,

15 არატურისტული ადგილი, რომელიც თავის ქვეყანას ზუსტად ახასიათებს

მსოფლიოს ცნობილი ქალაქები ტურისტებს ჩუქნიან მრავალ შთაბეჭდილებას. მეგაპოლისების ნათება, ღირშესანიშნაობების კალეიდოსკოპი, ზღვა გართობა… მაგრამ ყოველ ქვეყანაში, ისევე როგორც  თეატრში, რაღაც მნიშვნელოვანი კულისებს მიღმა რჩება. დედაქალაქებიდან გასვლისას ჩვენ აღმოვაჩენთ ადგილობრივების ცხოვრების წესს, პატარა დასახლებების სილამაზეს, წინა საუკუნეების შენობებს, არაჩვეულებრივ ეთნიკურ სახლებს და ბუნების ხედებს.

Facts.ge-მ მოგიმზადათ ვირტუალური მოგზაურობა მსოფლიოს 15 პროვინციალურ დასახლებაში, რომლებიც წარმოგვიჩენენ ქვეყნის მახასიათებლებს.

1. უვუარი, საფრანგეთი

01
ივუარის სოფელი უკვე 700 წლისაა. საომარი მოქმედებების მიუხედავად მან თავისი ისტორიული სახე მაინც შეინარჩუნა. ჟენევის ტბასთან ახლოს პატარა ციხეა, რომელიც გრაფ ამადეო V მიერაა აშენებული. მომხიბვლელი მაცხოვრებლები, მყუდრო სახლები, ულამაზესი ყვავილები…ასეთი ადგილი არ შეიძლებოდა არ შესულიყო საფრანგეთის ყველაზე ლამაზი სოფლების ასოციაციაში!

02

03

2. კენგურუს კუნძული, ავსტრალია

04

კენგურუს კუნძული არ შეგვიძლია არ მივაკუთვნოთ იმ ადგილებს, სადაც მოხვედრაზე ოცნებობენ დიდები თუ პატარები. ტერიტორიის მესამედი უჭირავს ნაციონალურ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებს. თქვენ დაგატყვევებთ გრანდიოზული პეიზაჟები უზარმაზარი კლდეების ფონზე და ულევი მწვანე სივრცე. აქ სეირნობისას შეიძლება შეხვდეთ კენგურუს, კოალას და ასევე უამრავ ფრინველს: სამეფო პინგვინებს, შავ კაკადუებს, ბუებს და სხვა. ოკეანეში კი დელფინები და ზღვის ლომები არიან. ამ ადგილას ავსტრალიას აღმოაჩენთ, როგორც თავისუფლების მოყვარულსა და უნახავი სილამაზის მქონე ქვეყანას.

05 06

3. ბურტანჟის სასახლე, ნიდერლანდები

07
ბურტანჟის ციხე, ან “ვარსკვლავური ციხე”, მდებარეობს ნიდერლანდებში. ის ააშენეს ოთხმოცწლიანი ომის პერიოდში, როცა ქვეყანა იბრძოდა დამოუკიდბლობისთვის ესპანეთის იმპერიასთან. არქიტექტორებმა მოიფიქრეს ახალი საშუალება არტილერიისგან თავის დასაცავად. ომის შემდებ ბასტიონი მიტოვებული იყო, შემდეგ მას ისევ ამაგრებდნენ და აფართოებდნენ, XIX საუკუნიდან კი ბურტანჟი ეკუთვნის ადგილობრივებს. ექსკურსია ბასტიონის გარშემო საკმაოდ შემეცნებითი იქნება, მითუმეტეს რომ აქ არაჩვეულებრივი პეიზაჟებია.

08

4. ალბარასინი, ესპანეთი

09
ფილოსოფოსი ორტეგა გასეტი წერდა, რომ ამ ქალაქს აქვს ზღაპრული სილუეტი. ასევე, ალბარასინს ხშირად უწოდებენ  “ვარდისფერ ქალაქს”. ლამაზი დასახელება ქალაქმა მიიღო მუსულმანების დროს (IX-XIIს). აქ ყველაფერი მშვენიერია: ზიგზაგოვანი ქუჩები, სერა-დე-ალბარასინის მთები, მწვანე მდელოები, მდინარეები. აქ შეგხვდებათ ასევე 18 კილომეტრიანი აკვედუკი, რომელიც აღმართეს ჯერ კიდევ რომაელების დროს. ქვაფენილზე გასეირნებისას, თქვენ მაშინვე გადაეშვებით ესპანეთის განვლილ ასწლეულებში.

010 011

5. დევონშირი, ინგლისი

012
დევონი- ეს არის საგრაფო ინგლისში. მის ყურეებზე განალეგბულია კურორტები, მეთევზეთა დასახლებები და პორტები. აქ დაიბადნენ დიდი მეზღვაურები- სერ ფრენსის დრეიკი და უოლტერ რეილი, ასევე, “დეტექტივების დედოფალი” აგატა კრისტი. მოვლენებიც, რომლებიც კონან დოილის “ბასკერვილების ძაღლშია” აღწერილი სწორედ დევონში ხდება. აქ თქვენს წინაშე გამოჩნდება ქვეყნის ნამდვილი სახე , რომელშიც იკვეთება კოლორიტული ლანდშაფტები, მყუდრო სახლები და იდუმალი გზები.

013 014

6. ჰოკაიდოს კუნძული, იაპონია

015
თუ თქვენ მოხვდებით იაპონიაში, არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ ჰოკაიდოს კუნძულს. აქ პერფექიონისტმა იაპონელებმა შექმნეს უამრავი ადგილი, რომლებიც ჩუქნიან სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს: უნკაის ტერასა მთის მწვერვალზე, ლავანდების მდელოების არომატი, სათხილამურო დაღმართები და ლურჯი ტბა. ასევე, აქ შეხვდებით საოცარ ცხოველს- ედზო მომონგს, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ. ამასთან, უთუოდ მოიხიბლებით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბუნების ფრთხილი ურთიერთშერწყმით.

7. მონსანტო, პორტუგალია

016
კოლორიტული ქალაქი მონსანტო იმალება გრანიტის ლოდებში. აქ იშლება საოცარი პანორამა: მთები, სიმწვანე, კრამიტის სახურავები, ქვის ქუჩები. ერთ დროს მონსანტო იყო პროვინცია ბეირა-ბეიშის ცენტრი. 8 ასწლეულის მანძილზე ლანდშაფტი დიდად არ შეცვლილა, ამიტომ 1938 წელს ეს დასახლება აღიარეს, როგორც “ყველაზე პორტუგალიური სოფელი”. აქ სეირნობა ერთი სიამოვნებაა, ტრადიციული კერძების დაგემოვნება კი შეგიძლიათ რესტორანში, რომელიც გაკეთებულია უზარმაზარ ქვაში.

017 018

8. ბუმბულის კანიონი, ისლანდია

019

კანიონი ფიადრარგლიუფური ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ის ბუნების საოცარი ქმნილებაა. ეს კანინიონი წარმოიქმნა გამყინვარების პერიოდის შემდეგ. სიგრძე დაახლოებით 2 კილომეტრია, სიღრმე კი 100 მეტრი. აქ გელით არა მხოლოდ გასეირნება მდინარის ნაპირას, არამედ დაუვიწყარი თავგადასავლები!

9. ალბერობელო, იტალია

020

მინიატურული ალბერობელო სავსეა მომხიბვლელობით. მისი საოცარი სახლები-ტრულები აუცილებლად დაიპყრობს მოგზაურის გულს. აქ აშენებულია დაახლოებით ნახევარი ათასი ჯადოსნური სახლი კონუსური სახურავებით. მათგან რამდენიმე 7 საუკუნისაა. ქალაქს სახელი დაარქვეს ერთ დროს ახლომახლო მდებარე ტყის საპატივცემულოდ-Arboris Belli (ლამაზი ხეები). პროვინციალურ იტალიას სწორედ აქ შეიცნობთ, ადგილზე, რომელსაც მუდამ ათბობს მზის სხივები და ალამაზებს შთამბეჭდავი მორთულობები.

021

 

10. წიფლის ხეივანი, ირლანდია

022
ბნელი ხეივანი-ეს განსაკუთრებული ადგილია. ის მდებარეობს ჩრდილოეთ ირლანდიაში. ეს არაჩვეულებრივი “წიფლის ავენიუ” გააშენა სტიუარტების ოჯახმა 3 საუკუნის წინ. მათ უნდოდათ მოეხიბლათ ყველა გზაზე, რომელიც ახლა გოლფ-კლუბამდე მიდის. ძველი ლეგენდის თანახმად, უძველეს ხეებში შეიძლება გადაეყაროთ ვინმე ნაცრისფერი ლედის მოჩვენებას…ადგილობრივები პატივს სცემენ ტრადიციებს და ძალიან უყვართ ამოუხსნელი ამოცანები.

 

11. კანდოვანი, ირანი

023

სოფელი კანდოვანი შორიდან ჭიანჭველების უზარმაზარ ბუდეს ჰგავს. სახლებში, რომლებიც კლდეებშია გაშენებული, ცხოვრობს დაახლოებით ათასი ადამიანი. დასახლების ძველებურმა იერმა არ უნდა დაგვაბნიოს: ადგილობრივებმა უკვე დიდი ხანია შეიცნეს თანამედროვე კომფორტი. ეს რელიეფი წარმოიქმნა ვულკან სახანდის ამოფრქვევის შემდეგ. დასახლების სახელი ზუსტად ასე ითარგმნება- “ფუტკრების სკა”. აქ მოხვედრისას თავს პერსიდული ზღაპრის გმირად იგრძნობთ.

 

12. ჰობიტონი, ახალი ზელანდია

024

სოფელი-ფენტეზი შეიქმნა თხების ფერმაზე 1 წელიწადში 400 კაცის მეშვეობით ცნობილი ტრილოგიის “ბეჭდების მბრძანებლისთვის”. ფილმის გადაღებების შეწყვეტის შემდეგ ერთ ხანს სოფელი ცარიელი იყო. შემდეგ კი აქ ჩამოდიოდნენ ფილმის თაყვანისმცემლები, რათა საკუთარი თვალით ენახათ ჰობიტების სახლები, პაბი “მწვანე დრაკონი”, წისქვილი და სხვა ადგილები.

025 026

13. ტიტიკაკას ტბა, პერუ/ბოლივია

027
ადგილობრივებისთვის ტიტიკაკას ტბა სიწმინდეს წარმოადგენს. სახელწოდება ნიშნავს “მთის პუმას”. მეცნიერების აზრით, ტბა ადრე ზღვა იყო. მის წყალში დღემდე დაცურავენ ზღვის თევზები, კიბოსნაირები და ზვიგენები. ტიტიკაკაში ჩაედინება დაახლოებით 300 მდინარე. ასევე ტბაზე შეამჩნევთ მოტივტივე კუნძულებს, სადაც ცხოვრობენ ინდიელები. ცხოვრების წესი ბოლო საუკუნებშში ადგილობრივებისთვის არ შეცვლილა. პირიქით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დროში მოგზაურობთ.

028

14. კუნძული ჰასტელუგაჩე, ესპანეთი

029
კუნძული სან ხუან დე ჰასტელუგაჩე მდებარეობს ბისკაის ყურის ნაპირას. ის ხმელეთთან დაკავშირებულია წვრილი ბილიკი-კიბით, რომელიც 237 საფეხურისგან შედგება. კუნძულზე დგას მონასტერი, რომელიც 11 საუკუნისაა. ჰასტეელუგაჩეს ულამაზესი პანორამა დაგამახსოვრდებათ სამუდამოდ, სუფთა ჰაერი და ზღვის ტალღები და განსაკუთრებული ენერგიით აგავსებთ.

030

15. შეფშაუენი, მაროკო

“ლურჯი ქალაქი” შეფშაუენი გაშენებულია რიფის მთებზე. აქ ყველაფერი ახარებს თვალს: ლამაზი პეიზაჟები, უძველესი არქიტექტურა, ხელოვნების ნიმუშები. მთავარი ღირშესანიშნაობა კი მაინც ფერია. ლურჯისა და ცისფრის ელფერები ერთმანეთში ირევა. მაროკოს ამ ქალაქში მოხვედრისას თქვენ გამუდმებით სურვილის ჩაფიქრება მოგინდებათ. ეს ხომ ნამდვილი აღმოსავლური ზღაპარია!

031

032

იმოგზაურე ჩვენთან ერთად

კომენტარები: