არსებობენ ფილმები რომანტიკულ, მგრძნობიარე და ნაზ სიყვარულზე. და არსებობენ ფილმები გიჟურ სიყვარულზე, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს და ცვლის ბედისწერას. შეიძლება ის არ იყოს ისეთივე ლამაზი, როგორიც რომანტიული კომედიებია, მაგრამ ეს ამად ღირს.
ჩვენ გთავაზობთ ასეთ 15 ფილმს, სადაც სიყვარული გაიძულებთ დაივიწყოთ საკუთარი თავი და ყველაფერი გარშემო.
უკანასკნელი ტანგო პარიზში
45 წლის პარიზელი მამაკაცი, რომელიც მძიმედ განიცდის ცოლის თვითმკვლელობას. 20 წლის პარიზელი გოგონა, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორზეა დანიშნული. მათ ერთმანეთის სახელებიც კი არ იციან. ისინი თავისი სექსუალური წყურვილის დასაკმაყოფილებლად ცარიელი სახლისკენ მიემართებიან, რომელიც გარკვეულწილად, მათ სულიერ მდგომარეობას ჰგავს, თავისი სიმძიმით და მოუსვენრობით.
ბედის ვარსკვლავის ბრალია
ჰეიზელი დაავადებულია სიმსივნით.მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობამ აქტივაცია დროებით შეაჩერა, მაინც მოწყენილია.ის მხარდამჭერთა ჯგუფში დადის, სადაც ავგუსტ უოტერს გაიცნობს და მომენტალურად შეუყვარდება.მალე ისინი სამოგზაუროდ წავლენ, ეს მოვლენა კი- მათ ბევრ რამეს დაანახებს.
საზღვრებს მიღმა
ისინი ერთმანეთს საქმემ დააკავშირა. ბედმა ნიკი და სარა მსოფლიოს სხვა და სხვა ცხელ წერტილებში გადაისროლა. კამბოჯა, ეთიოპია, ჩეჩნეთი – ეს ის ადგილებია, სადაც ისინი საქველმოქმედო მისიით იმყოფებიან. რისკი, საშიში ზონა და სიყვარულის მძაფრი განცდა. საზღვრებს მიღმა მყოფი გმირები საომარ მოქმედებების ეპიცენტრში ხვდებიან.
საყვარლები ხიდზე
ახალგაზრდა მხატვრის მიშელის და ალკოჰოლიკი ალექსის რომანტიკული ისტორია სიყვარულის ქალაქად წოდებულ პარიზში ვითარდება.
ტალღების გადაკვეთა
ღმერთი აძლევს ყველას რაღაცას, რომ უკეთესნი გახდნენ. ახალგაზრდა გოგონა ბესის, რომელიც შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთის განცალკავებული თემიდანაა, შეუყვარდება ბიჭი – იანი. ის მუშაობს საქაჩ დანადგარზე ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები წინაამღდეგნი არიან, ბესი და იანი დაქორწინდებიან. ბესი ღმერთს სთხოვს, რომ მისი რჩეული სულ მასთან იყოს. იანი დაბრუნდება ბესთან დასახიჩრებული და დაინვალიდებული, უბედური შემთხვევის გამო, რომელიც სამსახურში შეემთხვა
მწარე მთვარე
პარიზში ავტობუსში შემთხვევითმა შეხვედრამ გაზაფხულის მშვენიერ დილას ოსკარის და მიმის მთელი დარჩენილი ცხოვრება შეცვალა. მათ არ აინტერესებდათ რომანტიულობა და ამაღლებული სიყვარული – მათ თავისი ვნების გამოკვლევა სურდათ. და შეყვარებულებმა ერთმანეთი თვითგანადგურებამდე მიიყვანეს.
გამაოგნებელი სიყვარული
ბარი იგანუს მაგრად არ გაუმართლა. იყო მერვე შვილი ოჯახში სადაც დანარჩენი შვილები გოგოები არიან. ასეთი ბედი სუსტი ნებისყოფიანებისთვის არ არის. ბარი უკვე 30 წელს გადაცილებულია, მაგრამ ჯერაც არ შეუძლია ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა. განსაკუთრებით კი ქალებთან.
ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება
რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას?ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას.
ციდან სამ მეტრზე
ისტორია ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც განსხვავებული სამყაროებიდან არიან. ისინი თავიანთ პირველ დიდ სიყვარულს პოულობენ. ბაბი (მარია ვალვერდე) საშუალო ფენის წარმომადგენელი, განათლებული, საკმაოდ შეძლებული გოგონაა, ჰაჩე (მარიო კასასი) კი იმპულსური, რისკის და საშიშროებების მოყვარული მეამბოხე ბიჭი, რომელიც გარეულია დაუსრულებელ ქუჩის ჩხუბებსა და არალეგალურ რბოლებში.
გაბედე და შემიყვარე
საუკეთესო მეგობრები ჯულიენი და სოფი ზრდასრულებიც განაგრძობენ მათი ბავშვობის თამაშს – ვინ უფრო საშიშ საქციელს ჩაიდენს. ეს თამაში მათ ეხმარებათ აარიდონ თავი იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში ერთმანეთისათვის არიან შექმნილები.
წყურვილი
პატივცემული და ყველასათვის საყვარელი მღვდელი დათანხმდება სამედიცინო ექსპერიმენტზე, რომლის შედეგად ის დაუგეგმავად ვამპირი გახდება. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იმასთან მოყავთ, რომ მთავარი გმირი სასიყვარულო ცოდვილ ურთიერთობებს გააბავს თავისი საუკეთესო მეგობრის ცოლთან, რომელიც დაიღალა ერთფეროვანი ყოველდღურობისგან. ვამპირს უფრო და უფრო უჭირს ადამიანობის შენარჩუნება.
ღამის ფერი
ბრიუს უილისი ნიუ–იორკელი ფსიქოლოგის როლში, რომელმაც დაკარგა პაციენტი – მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მის თვალწინ – ფანჯრიდან გადახდა. აზრზე მოსასვლელად ის ლოს–ანჯელესში მიემგზავრება მეგობართან, რომელთანაც ერთად სწავლობდა. მანდ ის ჯგუფური ფსიქოტერაპიის ჯგუფურ სეანს ეწვევა, ღამით კი მეგობარს სასტიკად მოკლავენ დანით. უილისის გმირი გამოძების დახმარებას გადაყვეტს.
მომკალი ნაზად
ლონდონელი ვებ-დიზაინერი თავის ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ შეყვარებულს სიმპათიურ და საიდუმლოებით მოცულ ალპინისტს ამჯობინებს. დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა სახიფათო ხასიათს იღებს.
ქარიშხლიანი უღელტეხილი
კეთილშობილი ოჯახის მოხუც მამას, სახლში მათხოვარი მოყავს, რომელიც ლივერპულში, მშიერ-მწყურვალი იპოვა. მას უნდოდა, რომ ღარიბი ადამიანი, ოჯახმა, სრულფასოვან წევრად მიიღოს. მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ, უფროსი ძმა მას საჯინიბოში უშვებს. მიუხედავად ამისა დას უყვარს უთვისტომო.
შეპყრობილი
მეთიუ, რეკლამის ბიზნესში მომუშავე ახალგაზრდა ჩიკაგოელი, ჩინეთში მივლინებას დროებით გადადებს, როცა დაინახავს ლიზას, მისი ცხოვრების სიყვარულს, რომელსაც ორი წლის წინ შეხვდა და არც კი გამოლაპარაკებია, უბრალოდ რესტორანთან მოჰკრა თვალი.