,

15 საახალწლო ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ ( ნაწილი II)

უკვე იგრძნობა ახალი წლის მაგიური ატმოსფერო. მალე ნაძვის ხეებსაც მოვრთავთ და საახალწლოდ მორთული თბილისიც განათდება (ალბათ 😀 ).

შეგიძლიათ თამამად მოიმარაგოთ ცხელი შოკოლადი, სასუსნაოები და პლედი. წინ საახალწლო ფილმები გელით!

ცუდი სანტა

bad-santa

შობის ღამეს, სუპერმარკეტის გაძარცვის მიზნით, თაღლითი და მისი პარტნიორი სანტას და მის პატარა ასისტენტს განასახიერებენ. საქმე გართულდება, როცა თაღლითი დაუმეგობრდება ბავშვს, ხოლო დაცვის უფროსი კი მათ ჩანაფიქრს მიხვდება.

სანტა კლაუსი

still-of-tim-allen-and-eric-lloyd-in-the-santa-clause-1994-large-picture

საშობაო ღამეს სათამაშოების გამყიდველი სკოტ კელვინი შემთხვევით ჩამოაგდებს თავისი სახურავიდან უცნაურ მოხუცებულს. გაოცებული იქვე აღმოაჩენს ჩრდილოეთის ირემს. სანამ უცნობი თოვლიდან სცდილობს გამოღწევას, ცნობისმოყვარე სკოტი ჩახტება უნაგირში – და ჩრდილოეთ პოლუსზე აღმოჩნდება, სადაც მთავარი ელფი არწმუნებს მას სანტა კლაუსის ადგილი დაიკავოს, რომელიც ამ მომენტში კელვინის სახლთანაა და ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს. ის დათანხმდება, მაგრამ ერთი საქმეა ჩაიცვა სანტას კოსტუმი და ბავშვებს უცეკვო, სულ სხვა კი – იყო ნამდვილი სანტა, როდესაც შენ სინამდვილეში გეზრდება წვერი, ღიპი, და თვალწინ გიჭაღარავდება თმა. ასეთი მხიარული შობა მას ჯერ არ ქონია.

შობა კრანკებთან

Christmas-with-the-Kranks-christmas-with-the-kranks-26121226-600-400

ლიუტერს და მის ცოლს ნორას შობამ საკმაოდ თავი მოაბეზრა. მთელი ეს სირბილი, ნაძვები, საჩუქრები და ფეირვერკები. ამ წელს ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა დაივიწყოს ეს დღესასწაული და კარიბის კუნძულებზე წავიდნენ დასასვენებლად. მაგრამ შობის დღესასწაულისგან გაქცევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც მათ ეგონათ

ეს მშვენიერი ცხოვრება

o-ITS-A-WONDERFUL-LIFE-facebook

ჯორჯ ბეილი, პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელია გამოგონილ ამერიკულ ქალაქში ბედფორდ ფოლსში. ის პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ უსიამოვნებების გამო დეპრესიაში ვარდება და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი–ანგელოზის დახმარება.

საშობაო არდადეგები

national-lampoons-christmas-vacation-1

გრისვოლდების სახლში შობას ზეიმობენ. ეს არის დრო, როდესაც ჩუქნიან საჩუქრებს, მღერიან ჰიმნს, ციმციმებენ საშობაო ნაძვისხის შუქები. შობა მშვენიერი დროა კლარკ გრისვოლდის და მისი ოჯახისთვის. მაგრამ ნათესავები, რომლებიც სტუმრად მოდიან, სიმშვიდეს და სომყუდროვეს არღვევენ, იწყება ნამდვილი სტიქიური უბედურება.

საშობაო ისტორია

Froehliche Weihnachten / A Christmas Story USA 1983 Regie: Bob Clark Darsteller: Peter Billingsley Rollen: Ralphie

ინდიანა, 1940 წელი. ათი წლის რალფი ოცნებობს იდეალურ საშობაო საჩუქარზე – ნამდვილ წითელი მხედრის პნევმატიკურ შაშხანაზე. ბუზღუნა მამიკო და მზრუნველი დედიკო რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგეები არიან, რადგან ეშინიათ, რომ მათი ბიჭუნა დაიზიანებს თავს! და მაშინ რალფი გადაწყვეტს სანტა კლაუსს მიმართოს თხოვნით.

ახალი საშობაო ზღაპარი

maxresdefault

დადგა შობა… თუმცა, ამ ჯადოსნური დღესასწაულის ძალებს ზოგიერთი ადამიანის ყინულის გულის გალღვობა არ შეუძლია… ასეთი გამოუსწორებელი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ფილმის გმირიც – მაგნატი ფრენკ კროსი.

მარტო სახლში

home-alone_0

რვა წლის კევინი მშვენივრად ართმევს თავს სიტუაციას მას შემდეგ , რაც საშობაო არადადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს ის შემთხვევით სახლში დარჩება. როდესაც ორი მძარცველი კევინის სახლს თვალს დაადგამს, მოხერხებული ბიჭი კარგად მოემზადება თავისი ტერიტორიის დასაცავად. საყვარელი, ცელქი კევინი თავს იცავს სასაცილო მახეების დაგებით, ამასობაში კი გაგიჟებული დედამისი სახლში მალე დაბრუნებას ცდილობს.

ახალი წლის ღამე

(L-r) ASHTON KUTCHER as Randy and LEA MICHELE as Elise in New Line Cinema’s romantic comedy “NEW YEAR’S EVE,” a Warner Bros. Pictures release.

საახალწლო ღამეს რამოდენიმე ნიუ-იორკელი წყვილისა და მარტოხელა ადამიანის ცხოვრება იკვეთება.

კ-9:საშობაო თავგადასავალი

aMZw2i9wMfDM2e7GFL9gECFRhQb

კესი მეგობრებთან და ძაღლ სკუტთან ერთად საშობაოდ საქველმოქმედო ღონისძიებას გეგმავენ, მათ ყველაფერთან ერთად მოგროვილი თანხის მძარცველებისგან დაცვა მოუწევთ.

ძიძა საშობაოდ

maxresdefault (1)

დღესასწაულების წინ სარეკლამო განყოფილების გამგე თავის პერსპექტიულ სამუშაოს კარგავს, მაგრამ არ დაიბნევა და კონკურენტი ფირმის დირექტორის ოჯახში ძიძად დაიწყებს მუშაობას. მალე მოუწევს თავის თავს გასცეს პასუხი კითხვაზე – ვინაა ის სინამდვილეში, რადგან ბავშვები და რომანტიკული ურთიერთობები კარიერისკენ მის სწრაფვას აწონასწორებენ.

გადარჩე შობას

DI-Surviving-Christmas

დრიუ მარტოხელა ახალგაზრდაა, მას არავინ ჰყავს და როგორც წესი შობას მარტოობაში ატარებს, ერთხელაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს მთელი ოჯახი, რათა შობის დღესასწაულზე მარტო არ იყოს.

სანტა კლაუსი 3

maxresdefault (2)

ჩრდილოეთი პოლუსის საიდუმლოს გამხელის რისკის მიუხედავად, სკოტ კელვინი, შეთავსებით კი სანტა–კლაუსი თავის ცოლთან კეროლთან ერთად, დაპატიჟებს თავის ნათესავებს შობას.

საშობაო ისტორია

jc1

ეს არის ვიქტორიანული ამბავი ერთ გაბოროტებულ ბებერზე, სახელად ებენეზერ სკრუჯზე, რომელსაც ერთი ღამის განმავლობაში დიდი გამოცდა ელის. მისტერ სკრუჯი ფინანსისტია, მან მთელი ცხოვრება ქონების მოგროვებას მიუძღვნა. მას ყვალაფერი სძულს ფულის გარდა, მათ შორის მეგობრობა, სიყვარული და საშობაო დღესასწაულებიც.

თუ ყველა ეს ფილმი ნანახი გაქვთ, მაშინ გაიარეთ ტესტი

კომენტარები: