,

15 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, გაგეზარდოთ ლამაზი და ჯანმრთელი თმა

ქალები უამრავ ფულს ხარჯავენ თმის მოვლის საშუალებებში, ამ დროს კი არ ითვალისწინებენ მთავარ წესებს. სინამდვილეში, იმისთვის, რომ გაგეზარდოთ ლამაზი თმა, სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული შამპუნი და ბალზამი.

Facts.ge-მ შეგიგროვათ ყველა აუცილებელი რჩევა, რაც დაგეხმარებათ თმის სწორად მოვლაში.

დააბალანსეთ კვება

1

თქვენი თმის სიჯანსაღე პირდაპირკავშირშია კვებასთან. თმები 65%-ით ცილებისგან შედგება,მ ამიტომაც აუცილებელია მათი მიღება. ხშირად მიიღეთ ტყის ბოსტნეული, ნაკლებადცხიმიანი თევზი, თეთრი ხორცი, ხაჭო.

თავის მასაჟისთვის გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი

2

როგორც ცნობილია, მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თავის კანის მასაჟი ბევრად სასარგებლოა ქოქოსის ზეთის გამოყენებით, რადგან ის შეიცავს თმებისთვის აუცილებელ ვიტამინებს და მკვებავ ნივთიერებებს. საბოლოოდ, თმა ბევრად ძლიერი და გრძელი იზრდება.

რეგულარულად მოიჭერით გაყოფილი ბოლოები

3

რაც უფრო ხშირად შეიჭრით თმას, მით მალე იზრდება ის. რა თქმა უნდა, უნდა მოიჭრათ შედარებით დიდი სიგრძე, რათა შედეგი გქონდეთ. ესტუმრეთ სტილისტს 3 თვეში ერთხელ მაინც და გაყოფილი ბოლოები აღარ შეგაწუხებთ.

არ დაიბანოთ თმა ზედმეტად ხშირად

4

ზოგიერთი ქალი თვლის, რომ თუ თმას ყოველდღიურად დაიბანს შამპუნით, მას სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს. თუმცა, ყოველდღიური დაბანა ძალიან აშრობს თმას. არ დაბანოთ თმა კვირაში 3-4 ჯერზე მეტად.

არ დაივარცხნოთ ზედმეტად ხშირად

5

თმის დავარცხნა მართლაც სასარგებლო პროცესია, თუმცა ზომიერად. განსაკუთრებით მაშინ არ უნდა ივარცხნოთ დიდ ხანს, როცა თმა სველია. ეს თმის ცვენას უწყობს ხელს. არ დაუთმოთ დავარცხნას დღეში 5-10 წუთზე მეტი.

შეამცირეთ სტრესი

6

თუ თმის მოვლისას შედეგს ვერ იღებთ, შეიძლება ეს სტრესის ბრალია. ეს შეიძლება გახდეს თმის ცვენისა და მოცულობის შემცირების საბაბი. უნდა მოერიდოთ სტრესს და დეპრესიას. მიმართეთ იოგას ან მედიტაციას.

25293__patara_2

გამოცვალეთ ბალიშის პირი

7

თუ თქვენ გინდათ მალე გაიზარდოთ ლამაზი თმა, ამაში ხელი შესაძლოა ისეთმა პატარა რამეებმა შეგიშალონ ხელი, როგორიც ბალიშის პირია. უმჯობესია ატლასი გამოიყენოთ. თმა მასზე სრიალებს და არ იბლანდება ერთმანეთში.

მიიღეთ ვიტამინები

8

ვიტამინების მიღება შეგიძლიათ როგორც საკვებით, ისე სპეციალური ტაბლეტებით. მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო ვიტამინებს.

გამოიყენეთ თმის ნატურალური ნიღაბი

9

არსებობს ნატურალური ნიღბის ბევრი რეცეპტი, რომელსაც სახლის პირობებშიც გამოიყენებთ. ისინი თმას ბზინვარებას და სირბილეს სძენენ, ამავდროულად ხელს უწყობენ ზრდას. უბრალოდ უნდა შეარჩიოთ თქვენი თმის შესაფერისი რეცეპტი და დაიდოთ ნიღაბი კვირაში ერთხელ.

ხშირად გამოიყენეთ ქუდები

10

გაოიყენეთ ქუდები და სხვა საშუალებები თმის დასაცავად. დაიცავით ის მტვრისგან, ქარისგან, მზისგან და ჭუჭყისგან.

რეგულარულად გამოიყენეთ კონდიციონერი

11

კონდიციონერი ცვლის ცილებს თმის სტრუქტურაში, მატებს მას სირბილეს და კვებავს ბოლოებს. ასევე, ხელს უწყობს თმის ზრდას. ასე რომ, გამოიყენეთ ის რეგულარულად.

სვით მეტი წყალი

12

სასმელი წყალი სასარგებლოა მთლიანი ორგანიზმისთვის. ის დევნის ტოქსინებს და ეხმარება სხეულს სწრულყოფილ ფუნქციონირებაში. თქვენს თმაზე ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება.

არ შეახვიოთ თმა პირსახოცში აბაზანის შემდეგ

13

თმის პირსახოცში გახვევა, განსაკუთრებით მტვრევად თმებს, დიდად აზიანებს. ჯობია თმა  პირსახოცით უბრალოდ გაიმშრალოთ დაბანის შემდეგ.

გამოიყენეთ ხარისხიანი თმის საღებავი

14

საღებავების უმეტესობა შეიცავს ამიაკს. ის დიად ავნებს თმას და ბევრად მშრალს ხდის. ქიმიური საღებავის ნაცვლად სცადეთ ბუნებრივი საღებავი, როგორიც არის ხნა, ყავა და დარიჩინის ფხვნილი.

არ დაიბანოთ ზედმეტად ცხელი წყლით

15

არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით. ეს თმას მტვრევადს ხდის და აშრობს მას. გამოიყენეთ ნელთბილი წყალი. ეს თმას უფრო დაარბილებს.

კომენტარები: