,

10 უცნაური სავარჯიშო თქვენი გონებისთვის

ნეირობიკა – ფსიქოლოგიური ვარჯიში ტვინისათვის. ამ სავარჯიშოებში ჩართულია 5 გრძნობის ორგანო: მხედველობა,სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება.მათი სისტემური მოქმედება ასტიმულირებს  ახალი ნერვული კავშირების განვითარებას ტვინის სხვადასხვა სფეროში, აძლიერებს ნერვულ უჯრედებს, ხელს უწყობს ნუტრიენტების წარმოებას, რაც აუმჯობესებს მეხსიერებას. 

Facts.ge  გიზიარებთ ამ მარტივ სავარჯიშოებს და დილაობით მათი შესრულების შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ დადებით ეფექტს.

1

კვლევამ აჩვენა, რომ თქვენი ტვინის საპირისპირო  ნახევარსფეროს გამოყენება (როგორც ამ დავალებაშია მოცემული) იწვევს თავის ტვინის ქერქის სწრაფ და მნიშვნელოვან გაფართოებას.

  • როგორ გავაკეთოთ:  გაიხეხეთ კბილები მარცხენა ხელით და ასევე, არ დაგავიწყდეთ კბილის პასტის ამავე ხელით გახსნა და გამოყენება.

2

ტაქტილური შეგრძნებები(შეხებითი შეგრძნებები) ააქტიურებს თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილს. თქვენი ხელები ამჩნევენ იმას, რისი დანახვაც შეუძლებელია და ამ სიგნალებს თვენს ტვინს უგზავნიან.

  • როგორ გავაკეთოთ: სცადეთ გრძნობის ორგანოებიდან გამოიყენოთ მხოლოდ შეხება ( გააკეთეთ ფრთხილად,რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის დაზიანება ). გახსენით ონკანი, დაარეგულირეთ წყალი და იბანავეთ დახუჭული თვალებით.

3

ტვინზე ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ახალი გამოწვევები ზრდის, აფართოვებს თავის ტვინის ქერქს და აფიქსირებს თავის ტვინის ინტენსივობის ზრდას.

  • როგორ გავაკეთოთ: საუზმის შემდეგ ჩაიცვით, გაისეირნეთ ძაღლთან ერთად, შეცვალეთ თქვენი საყვარელი რადიო ან სატელევიზიო არხი რაიმე ახლით.

4როდესაც თქვენ უყურებთ სწორად მდგარ ნივთს, თქვენი ტვინის მარჯვენა, “ვერბალური” მხარე მათ სწრაფად ამოიცნობს და თქვენი ყურადღება სხვა ადგილზე გადააქვს. როდესაც მათ თავდაყირა აბრუნებთ, თქვენი ტვინის მარჯვენა მხარე მუშაობას იწყებს და ცდილობს ამოიცნოს ფორმა, ფერი და მისთვის გაუგებარი სურათები.

  • როგორ გავაკეთოთ:  თავდაყირა დააწყვეთ თქვენი ოჯახის სურათები, კედლის საათი და კალენდარი.

5

უმეტეს ოჯახში თითოეულს აქვს  საკუთარი ადგილი მაგიდასთან, მაგრამ თქვენი ტვინი მუდმივად საჭიროებს ახალ გამოცდილებას.

  • როგორ გავაკეთოთ:   შეიცვალეთ ადგილები, რათა შეცვალოთ თქვენი დაკავებული პოზიცია, სხვაგვარად შეხედოთ თქვენს ოთახს, ადამიანებს და ა.შ.

6

თქვენ, ალბათ, არც კი გსმენიათ, რომ ყავის სუნი ახალი დღის დასაწყისს უკავშირდება. ახალი ნერვული გზის ამოქმედება შესაძლებელია უჩვეულო არომატების, მაგალითად, ვანილის, დარიჩინისა და პიტნის დაკავშირებით რაიმე სახის საქმიანობასთან.

  • როგორ გავაკეთოთ: დატოვეთ თქვენი საყვარელი სუნამო საწოლთან მთელი კვირის მანძილზე.  გახსენით და ჩაისუნთქეთ გაღვიძებისთანავე, ასევე,ბანაობისა და ჩაცმის შემდეგაც.

6

ჰიპოკამპუსი – სტრუქტურა ტვინის სიღრმეში, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს ინფორმაციის მეხსიერებად გარდაქმნაში, იგი ძირითადად ხანმოკლე მეხსიერებაზე აგებს პასუხს. სუნი, ხმები და გამოსახულებები მათ უფრო მეტად ნათელს ხდის.

  • როგორ გავაკეთოთ:  გზაზე მოძრაობისას სცადეთ ამოიცნოთ ახალი ხმები და სუნი. გაღებული ფანჯარა თქვენ ამაში დაგეხმარებათ.

6

მაღაზიები დაპროექტებულია ისე, რომ ყველაზე მომგებიანი პროდუქტები განთავსდეს თვალის დონეზე, ასე რომ, როდესაც თქვენ პროდუქტს არჩევთ, ბევრ რამეს ვერ ხედავთ.

  • როგორ გავაკეთოთ: მაღაზიაში შეჩერდით ნებისმიერი რიგის წინ და შეხედეთ თაროებს ზევიდან ქვევით. თუკი თქვენ დაინახეთ ისეთი, რამ, რაც აქამდე არ შეგიმჩნევიათ, აიღეთ, წაიკითხეთ შემადგენლობა და იფიქრეთ ამაზე. არ არის აუცილებელი შეიძინოთ, მთავარია ის, რომ თქვენ უკვე დაარღვიეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა და შეიძინეთ ახალი გამოცდილება.

6

მეცნიერულმა კვლევებმა არაერთხელ დაადასტურა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობას აქვს სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა საერთო შემეცნებით შესაძლებლობებზე.

  • როგორ გავაკეთოთ: გსურთ დალიოთ? უმჯობესია სასმელი შეიძინოთ მაღაზიის გამყიდველთან, ვიდრე სპეციალურ  აპარატებში შეიძინოთ გაზიანი წყალი.  დაგიმთავრდათ ბენზინი? უმჯობესია თანხა გადაიხადოთ სალაროში, ვიდრე  ქუჩაში არსებულ ტერმინალში ბარათით.

6

როდესაც ვკითხულობთ ან ვუსმენთ,  ვკითხულობთ ხმამაღლა ან ჩვენთვის, ვიყენებთ ტვინის სხვადასხვა ნაწილს.

  • როგორ გავაკეთოთ: წაუკითხეთ ხმამაღლა თქვენს თანამოსაუბრეს, მსმენელისა და მკითხველის როლის შენაცვლებით. ალბათ, ასე უფრო დიდხანს მოუნდებით წიგნის კითხვას, მაგრამ უფრო მეტ დროს გაატარებთ ერთად.

კომენტარები: