, , ,

13 სერიოზული მოსაზრება ელეონორა რუზველტისგან

ამბობენ, რომ ნებისმიერი წარმატებული მამაკაცის უკან ქალი დგას. ამის მაგალითია ფრანკლინ და ელეონორა რუზველტების ურთიერთობა. ეს  ქალბატონი ყოველთვის ქმართან ერთად იყო და დაეხმარა მას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობებში. ის იყო ექვსი შვილის დედა და წიგნების წერასაც ასწრებდა.

აშშ-ს პირველი ლედის იდეებმა იმდენად მოგვხიბლა, რომ გადავწყვიტეთ თქვენთვისაც გაგვეზიარებინა.

  • დიდი გონება განიხილავს იდეას. საშუალო გონება განიხილავს მოვლენებს. პატარა გონება განიხილავს ადამიანებს.
  • ბავშვები ყველაზე ყურადღებით ისმენენ მაშინ, როცა მათ არ ელაპარაკებიან.
  • ვერავინ გაიძულებთ იგრძნოთ თავი არასრულყოფილად, თქვენი თანხმობის გარეშე.
  • ცხოვრება რომ იყოს პროგნოზირებადი, ის აღარ იქნებოდა ცხოვრება და დაკარგავდა თავის ხიბლს.
  • ქალი ჩაის პაკეტს ჰგავს: ვერასდროს გაიგებ, რამდენად ძლიერია ის, სანამ არ აღმოჩნდება მდუღარე წყალში.
  • აკეთე ის, რაც გინდა. რადგან შენ ნებისმიერ შემთხვევაში გაგაკრიტიკებენ. შენ გაგკიცხავენ, თუ ამას გააკეთებ და გაგკიცხავენ, თუ ამას არ გააკეთებ.
  • თუ თქვენ ნამდვილად გაინტერესებთ რაღაც, ეს აუცილებლად მიგიყვანთ სხვა რამესთან.
  • ის, ვინც კარგავს ფულს, კარგავს ბევრს; ის, ვინც კარგავს მეგობარს, კარგავს ბევრად უფრო მეტს; ის, ვინც კარგავს იმედს, – კარგავს ყველაფერს.
  • როცა თქვენი შვილები გაიზრდებიან და თვითონ ეყოლებათ შვილები, მათი პრობლემები უკვე აღარ იქნება თქვენი და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევით  — მით უფრო კარგი იქნება.
  • ხასიათის ჩამოყალიბება იწყება ბავშვობიდან და გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე.
  • ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენ არ გაქვს უფლება იყო პიროვნება. შენ გაქვს ვალდებულება.
  • «გუშინ» — ეს არის ისტორია, «ხვალ» — ეს არის საიდუმლო, ხოლო «დღეს» — ეს არის ბედისწერის საჩუქარი.
  • იმისთვის, რომ მოერიო საკუთარ თავს, გამოიყენე თავი; იმისთვის, რომ მოერიო სხვებს  — გამოიყენე გული.

კომენტარები: