,

8 წიგნი ინგლისურად, რომელსაც დამწყები ადვილად გაუმკლავდება

სწავლა, არა მხოლოდ ენების, უნდა განიჭებდეს სიამოვნებას. ასე ნაკლებად ვიღლებით და მარტივად ვიმახსივრებთ ახალ მასალას. ბევრი მასწავლებელი ურჩევს დამწყებს წიგნების ინგლისურად კითხვას და თუმცა თავიდან რთულია და მუდმივად ლექსიკონში გიწევს ჩახედვა, ცოტა ხანში კითხვის პროცესი აუცილებლად ჩაგითრევს.

ვინც ინგლისური ცოტა ხანია, რაც დაიწყო, იმას ცოტა გაუჭირდება. თუმცა, ვისაც ბაზური ცოდნა გრამატიკაში უკვე აქვს Facts.ge სთავაზობს 8 ძალიან მაგარ წიგნს ინგლისურად.

1“ლიმონის მაგიდა” ჯულიან ბარნსი

«The Lemon Table» Julian Barnes

დეტალური ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ საკუთარი ცხოვრების მოგონებებით . ყველა ისტორია მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. იკითხება ერთი ამოსუნთქვით როგორც რუსულად, ისე ინგლისურად.

2“გამცემი” ლოის ლოური

«The Giver» Lois Lowry

ჯონასი ცხოვრობს სამყაროში, რომელსაც შეიძლება იდეალური ვუწოდოთ. აქ არ არის ავადმყოფობა, ომი და კონფლქტები. ყველა მუშაობს იქ, სადაც ყველაზე უკეთ შეუძლია საკუთარი ნიჭის გამოყენება. რომანმა მიიღო უამრავი პრიზი და მოხვდა ყველაზე რეკომენდებული ლიტერატურის სიაში.

3“სანამ ცოცხალი ვარ” ჯენი დაუნჰემი

«Before I Die» Jenny Downham

ახალგაზრდა ტესას ძალიან ცოტა დრო აქვს. მან არ იცის ზუსტად რამდენი, მაგრამ იცის რომ ბევრი რამ უნდა მოასწროს და წერს სურვილების სიას. ეს წიგნი მოზარდებისთვისაა, ამიტომ მარტივი ენით არის დაწერილი. თუმცა, თუ გადაწყვეტთ მის წაკითხვას, ტირილისთვისაც მზად იყავით.

4“რა მოუვიდა ძაღლს ერთხელ ღამით” მარკ ჰედონი

«The Curious Incident of the Dog in the Night-Time» Mark Haddon

აუტისტი ბავშვი იპოვის თავის გაზონზე მკვდარ ძაღლს. ის გადაწყვეტს გაიგოს, რა მოუვიდა ძაღლს და აღმოაჩენს სულ სხვა სამყაროს.

 

 

5“დამშვიდობების დრო არ იყო” ლინვუდ ბარკლი

«No Time For Goodbye» Linwood Barclay

ერთხელ 14 წლის სინტიამ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ სახლში მარტოა. მშობლები და ძმა გაუჩინარდნენ ისე,  თითქოს არც ყოფილან. სად გაქრნენ?რატომ დატოვეს მარტო? ცოცხლები არიან? გავა წლები და მათი კვალი არ ჩანს. გოგონა გადაწყვეტს თავად იპოვოს ისინი.

7“451° ფარენჰეიტით” რეი ბრედბერი

 «Fahrenheit 451» Ray Bradbury

აქ წიგნები აკრძალულია. მეხანძრეები უკვე არ აქრობენ ხანძარს, ისინი წვავენ წიგნებს. საერთოდ რა საჭიროა წიგნები? ჩვენ ხომ გვაქვს ტელევიზორი ჩვენი ვირტუალური მეგობრებით. რომანი პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. კითვისას კი ორიგნალში აღმოაჩენ იმას, რასაც თარგმანში ვერ შეამჩნევდი.

 

6“მე რობოტი” აიზეკ ასიმოვი

«I, Robot» Isaac Asimov

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკაა, აქ ვერ შეხვდებით რთულ სამეცნიერო ტერმინებს. ასიმოვი წერდა ყველასთვის გასაგები ენით. თუ გიყვართ ფანტასტიკა, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

 

8“მოხუცი და ზღვა” ერნესტ ჰემინგუეი

«The Old Man and the Sea» Ernest Hemingway

ჰემინგუეი წლობით მუშაობდა იმაზე, რომ ენა გაემარტვებინა. მას საურდა რომ მარტივად და უბრალოდ გადმოეცა დიდი ემოცია. ამ წიგნში თქვენ ამას შეამჩნევთ. აქ გასაგებია ყველა სიტყვა, ენა კი სულაც არ არის მოძველებული.

კომენტარები: