,

15 ფილმი სიყვარულზე, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე

ხშირად, როცა ამაღელვებელ სასიყვარულო ისტორიებს ვისმენთ, ვამბობთ: “ასე მხოლოდ ფილმებში ხდება”, — იმ აზრის გასამტკიცებლად, რომ რეალობაში ყველაფერი უფრო მარტივი და ერთფეროვანია.

ჩვენ კი მოგიმზადეთ იმ ფილმების სია სადაც ნათელი და სუფთა სიყვარულის ისტორიებია და ეს ყველაფერი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. უყურეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი.

ფიცი  / THE VOW

1ახალდაქორწინებული წყვილი პეიჯი (მაკადამსი) და ლეო (ტატუმი) ბედნიერად ცხოვრობენ. ავტოავარიის შედეგად პეიჯი კომაში ჩავარდება. გამოღვიძების შემდეგ მას არაფერი ახსოვს ბოლო ხუთი წლის შესახებ, ქორწილის და იმ ყველაფრის ჩათვლით რაც მის საყვარელ ლეოსთან აკავშირებდა, ასევე მშობლებთან გაურკვეველი ურთიერთობა და მისი ყოფილი საქმროს ისტორია. ყველაფრის მიუხედავად ლეო ცდილობს მისი ცოლის გული ხელახლა მოიგოს და თავიდან შექმნას მასთან ერთად ოჯახი.

უდაბნოს დედოფალი / QUEEN OF THE DESERT

2ფილმში ცნობილი ბრიტანელი მწერლის და ჯაშუშის, აღმოსავლეთის მკვლევარის გერტრუდა ბელის ისტორიაა მოთხრობილი.

ანა და მეფე / ANNA AND THE KING

3

ეპიური სურათი, კლასიკური სიყვარულის ისტორია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. ფილმში თამაშობენ ჯოდი ფოსტერი და ჩოუ იუნ-ფატი. სკოლის მასწავლებელი ინგლისიდან ანა ლეონოვენცი ჩამოვიდა მეფე მონგკუტას კარზე ეგზოტიკურ სიამში. ის ასწავლის მეფის შვილებს. მოულოდნელად დასავლეთური მგრძნობიარობა აქ ხვდება აღმოსავლეთის მფლობელის ფსიქოლოგიას. ანა და მეფე– ეს არის ფილმი, რომელიც გადაღებულია მამაცი გულისა და ინგლისელი პაციენტის საუკეთესო ტრადიციებით. შედევრი, რომელიც აღსავსეა ვნებითა და თავგადასავლებით.

აფრიკიდან / OUT OF AFRICA

4

ფილმი “აფრიკიდან” მოგვითხრობს ისტორიას დანიელი ავტორის, კარენ ბლიქსენის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აფრიკაში გადავიდა და ახალ ცხოვრებას შეუდგა.

სახიფათო სილამაზე / DANGEROUS BEAUTY

5

მე XVI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი კურტიზანი ქალის სიყვარულის სკანდალური ამბავი. მის სუფთა გულს ჭეშმარიტი სიყვარული სტანჯავს ერთი ახალგაზრდის მიმართ, რომელიც მაღალ წრეს ეკუთვნის.

ყველაფრის თეორია / THE THEORY OF EVERYTHING

6

ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის და მისი მეუღლის ურთიერთობაზე.

უხილავი ქალი / THE INVISIBLE WOMAN

7ფილმში მოთხრობილია ჩარლზ დიკენსის და ახალგაზრდა მსახიობის ელენ ტერნანის სიყვარულის ისტორია. მათი რომანი დაიწყო 1857 წელს და 13 წელი გრძელდებოდა.

ადმირალი / ADMIRAL 

8ისტორიული ფილმი სამხედრო-საზღვაო ფლოტის საბრძოლო ოფიცრის, ადმირალ ალექსანდრე კოლჩაკის შესახებ.

ბრწყინვალე გონება  / A BEAUTIFUL MIND

9პრინსტონის უნივერსიტეტი: ჯონ ნეში იღწვის,რათა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს მათემატიკის სამყაროში.ის აკეთებს რევოლუციურ აღმოჩენას, რაც საბოლოოდ ნობელის პრემიას მოუტანს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯონი ლექტორად ბრუნდება და რომანტიკული გრძნობით განიმსჭვალება თავისი სტუდენტის ალისიას მიმართ. ამავე პერიოდში მთავრობა მას საბჭოთა კოდების გაშიფრვაში დახმარებას სთხოვს, რაც ცოტა ხანში მას სახიფათო კონსპირაციაში ჩაითრევს.თანდათან ნეში უფრო და უფრო პარანოიდალური ხდება, ბოლოს კი მიდის ისეთ აღმოჩენამდე, რაც მის სამყაროს თავდაყირა აყენებს. ახლა მხოლოდ ალისიას ძალუძს დაეხმაროს მას, რათა აღიდგინოს სულიერი სიძლიერე და დაიბრუნოს დიდი მათემატიკოსის ის სტატუსი, რომელიც მას აქამდე ჰქონდა.

ზღვარის გადაკვეთა / WALK THE LINE

10

ქანთრი მუსიკის ლეგენდის ჯონი ქეშის ცხოვრების ისტორია. მისი პირველი წარმატებები, წლები როცა ის ცნობილ სანი რექორდში წერდა მუსიკას, ელვის პრესლის, ჯერი ლი ლიუსის და კარლ პერკინსის პარალელურად.

აკრძალული სიყვარული / THE EDGE OF LOVE

11

ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით, რთულ ურთიერთობებზე, რომლებიც პოეტ დილან ტომასს, მის ცოლ – კეიტლინს, მის ბავშვობის მეგობარ – ვერა ფილიპსს და მის ქმარს – ვილიამ კილიკს შორის იყო.

გახდე ჯეინი / BECOMING JANE

12

ჯეინ ოსტინის ბიოგრაფიული პორტრეტი და მისი რომანი ახალგაზრდა ირლანდიელთან.

ახალი სამყარო / THE NEW WORLD

13

1607 წლის აპრილში, 3 ინგლისური ხომალდი, რომლის გემბანზედაც 103 ადამიანი იყო, მიადგა ნაპირს, რომელიც სამიათასი მილით იყო დაშორებული მათი მშობლიური ინგლისიდან.

კოლონია / COLONIA

14ახალგაზრდა ქალი ეძებს თავის გატაცებულ შეყვარებულს. ძიებას ის კოლონია დიგნიდადში მიჰყავს. სექტიდან არასოდეს არავინ გაქცეულა.

ჭამე, ილოცე, შეიყვარე / EAT PRAY LOVE

15

ლიზ გილბერტს (ჯულია რობერტსი) ჰქონდა ყველაფერი რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია.ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში,იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს.იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე…

კომენტარები: