in

12 იდეა, რომელიც ოთახს რამდენიმე კვადრატულ მეტრს შემატებს

ყველას გვიყვარს ჩვენი სახლი. თუმცა, ხანდახან მყუდრო სახლშიც ისადგურებს ადგილის უკმარისობა, თითქოს კედლები გვაწვება და ოთახში ადგილი აღარ არის. ასეთ დროს გვინდება ყველაფერი გადავაკეთოთ, შევცვალოთ ნივთების განლაგება და გადავღებოთ. უბრალოდ იმისთვის, რომ სუნთქვა გაგვიადვილდეს და ფართობი ერთი ათად გაიზარდოს.

Fats.ge გაგანდობთ, თუ რა ხრიკები შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთახის მოცულობის სწორად ათვისებისა და ფართის მოგებისთვის.

 

ავეჯი სარკიანი ზედაპირით

12903411_833596470105561_301294320_o

კარადაში ჩამონტაჟებული სარკე ოთახს მოცულობას გაუზრდის და სინათლეს შემატებს. მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს, რათა ოთახი საცეკვაო დარბაზს არ დაემსგავსოს.

ღია ფერის კედლები

12903554_833596463438895_1183292840_o

მუქი შპალერი და კედლები, ერთი შეხედვით, ოთახს მყუდროებას სძენს. სინამდვილეში, სწორედ ეს ართმევს ოთახს მოცულობას. ასეთი ფერების გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ დიდი სახლის მქონე ადამიანებს. თუ არ მიეკუთვნებით მათ რიცხვს, მაშინ აირჩიეთ თეთრი, ღია ნაცრისფერი, ღია ცისფერი ფერები. ამით სასახლის ოთახს მიიღებთ.

შუშის ავეჯი

12904006_833596466772228_1134176928_o

შუშის ავეჯი- ეს ჯადოსნური ნივთია. ის თან არის და თან არა. ძალიან უხდება მინიატურულ სამზარეულოსა და პატარა ოთახს. შუშის ავეჯი ინტერიერს ჰაეროვნებას და სიმსუბუქეს შემატებს. ამასთან, ხარისხითა და ფუნქციონალურობით სულაც არ ჩამოუვარდება ხის ავეჯს.

გასაშლელი დივანი

12899527_833596460105562_717623193_o

ძნელია იპოვო ისეთი ადამიანი, ვისაც არ უყვარს რბილ ლოგინზე ნებივრობა. თუმცა, ამის ფუფუნება პატარა ოთახს არ აქვს. არსებობს გამოსავალი- გასაშლელი დივანი. ეს საოცარი ავეჯი, გარდა იმისა, რომ ფართის ეკონომიას მოგცემთ, იქნება ისეთი მყუდრო, რომ დილით ადგომა გაგიჭირდებათ როგორც არასდროს. ასე რომ, იზრუნეთ მაღვიძარას დაყენებაზე.

ფარდები მსუბუქი მატერიისგან

12722774_833596476772227_1952195569_o

რათა ოთახი უფრო მოცულობითი იყოს, მას მაქსიმალურად უნდა ავსებდეს მზის სხივები. ამიტომ, საჭიროა ღია ფერის ბსუბუქი ფარდები. წარმოდგინეთ, როგორ ბრწყინავს და როგორ ირხევა ზაფხულის თბილი ნიავისგან.  მუქი ორნამენტებიანი ფარდები კი სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ, თუ არადა თქვენი ოთახი დრაკულას სასახლეს დაემსგავსება.

კარგი განათება

12874293_833596443438897_1146210046_o

ხელოვნური განათებაც ასევე დიდ როლს ასრულებს ოთახის მოცულობის გაზრდაში. აქ წესები მარტივია: რაც მეტი ნათელი ფერია, მით უკეთესი. ჭაღი, მაგიდის სანათები, ყველაფერი გამოგადგებათ. მთავარია, უხდებოდეს დიზაინს. ასევე, კარგი გადაწყვეტაა წრიული განათება ჭერზე.

ნაკლები ზედმეტი დეტალი

12899434_833596473438894_31723856_o

პრაქტიკულად ყველა სახლში არის ოთახი, სადაც თავს იყრის ათასი უსარგებლო ნივთი. დიდი ხნის წაკითხული ჟურნალები და ამგვარი რამეები, რომელთა გარეშეც მშვენივრად იარსებებდა ოთახი. მოაშორეთ ზედმეტი ნივთები და დაისვენებთ როგორც თქვენ, ისე თქვენი მისაღები ან საძინებელიც.

კარადები

12903595_833596453438896_1839807342_o

თუ თქვენ ვერ ელევით უსარგებლო ნითებს, შეგიძლიათ ისინი უბრალოდ შეინახოთ. კარადა, რომელსაც გემოვნებიანად შეუხამებთ ინტერიერს, დაამშვენებს თქვენს ოთახს და მას უფრო ნათელს გახდის. ყველა ნივთი გექნებათ ახლოს, მავდროულად კი საგულდაგულოდ შენახული, რათა არ დაიკავოს დიდი ადგილი.

ფოტოშპალერები პერსპექტივით

12894555_833596490105559_1429496817_o

ვოღაც იტყვის: “ფოტოშპალერი-ეს გასული საუკუნეა”. სულაც არა. სწორად შერჩეული გამოსახულება არა მარტო მხატვრულ იერს სძენს ოთახს, არამედ მატებს მოცულობასაც. მიაქციეთ ყურადღება: რათა ასეთმა გადაწყვეტამ გაამართლოს, სურათი უნდა მოათავსოთ ოთახის ცენტრალური ელემენტის უკან. ასე თქვენ შეძლებთ “გაზარდოთ” თქვენს საძინებელში ტყე ან “გააცოცხლოთ” პარიზის რომელიმე ქუჩა.

მრავალდონიანი ჭერი

12874335_833596450105563_107672790_o

თუ თქვენ გინდათ, რომ ჭერი უფრო მაღალი გამოჩნდეს, შეუცვალეთ მას კონსტრუქცია. ამით თქვენ არა მარტო გაზრდით ჭერს რამდენიმე მეტრით, არამედ დაფარავთ უსწორმასწორო ფორმებსაც. თუ გინდათ ოთახს ორიგინალურობაც შემატოთ, დაუმატეთ ფერები და იზრუნეთ ჭერის გაფორმბაზე. ასევე, გამოიყენეთ სხვადასხვა ფორმის სანათები.

ავეჯი მცირე გაბარიტებით

12903535_833596493438892_1348327547_o

დიდი ხანია აღარ არის დიდი, ოქროსფერორნამანეტებიანი ავეჯის დრო ერთოთახიან ბინებში. თუმცა ვიღაცას მაინც უნდა დიდი, თუნდაც თანამედროვე ავეჯის პატარა კედლებში მოთავსება და უშვებს დიდ შეცდომას. თუ სახლში ხშირად არიან სტუმრები, შეცვალეთ დიდი დივნები კუთხის ავეჯით. ადგილიც ყველას ეყოფა და ფართიც გაიზრდება.

ნახატი კედელზე

12903898_833596496772225_1182410684_o

სხვადასხვა ზომის დიდი რაოდენობით სურათი ინტერიერში ქაოსს ქმნის. ის ფანტავს გონებას და ოთახს ავიწროებს. უკეთესია აირჩიოთ ერთი და კარგი. ერთი დიდი და ფერადი ნახატით თქენ თქვენს მისაღებს ინდივიდუალურობას შემატებთ, გახდით ოთახს თავისუფალს და მოცულობითს. სტუმრები აუცილებლად იფიქრებენ, რომ ინტერიერზე პირველი კლასის დიზაინერმა იზრუნა. მიეცით გზა საკუთარ ფანტაზიას და წინ ცვლილებებისკენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

7 ვიტამინური სასმელი საგაზაფხულო განწყობისთვის

რას მიირთმევენ ტკბილეულის მოყვარულები მსოფლიოს 20 ქვეყანაში