,

10 წიგნი ქალის წარმოუდგენელ ძალაზე

რამხელა ემოცია, გრძნობები და აზრი დევს ამ ერთ სიტყვაში- ქალი. მათ შეუძლიათ იყვნენ მზრუნველები, ნაზები, აუტანლები და ცოტა ჯიუტები, კეთილები და ამავდროულად ძლიერები, ამტანები.

Facts.ge აღფრთოვანებულია ქალების ყოველდღიური თავდადებით. დღეს ჩვენ გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც მოგიყვებიან კაცობრიობის ულამაზესი ნაწილის ბრძოლასა და სიმამაცეზე.

“უდაბნოს ყვავილი”- ვარის დირიე და კეტლინ მილერი

1

ცნობილი ფოტომოდელის ვარის დირიეს  ისტორია გვიყვება პირველყოფილი ტრადიციების სისასტიკესა და გაუმართლებლობაზე, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაშიც გრძელდება.

“ირენ სენდლერის მამაცი გული”- ჯეკ მაიერი

kinopoisk.ru

ნამდვილი ისტორია ახალგაზრდა პოლონელი ქალის, ირენ სენდლერის სიმამაცეზე. ის იყო სოციალური მუშაკი და ჰქონდა შეხება ვარშავის გეტოსთან. ის არწმუნებდა ებრაელებს, რომ მიენდოთ მისთვის შვილები და ამით მათი სიცოცხლე იხსნა. მას არაერთხელ აწამებდნენ და საბოლოოდ დახვრიტეს.

“ფრიდა კალო” – ჰეიდენ ერერა

1449575516

წიგნი მოგვითხრობს მექსიკელი მხატვრის ნათელ და გასაოცარ ცხოვრებაზე. დაუვიწყარი პიროვნება, რომელმაც გამოიარა ბევრი ფიზიკური ტანჯვა და მაინც გაძლო. ექსცენტრიული და რომანტიკული გამოხტომები, პროგრესული ხედვები- ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგაც კი ფრიდა კალოს  პიროვნება უამრავი ადამიანის გულს იპყრობს.

“შიმშილის თამაშები”- სიუზენ კოლინზი

186140-7a0c3-61827302--ufb8f9

გახმაურებული ტრილოგია მკითხველს აცნობს 16 წლის კიტნის ევერდინის სამყაროს. მისი სიმამაცე მოგხიბლავთ პირველივე ფურცლებიდან. ეს არის ისტორია ძალაზე, გამბედაობასა და სიცოცხლის სურვილზე. ერთი შეხედვით უბრალო გოგონას ამბავი, რომელიც გმირობებს სჩადის.

აინ რენდი – “მხარგაშლილი ატლანტი”

Atlas-shrugged-cover

დეგნი ტაგარტი რომანის მთავარი გმირია. ის მისდევს კონკრეტულ იდეებს და თავისი პრინიპების ერთგული რჩება ბოლომდე. დეგნი ერთადერთი ქალია მამაკაცების გარემოცვაში და ის არა მარტო მათ დონეზე დგას, ჯობნის კიდეც ჭკუით, სიმამაცით და შრომისმოყვარეობით.

“გოგონა დრაკონის ტატუთი”- სტიგ ლარსონი

p1000128

ჯერ კიდევ მოზარდ ლისბეტ სანადერს სასამართლო ფსიქიკურად გაუწონასწორებლად შერახავს. წიგნის გმირი ასოციალური ადამიანია შინაგანი ძალით და გენიალური აზროვნების უნარით, რაც მას მკაფიო პიროვნებად აქცევს. ის მალევე აყვარებს თავს მკითხველს.

კეტრინ სტოკეტი – “მოსამსახურე”

help_thumb

ისოტორია, რომელიც გვიყვება ერთდროულად სამი ძლიერი ქალის შესახებ. თამამი შავკანიანი მოსამსახურე მიმი, კეთილი ეიბილინი და ახალგაზრდა ჟურნალისტი სკიტერი დაიღალნენ უსამართლო მოპყრობისა და რა რასიზმისგან. ქალები გადაწყვეტენ მთელ მსოფლიოს მოუყვნენ იმ დამცირებასა და შევიწროვებაზე, რასაც ისინი თეთრკანიანი პატრონებისგან იღებენ.

“უდაბნოს დედოფალი”- ჯორჯინა ჰაუელი

maxresdefault

ნამდვილი უდაბნოს შვილი, აღმოსავლეთის დედოფალი – ასე ეძახდნენ მას თანამედროვეები. არაჩვეულებრივი ქალი, მოგზაური, მწერალი, არქეოლოგი და სპეიალური სამსახურის თანამშრომელი- გერტრუდა ბელი. მან დატოვა მრავალი ჩანაწერი თავისი მოგზაურობებიდან, რომელიც შემდგომ წიგნად გადაიქცა.

კომენტარები: