,

12 დიდებული მულტფილმი, რომელსაც უნდა უყუროთ ბავშვებთან ერთად

“მოდი რა, ერთად ვუყუროთ მულტფილმს?” – ხშირად გვეუბნებიან პატარები. ხანდახან კი ჩვენ თვითონაც ვართ ამის ხასიათზე, ამიტომაც Facts.ge გთავაზობთ 12 მულტფილმს იმისათვის, რომ ძებნა გაგიმარტივდეთ. ახლო მომავალში კი სიის მეორე ნაწილსაც შემოგთავაზებთ.

თავდაყირა

1167560-R3L8T8D-650-2600294

11 წლის რაილის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. ეს ემოციები ეხმარებიან გოგონას ყოველდიური პრობლემების მოგვარებაში. ერთხელაც, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და სწორედ აქ ჩნდება სხვა პრობლემები, ვინაიდან გოგონას თითოეულმა ემოციამ ცალ-ცალკე გადაწყვიტა, მისი დახმარება.

გრავიტი ფოლსი

1175010-R3L8T8D-650-7NYAdgbaEKA

ამ საბავშვო სერიალს უკვე მოზრდილებშიც საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ისტორია მოგვითხრობს ტყუპების თავგადასავალს, ამბავს და-ძმის, დიპერისა და მეიბლ პაინსების შესახებ, რომლებსაც „კეთილი“ მშობლები გზავნიან შორეულ ნათესავთან, რომელიც უკაცრიელ გარემოში ცხოვრობს. ქალაქი არც ისე უბრალო აღმოჩნდება: ის აღსავსეა საიდუმლოებებით, ჯადოქრობით და მისტიური არსებებით.

სიცოცხლის წიგნი

1229160-R3L8T8D-650-53729

მანოლო ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერანაირად ვერ ახერხებს გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი – ოჯახური ტრადიციები თუ პირადი მოწოდება. ეს რომ გაიგოს და ცხოვრების მომავალი გზა აირჩოს გმირი სამ ზღაპრულ სამყაროში წარმოუდგენელ მოგზაურობას მოაწყობს.

გაყინული

1228660-R3L8T8D-650-7923

ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი, უშიშარი და ოპტიმისტი ანა, შეუერთდება კრისტოფის გუნდს ეპიკურ მოგზაურობაში წასასვლელად.ისინი მთებისკენ გაემგზავრებიან, ანას დის, ელზას საპოვნელად, რომელიც მარადიული ზამთრის სამეფოშია დატყვევებული

შრეკი

1235360-R3L8T8D-650-1111113

გულკეთილი კაციჭამია-გოლიათი და მისი ერთგული მეგობარი, ენაჭარტალა ვირი მშვენიერი პრონცესას გადასარჩენად მიემართებიან, რომელიც მოჯადოებულ ციხე-კოშკშია გამომწყვდეული.

როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი

1174010-R3L8T8D-650-1134788

პატარა ვიკინგი დრაკონის საძებნელად სამხრეთის ზღვის კუნძულზე მიემგზავრება. დრაკონის გათავისუფლების შემდეგ ის მისი მეგობარი ხდება.

უოლ-ი

1186560-R3L8T8D-650-walle

რობოტი ვალ-ი, წლებია ერთგულად შრომობს დაცარიელებულ დედამიწაზე და პლანეტას იმ ნაგვისგან ასუფთავებს, რომელიც ადამიანებმა კოსმოსში გადასახლებამდე დატოვეს. მას წარმოდგენაც არ აქვს იმის შესახებ, რომ ძალიან მალე, წარმოუდგენელ თავგადასავალში ჩაებმება: შეიძენს მეგობრებს, იმოგზაურებს კოსმოსში და შეხვდება ადამიანებს, რომელთაც დედამიწის არსებობა დავიწყებულიც კი აქვთ.

სპირიტი–პრერიების სული

1182310-R3L8T8D-650-4482

ეს სათავგადასავლო მულტფილმი ველური ულაყი მუსტანგის სახელად სპირიტი, რომელიც ამერიკაში მოგზაურობს. მამაცი სპირიტი დაუმეგობრდება ახალგაზრდა ინდოელთს ლაკოტას და სიყვარულს იპოვის. ყველა ბედნიერია მანამ, სანამ ულატს თვალი ადამიანებმა არ დაადეს, რომლებსაც მისგან სამხედრო ცხენის გაკეთება სურთ.

ერნესტი და სელესტინი

1175560-R3L8T8D-650-933632

დაუჯერებელი მეგობრობის ისტორია დათვ ერნესტსა და ახალგაზრდა თაგუნია სელესტინს შორის.

ზევით

1177710-R3L8T8D-650-952127

78 წლის ბუზღუნა კარლ ფრედრიქსენი თვლის, რომ ცხოვრება მისი გვერდის ავლით მიედინება და გადაწყვიტავს აიხდინოს დიდი ხნის ოცნება. ის ათასობით საჰაერო ბუშტს ერთად შეკრავს, თავის სახლს გამოაბამს და სამხრეთ ამერიკისკენ გაფრინდება. მაგრამ სულ მალე აღმოაჩენს, რომ თან გაიყოლა 8 წლის მხიარული ბიჭუნა, რომელიც წარმოუდგენლად ბევრს ლაპარაკობს.

ყვითელი ჩიტი

yellowbird_still

ყოველ წელს, ჩიტები მიფრინავენ სამხრეთით. უნდა გაფრინდეს ჩვენი ახალგაზრდა გმირის ჭივჭავის გუნდიც, მაგრამ გაფრენის ბოლო წუთს გუნდის ლიდერს დარიუსს თავს დაესხა ბოროტი კატა…

რიო

2988___Selected

ლამაზი და ძალიან სულელი თუთიყუში, დაბადებული მისდა სამწუხაროდ პატარა ქალაქში შტატ მინესოტაში, მიფრინავს თავგადასავლების საძებნელად, წინაპრების სამშობლოში, რიო-დე-ჟანეიროში.

 

კომენტარები: