მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ისე რა

15 იდეა მათთვის, ვისი ფანტაზიაც საღ აზროვნებას სცდება

არის ისეთი დიზაინერული ნამუშევრები, რომლებიც მიუხედავად სირთულისა და სიძვირისა, გაგიჩენენ სურვილს საკუთარ სახლში გააკეთოთ მსგავსი რამ. ბევრისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ადამიანები ნეონის საღებავებით ღებავენ კედლებს, თუმცა მათი ეს გადაწყვეტილება ყოველთვის აღაფრთოვანებს ხალხს.

Facts.ge გამბედავ ადამიანებს სთავაზობს რამდენიმე უცნაურ იდეას.

შუშის იატაკი7059460-1000-1456995946-Apartment-Paris-France-Glass-Floor-Wall

შუშის იატაკი ნამდვილად ძალიან ეფექტურია და გაალამაზებს თქვენს სახლს. თუმცა, ძნელად დასაჯერებელია,რომ ის ნამდვილად მყარია. ალბათ ფეხის წვერებზე მოგიწევთ სიარული.

სააბაზანო7059410-1000-1456995946-canal-house-hi-macs-witteveen-architects-3

სააბაზანო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

გასაოცარი საწოლი7059760-1000-1456995946-363b362e

დიზაინერმა შექმნა ყუთის მსგავსი საწოლი მათთვის, ვისაც ეშინია საწოლიდან გადმოვარდნის.

ზოლები7059260-1000-1456995946-collagestripes

რთულად მისახვედრია როგორი ზომის ზოლები ადიდებენ ან ამცირებენ ამა თუ იმ ფართს.განსაკუთრებით მაშინ,როცა ასე მიმზიდველად გამოიყურება. მართალია გამოირჩევა სიმკვეთრით, მაგრამ სამაგიეროდ უჩვეულო და განსხვავებულია.

მკვეთრი ფერები7059960-1000-1456995946-peinture-sol

უნდა იყოთ საკმაოდ გაბედული იმისათვის, რომ თქვენი საძინებელი წითელ ფერებში გადაწყვიტოთ, ან მთელი ბინა შეღებოთ წითლად. თუ ძალიან გინდათ, მაგრამ რიგი წინააღმდეგობების გამო არ შეგიძლიათ ამისი გაკეთება, შეიძლება რაიმე მკვეთრი ფერის, თუნდაც, ხალიჩით გაალამაზოთ თქვენი ოთახი.

ფერადი ფანჯრები7059010-1000-1456995946-collagewind

თუ მაინც გულით გინდათ მკვეთრი ფერები, შეგიძლიათ სახლში ფერადშუშიანი ფანჯრები ჩასვათ, რომელსაც მზის შუქი უფრო გაალამაზებს.

ხე7059510-1000-1456995946-476416_407070126013374_1374906806_o

თუ გსურთ სახლს ბუნებრივი ელფერი შემატოთ, შეგიძლიათ შეიძინოთ დეკორატიული ხე, რომელიც გაგილამაზებთ ოთახის კუთხეს და მთელ კედელს. ასევე, შეგიძლიათ კედელზე გააკრათ შპალერი პეიზაჟით.

7059660-1000-1456995946-image (1)

უჩვეულო ნივთები7059310-1000-1456995946-collagestrange

თუ ნამდვილად მოგწონთ, ნუ შეიკავებთ თავს მსგავსი ნივთების ყიდვისგან,მხოლოდ იმიტომ, რომ გეშინიათ სხვების თვალში უცნაურად არ გამოჩნდეთ. თუკი ძალიან მოგვწონს, რატომ არ უნდა გავალამაზოთ ჩვენი ინტერიერი ასეთი დეტალებით?

აუზი7059910-1000-1456995946-20150919072430512

აუზი საძინებელში არის იდეალური საშუალება დეპრესიისაგან თავის დასაღწევად.

ბიბლიოთეკა7059860-1000-1456995946-25-LIBREROS-25

ბიბლითეკა ნებისმიერ სახლს ბრწყინვალებას შემატებს, მხოლოდ საიდან უნდა მოვიტანოთ ამდენი წიგნი?…

სასრიალო7059360-1000-1456995946-c03_64496128

დაფიქრებულხართ რამდენ დროს ვკარგავთ კიბეზე ჩამოსვლისას ან ლიფტის ლოდინისას?

ბუხარი7059060-1000-1456995946-fireplace

მსგავსი ბუხარი საჭიროა არა სითბოსთვის,არამედ პირველ რიგში, სტუმრების გასაოცებლად.

საწერი მაგიდა7058960-1000-1456995946-Corvette

ძველი და გამოუსადეგარი სპორტული მანქანისგან შეგიძლიათ გააკეთოთ საწერი მაგიდა.

კიბე7058910-1000-1456995946-escalierz

თუ თქვენს სახლში არის კიბე, შეგიძლიათ მსგავსი გვირაბის აშენება.

ფანჯარა7059810-1000-1456995946-Clock-Tower-Apartment

სახლი, ასეთი ფანჯრით, ზღაპრულ ციხესიმაგრეს ემსგავსება, ხოლო ასეთ სახლში ცხოვრება კი–ზღაპარს.

What do you think?

2 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 2

Upvotes: 2

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

15 ულამაზესი ქვეყანა, რომელშიც ვიზა არ გჭირდებათ

ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი ახალგაზრდობაში