,

12 საშუალება, თუ როგორ შეგიძლიათ თუნუქის ქილა გამოსადეგ ნივთად გადააქციოთ

ჩვენ ყოველდღიურად ნაგავში ვყრით ამ ერთი შეხედვით უსარგებლო ქილებს. ამ დროს, მათგან შეგვიძლია საკმაოდ გამოსადეგი ნივთების დამზადება, რომელიც სახლს გაგილამაზებთ.

Facts.ge შეგირჩიათ 12 მაგარ იდეა, როგორ ვაქციოთ ძველი თუნუქის ქილები საჭირო ნივთებად.

ყვავილის ქოთნები

01
თუ ყვავილების მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა დაიხმაროთ თუნუქის ქილა ქოთნის შემცვლელად. შეღებეთ, გაალამაზეთ და მორთეთ თქვენი გემოვნებით.

სანთლის სადგამი

02

ძველი ქილა შეიძლება არაჩვეულებრივ სადგამად იქცეს. ის გამოგადგებათ, მაგალითად, აგარაკზე აივანზე, სადაც არ იქნება ელექტროენერგია. მორთეთ სურვილისამებრ, დაკიდეთ საჭირო ადგილას და შიგნით პატარა სანთელი მოათავსეთ. პრაქტიკული და რომანტიკულია.

სათავსო საკანცელარიო ნივთებისთვის

03

სასურველად მორთული თუნუქის ქილები არაჩვეულებრივ სათავსოდ გამოდგება. გოგონებს და ბავშვებს ეს გამოგონება განსაკუთრებით მოეწონებათ.

საჭმელი მოწყობილობა ჩიტებისთვის

04

იმისთვის, რომ ჩიტები დააპუროთ, საჭიროა მხოლოდ მოაბათ თუნუქის ქილას პარკი ან რაიმე ლენტი და ჩამოკიდოთ ხეზე.

ჭაღი

05

გამოსადეგი ნივთები შეიძლება ქილის გასახსნელი თუნუქის ბეჭდითაც გააკეთოთ. მიაწებეთ ისინი ერთმანეთს და შუაში ნათურა დაამაგრეთ, თქვენ გექნებათ ორიგინალური ჭაღი ინტერიერში.

თარო საქსოვი ძაფების შესანახად

06

 ვინც ბევრს ქსოვს, ნამდვილად გამოადგება ასეთი სათავსოები. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მთლიანი კოლექცია და დააწყოთ ძაფები ფერების მიხედვით.

ნემსის შესანახი

07

გულსაბნევები და ნემსები მარტივად იკარგება. ეს კი არაფრით არ შეიძლება. ძველი ქილითა და პარალონის ნაჭრით გამოვა მშვენიერი შესანახი ნემსებისთვის.

სამზარეულოს ატრიბუტებს შესანახი სათავსო

08

სამზარეულოში ტრიალისას საჭირო ნივთები რომ მუდამ ახლოს გქონდეთ, შეინახეთ ისინი თუნუქის ქილებში თაროზე. თქვენ შეგიძლიათ მორთოთ ისინი სასურველი დიზაინით.

ბოთლის შესანახი სათავსო

09

კიდევ ერთი რამ, რაც გამოგადგებათ სამზარეულოში. მიაწებეთ ქილები ერთმანეთს და შიგნით ბოთლები მოათავსეთ. აქ შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერი ბოთლი, რაც ყოველთვის გამოგადგებათ.

კონსტრუქცია შარფების შესანახად

010

ქალებს უსარგებლო ქილები შეუძლიათ გამოიყენონ შარფებისა და თავსაბურავების შესანახად. გაზაფხულზე ისინი განსაკუთრებით საჭიროა.

სათავსო პირსახოცებისთვის

011

ბევრად სასიამოვნოა, როცა პირსახოცები ლამაზად დევს თავის ადგილას. ეს შეუძლია უზრუნველყოს თუნუქის ქილამ. მთავარია, თქვენი აბაზანის ფართობი საკმარისად დიდი იყოს ამ ჩანაფიქრისთვის.

კედლის დეკორი

012

ტრაფარეტების, მაკრატლისა და ფერადი მარკერების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ორიგინალური ფიგურები და განათავსოთ ოთახის კედელზე. ის განსაკუთრებით მოუხდება ბავშვების საძინებელს.

კომენტარები: