მთავარ როლში — ნიკოლ კიდმანი.

კოცნა

Vodafone

ვიდეოს შემქმნელებმა შეძლეს მთელი ცხოვრების ჩატევა რამდენიმე კოცნაში. ამ 1,5 წუთში შეგვიძლია მოვასწროთ ჩავიფიქროთ, რომ ჩვენც ასე გამოგვივიდეს ყველაფერი.

მონათესავე სულები

Lynx

ეს რგოლი მათთვისაა, ვისაც სჯერა, რომ სადღაც შორს მისი მეორე ნახევარი დაბოდიალობს და ოდესღაც ისინი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. ანუ ჩვენ ყველასთვის 🙂

შენ

Schwarzkopf

ალბათ ეს ვიდეო ყველა გოგოს საერთო ოცნების მოტივებით გადაიღეს. მთავარი კი წარწერაა ბოლოს.

გაიხსენო ყველაფერი

Stimorol

დაუჯერებელია, რომ ამ ლეგენდარულ სარეკლამო რგოლს 25 წელი შეუსრულდა. თქვენ გახსოვთ?

კომენტარები: