,

10 ცნობილი მსახიობი რომელთაც პოპულარობა გვიან მოიპოვეს

როგორც ცნობილია წარმატება და დიდება ყოველთვის დროულად არ მოდის ცხოვრებაში. ზოგმა მსახიობმა მთელი თავისი ცხოვრება კინოსა და თეატრს დაუკავშირა, მაგრამ პოპულარობა მხოლოდ ასაკში მოიპოვეს. ამიტომაც გვეჩვენება, თითქოს ისინი არასდროს ყოფილან ახალგაზრდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

Facts.ge გთავაზობთ იმ მსახიობთა სიას, რომლებმაც წარმატებას და პოპულარობას გვიან მიაღწიეს.

ალან რიკმანი
ზ2

ალან რიკმანი ცნობილი გახდა 42 წლის ასაკში, მთავარი არამზადას როლის შესრულებისთვის ფილმში “Die Hard”-(კერკეტი კაკალი).

ვუპი გოლდბერგი

ზ3

ვუპი გოლდბერგი ცნობილი 35 წლის ასაკში გახდა, ფილმ “Ghost”-(მოჩვენება)-ს ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ.

ტომი ლი ჯონსი

ზ4

მიუხედავად იმისა, რომ ტომი ლი ჯონსმა მთელი თავისი ცხოვრება კინოსა და თეატრს შეალია, ნამდვილ პოპულარობას მსახიობმა 47 წლის ასაკში მიაღწია ფილმით “The Fugitive”-(გაქცეული).

მეგი სმიტი

ზ5

თავისი პირველი ოსკარი მეგი სმიტმა 36 წლისამ დაიმსახურა, თუმცა ხალხისთვის ცნობილი მსახიობი 67 წლის ასაკში გახდა, მას შემდეგ როცა იგი პირველად “ჰარი პოტერში” გამოჩნდა.

პატრიკ სტიუარტი

ზ6

მსახიობი ხალხისთვის ცნობადი გახდა მას შემდეგ რაც ეკრანებზე გამოჩნდა სერიალი “Star Trek: The Next Generation”. ამ დროს პატრიკი 47 წლის იყო.

მელისა მაკარტი

ზ7

მელისა მაკარტი ცნობილი 41 წლის ასაკში გახდა, მას შემდეგ რაც გამოვიდა ფილმი “Bridesmaids”-(მეჯვარეები).

მორგან ფრიმანი

ზ8

ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი მორგან ფრიმანი 50 წლის ასაკში გახდა ხალხისთვის ცნობადი მსახიობი, მას შემდეგ რაც ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი “Street Smart”-(ქუჩის ბიჭი).

ჰელენ მირენი

ზ9

ცნობილმა მსახიობმა ჰელენ მირენმა დიდება 61 წლისამ მოიპოვა ფილმით “The Queen”-(დედოფალი).

იან მაკკელენი

ზ1

დიდება მსახიობს ეწვია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან შეასრულა გენდალფის როლი ფილმში “ბეჭდების მბრძანებელი”. იგი 62 წლის იყო ამ როლის მორგებისას.

ჯუდი დენჩი

ზ10

მსახიობი ცნობილი გახდა 61 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც გამოვიდა ჯეიმს ბონდის მე-17 ფილმი “GoldenEye”-(ჯეიმს ბონდი აგენტი 007: ოქროს თვალი).

კომენტარები: