in

მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

15 თბილი ფილმი, რომელსაც დედასთან ერთად უნდა უყუროთ

დედის და შვილის ურთიერთობებზე ფილმებს სხვადასხვა ჟანრში იღებენ — მსუბუქი კომედიებიდან ღრმა ფსიქოლოგიურ დრამებამდე. მოკლედ, ისე, როგორც ცხოვრებაში ხდება.

წარმოგიდგენთ 15 განსხვავებულ ფილმს ამ თემაზე, რომლებსაც ერთი აზრი აერთიანებთ.

ჯულიეტა/JULIETA

25257965--1485330341-650-9a92002c19-1485421706

ჯულიეტას ქალიშვილი დაიკარგება. ძებნის პროცესში ის ბრუნდება მადრიდში და იხსენებს თავის მხიარულ ბავშვობას, სიყვარულს და საშინელ ტრაგედიას, რომელმაც სულიერად დააშორა ქალიშვილს…წარსულის ზმანება სტანჯავს მას აწყმოშიც…

დედის დღე / MOTHERS DAY

2

ფიტნესი და შოპინგი, პრეტენზიული მშობლები, ურჩი შვილები, შურიანი დაქალები და მომაბეზრებელი ყოფილები – ეს არის ქალის ბედნიერების შემადგენელი ნაწილები. რა აზრი აქვს სად წაგიყვანს ცხოვრება მთავარია ნამდვილი სიყვარული იპოვნო. მთავარია – არ დანებდე! ბედი ხომ – დიდი სუპერმარკეტია და არა მაღაზია დივანზე.

აბეზარი / THE MEDDLER

25258965--1485331487-650-13d5a357c8-1485421706

მოხუცი ქალბატონი ნიო-იორკიდან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყების მიზნით გადადის ლოს-ანჟელესში საცხოვრებლად.

აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო / AUGUST: OSAGE COUNTY

25258215-f4f7c784e8c5409866dfbbe820a6ca6052d72f8c-1485361356-650-e8068bbf77-1485421706

ძალიან სასაცილო და ამავე დროს სევდიანი ისტორია ოჯახზე. მამის საიდუმლო გაუჩინარების შემდეგ სამი და ბრუნდება მშობლიურ სახლში შეყვარებულებთან ერთად, რათა დაეხმაროს დედას მამის მოძებნაში.

ჩემი პატარა პრინცესა / MY LITTLE PRINCESS

25258915--1485361470-650-ac474ef6bc-1485421706

1970 წელი, პარიზი. 11 წლის ვიოლეტა არასდროს აგერევათ მის თანატოლებში, არამხოლოდ მისი ულამაზესი ოქროსფერი თმების გამო. ვიოლეტა ბავშვი-ვარსკვლავია, ფოტო-გმირი. მისმა დედამ ის აქცია კოლექციონერების ეროტიული აღფრთოვანების საგნად. სოციალური სამსახურები განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ მას თვალს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

15 საკვები, რომელიც ზრუნავს თქვენს გულზე და ამცირებს გულის შეტევის რისკს

7 იდეა პლასტელინის სათამაშოებისთვის, რომლებიც ბავშვებს ძალიან მოეწონებათ