in

მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

14 ფილმი, რომელიც ბოლო წამამდე ჩაგითრევთ

ყოველ წელს იმდენი ფილმი იქმნება, შესაძლოა მათგან რომელიმეს ეკრანზე ნახვა გამოგვრჩეს. ჩვენ გთავაზობთ 14 ფილმს, რომელსაც არ აქვს ბანალური დასასრული და რომელიც ბოლო წამამდე ჩაგითრევთ. შეინახეთ ფილმების ეს კრებული, გაუზიარეთ მეგობრებს, ვფიქრობთ, ჩამონათვალი გაგიადვილებთ საინტერესო ფილმების მოძიებას.

ამერიკელი ცხოველები

ოთხი ახალგაზრდას ისტორია, რომელმაც დაგეგმა ყველაზე თამამი ძარცვა ამერიკის ისტორიაში, მათი ამერიკული ოცნების ასახდენად.

ტომი ფერმაში

მოქმედება ხდება კანადის ერთ-ერთ სოფელში. ახალგაზრდა კოპირაიტერი ტომი ჩამოდის აქ თავისი შეყვარებულის გიომას დაკრძალვაზე, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა. აქ იგი გაიცნობს აგატას, გიომას დედას, რომელსაც აქამდე არ შეხვედრია. როგორც აღმოჩნდა აგატამ არ იცოდა, რომ მისი შვილი გეი იყო და ტომი უყვარდა. ფრცისი, გიომის ძმა, ყველანაირად ცდილობს დააჯეროს აგატა, რომ აწ გარდაცვლილი ყურებამდე შეყვარებული იყო არაჩვეულებრივ გოგოზე და სულ მალე უნდა ექორწინათ. ტომის უწევს მხარი აუბას ძმას და დაადასტუროს ტყუილი.

დანაშაული პატარა ქალაქში

სამსახურიდან გამოშვებული პოლიციელი, რომელიც სვამს, გარდაცვლილი გოგონას სხეულს იპოვის. დანაშაულის გახსნა ბოლო იმედია მისთვის, ამიტომ იგი გამოძიებას იწყებს. მკვლელის ძიება მის ახლობლებს საფრთხეში აგდებს.

პროექტი “ფლორიდა”

მუნისა და მის მეგობრებს ეს ზაფხული არასოდეს დაავიწყდებათ. მათი ყოველი დღე უჩვეულო და დაუვიწყარია , მოზარდების ცხოვრებისაგან განსახვავებით.

ზოი

ზოი და კოული მომავლის მეცნიერები არიან. ისინი ცდილობენ შექმნან იდეალური რომანტიკული პარტნიორები, რათა ადამიანები მარტოობისაგან იხსნან. მაგრამ რაც უფრო მეტ ცდას ატარებენ, უფრო ცუდად გამოიყურება შედეგი.

ცეცხლწაკიდებული მდელო

შუა თვითმფრინავში ტრაილერი იწვის. შეყვარებული წყვილის გვამებია ნაპოვნი. ამ შემზარავ მოვლენამდე და მის შემდეგ ნაჩვენები ოჯახური სცენები და უცნაური კავშირი მათ შორის. რა არის მათი საიდუმლო?

ამერიკაში დამზადებული

ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბოინგი 747-ის პილოტი იყო ამერიკაში, მალე კი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მისი ცხოვრების სტილი ისეთივე ექსტრემალური იყო, როგორც მისი ბიზნესი.

მტრები

ლეგენდარული ამერიკელი ჯარისკაცი თანხმდება მომაკვდავი ოფიცერისა და მისი ახლობლების გაცილებას სახლამდე. მოგზაურობისას ისინი გაიცნობენ ახალგაზრდა ქვრივს, რომლის ოჯახიც ომის დროს დაიღუპა. ყველა ერთად ცდილობს გაიაროს სახიფათო გზა, სადაც კომუნის ხალხი ცხოვრობს…

არსაიდან

კაწიას იდეალური ცხოვრება ერთ წამში ნანგრევებად იქცა, მისი ქმარი და ვაჟი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპნენ. მას სურს გაიგოს მიზეზი, რატომ მოხდა ეს უაზრო მკვლელობა. დიდხნიანი გლოვის შემდეგ, სრულიად ძალაგამოცლილი რადიკალურ ზომებს მიმართავს.

მეამბოხე ჭვავის ყანაში

ჯერომ სელინჯერის ცხოვრებასა და აზრებში მოგზაურობა. ისტორია, როგორ დაიბადა ჰოლდენ კოლფილდი, ბევრი თაობისათვის საყვარელი რომანის გმირი.

მოლის თამაში

მოლი ბლუმს პოკერის პრინცესას ეძახდნენ. მან ყველაზე დიდი იატაკქვეშა კაზინო გახსნა ჰოლივუდში. დიდ ფულს სისხლის სუნი ასდის. როგორ უნდა გადარჩე როდესაც შენზე მაფია და ეფბიაი ნადირობს?

უფრო ძლიერად

ჯეფ ბაუმანის, ტრაგიკული 2013 წლის ბოსტონის მარათონის მონაწილის, ისტორია, რომელმაც აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა.

ცეცხლის ალში

ფილმი მოგვითხრობს მეხანძრეებზე, ადამიანებზე რომლებიც სხვა დანარჩენთაგან სიმამაცით გამოირჩევიან. ისინი დაიღალავად ზრუნავენ ადამიანების გადარჩენაზე. ამისათვის ისინი ჯილდოებს არ ითხოვენ. ფილმის მოქმედება ხდება არიზონაში, ბოლო დროის ყველაზე მაშტაბური ხანძრის დროს. მეხანძრეები დაუღალავად იბრძვიან ხანძრის ლოკალიზებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ შინ დაბრუნებას ყველა ვერ შეძლებს

ამ სამყაროში ვეღარ ვგრძნობ თავს, ისე როგორც სახლში

ეს სამყარო ერთი დიდი არეულობაა. ხალხი ისე იქცევა, როგორც სურს – ნაგავს ყრიან სადაც უნდათ, მძღოლები გზას მგზავრებს არ უთმობენ. პოლიცია ქალის საჩივარს ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ რუთი გადაწყვეტს მეგობართან ერთად თავად ასწავლოს ჭკუა დამნაშავეებს

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

10 კომიქსი, რომელშიც ჩანს ქალისთვის ნაცნობი ყოველდღიური პრობლემები

ტესტი: გამოიცანით ფილმი მინიმალისტური გეომეტრიული ფიგურის სახით დახატული პერსონაჟის მიხედვით