,

12 ყველაზე ლამაზი სანაპირო, სადაც ღირს ამ ზაფხულზე გამგზავრება

ძვიფასო მოგზაურებო! ჩაიცვით თქვენი საცურაო კოსტიუმები, აიღეთ ლასტები და წყლის ნიღბები. Facts.ge-მ იცის, როგორ შეამოკლოს დრო დასვენებამდე და მოგიმზადათ ყველაზე მაგარი პლიაჟების ნაკრები.

უაიტჰევენი, ავსტრალია

უაიტფევენ-ბიჩი არის ულამაზესი 7 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი ვისტანდეის კუნძულზე. მსოფლიო პოპულარობა პლიაჟმა მოიპოვა თოვლივით თეთრი ქვიშის წყალობით. მისი შეფერილობა გამოწვეულია სუფთა სილიციუმის დიოქსიდის (98%) შემცველობით.

01 02

ვარდისფერი პლიაჟი, ბაჰამი

03 04
ჰარბორის კუნძული ითვლება ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთ საოცარ ადგილად. უჩვეულო ფერს ქვიშა იღებს წვრილი ფორამინიფერის ნიჟარებისგან. ესენი ერთუჯრედიანი ორგანიზმები არიან, რომლებიც რიფების ქვედა ნაწილში ბინადრობენ, ქვების ქვეშ ან გამოქვაბულებში.

პლაია-დელ-ამორი, დამალული პლიაჟი მარიეტას კუნძულზე, მექსიკა

06 05

რომ არა ტალღების, ხალხის ხმაური, ალბათ, ვერც აღმოაჩენდნენ დამალულ პლიაჟს. ის უკაცრიელი კუნძულის მარიეტას სანაპიროდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. იქ ძალიან ცოტა ტურისტი აღწევს. ნამდვილი სამოთხეა განმარტოების მოყვარულთათვის.

ნავაჯო, საბერძნეთი

07 08

ბერძნულ კუნძულზე ზაკინფზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პლიაჟი. ერთხელ აქ ჩაიძირა კონტრაბანდისტების გემი პანაიოტისი. ის დღემდე თეთრი ქვიშის დიუნებზე იმყოფება.

იპანემა, ბრაზილია

09 010

რიო-დე-ჟანეიროში 23 პლიაჟია მთლიანობაში 72 კილომეტრი სიგრძის, თუმცა იპანემა ყველაზე მდიდრული და ელიტურია. ამ პლაჟზე, რომელიც მდიდრულ რაიონში მდებარეობს, იკრიბება მოდური პუბლიკა და ყოველდღე ერთობა, თამაშობს ხელბურთს. ისინი აქ თავის გამოსაჩენად და სხვებზე დასაკვირვებლად მოდიან.

მახო, კარიბის კუნძულები

011 012

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პლაჟზე- მახოზე. ის მდებარეობს კარიბიზე, პუერტო-რიკოდან 300 კილომეტრში. აქ დამსვენებლებს იზიდავს არა თბილი ქვიშა და ცისფერი ზღვა. აქ ჩამოდიან გამოუთქმელი ემოციების მისაღებად, ვინაიდან პლიაჟიდან 10-20 მეტრით მაღლა მიჰქრიან უზარმაზარი ავიალაინერები. საშიში, მაგრამ ექსტრემალური სანახაობაა.

შუშის პლიაჟი, აშშ

013 014

ქალაქ ფორტ ბრეგის მოშორებით კალიფორნიაში არის საინტერესო პლიაჟი, დაფარული პატარა ფერადი შუშებით . XX საუკუნის დასაწყისში აქ იყო ქალაქის ნაგავსაყრელი, 1967 წელს ის დაიხურა და მრავალი წლის მანძილზე აწარმოებდნენ ამ ადგილების დასუფთავებას. ახლა აქ ნაგავი აღარაა, თუმცა სანაპირო დაფარულია წვრილი  და ფერადი შუშის ქვებით.

ბოტომ ბეი, ბარბადოსი

015 016

ბოტომ ბეი – საუკეთესო პლიაჟი ბარბადოსის კუნძულზე. ამ ადგილის კანონიკური პეიზაჟი ქვეყნის სავიზიტო ბარათია.

ჰაიამსი, ავსტრალია

017 018

ჰაიამსი სიდნეიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის პლიაჟი ყველაზე თეთრი ქვიშით. ის ისეთი თეთრია, რომ შორიდან ათქვეფილ ნაღებს ჰგავს.

პლიაჟი ვაადხუს კუნძულზე, მალდივის კუნძულები

019 020

მსოფლიოში არის ერთი პლიაჟი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია ღამით. ვაადხუს კუნძულზე გამორიყული პლანქტონები სანაპიროს ულამაზესს ხდის. ნათება აიხსნება ცხოველების ორგანიზმში მიმდინარე პროცესით, რომლის დროსაც გამოთავისუფლებული ენერგია გამოდის სინათლის სახით. ლურჯად მოელვარე ტალღები თითქოს ვარსკვლავებს ირეკლავს მალდივის ციდან.

გრეის ბეი, კარიბის კუნძულები

021 022

აი ესეც სამოთხე. თეთრი და ქათქათა ქვიშა გაიძულებს წამოწვე და გაირუჯო. გრეის ბეი არაერთხელ დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო პლიაჟად მსოფლიოში.

ოკეანის გუმბათი, იაპონია

023 024

ხოლო თუ თქვენ გინდათ რაიმე განსაკუთრებული, მაშინ აუცილებლად ესტუმრეთ ოკეანის გუმბათს. პლიაჟები თეთრი ქვიშისგან, ოკეანე ხელოვნური ტალღებით სერფინგისთვის, წყლის კასკადები, ატრაქციონები, ბესეინები სპას ჰიდრომასაჟით, ტროპიკული მცენარეები, ეგზოტიკური შოუები, რომლებიც ყოველდღიურად იმართება- აქ ყველა პირობაა სრულფასოვანი დასვენებისთვის.

კომენტარები: