in ,

15 თოჯინების სახლი, რომლითაც უფროსებიც სიამოვნებით გაერთობიან

ყველა ბავშვი ოცნებობს თოჯინების სახლზე, რომელშიც იქნება ყველაფერი: პატარა თეფშები, პროდუქტები, ნამდვილი კარადები, ვაზა ყვავილებით და სხვა ბევრი რამ. ვიზრდებით და ჩვენი ფანტაზიაც იცვლება, მაგრამ ზოგჯერ იმაზეც გვიფიქრია როგორი იქნებოდა ჩვენი თოჯინების სახლი.

Facts.ge გთავაზობთ იმოგზაუროთ ბავშვობაში და ნახოთ მინიატურული სახლები.

ჰობიტების სახლი

6810660-1000-1455972565-hob2

ტოლკინის ნაწარმოებზე შეყვარებული მედი ჩემბერსი ისე ოცნებობდა ჰობიტის სახლზე, რომ თავად შექმნა ის. ამ სახლში “საცხოვრებელი პირობების” შექმნას მან ერთი წელი მოანდომა. სახლში ყველა ოთახი კეთილმოწყობილია ავეჯით: შესასვლელში ლურსმანზე კიდია გასაღებები, ბუხრის თავზე კიდია  ბილბოს დეიდის სურათი და ნავთქურა, რომლის შუქზეც ის ელფების წიგნებს კითხულობდა.   გაკეთებულია,ასევე, საკუჭნაო, სადაც პაწაწინა მურაბის ბანკები აწყვია.

6810460-1000-1455972565-collscfsffsfwsage

6811210-1000-1455972565-collafffge

დედოფალ მარიას სახლი

6811410-1000-1455972565-queen2

უინდსორების სასახლეში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე საოცარი თოჯინების სახლი. ეს სახლი კი არა, ნამდვილი სასახლეა: 40 ოთახი, ელექტროგანათება,ღუმელი, ავტოფარეხი, ცხელი და ცივი წყლის ხელმისაწვდომობა. ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი დედოფალ მარიამს ქმარმა აჩუქა, იდეა კი მის ბიძაშვილს ეკუთვნოდა. ეს დიდი, მდიდრული, კლასიკურ სტილში მოწყობილი სახლი- თვით სრულყოფილებაა, ღვინის სარდაფით დაწყებული ნამდვილი წიგნების ბიბლიოთეკით დამთავრებული.  (ზოგ წიგნში ზღაპრებიც კი წერია).

6811110-1000-1455972565-colcvflage

ბიბლიოთეკა ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.

6811510-1000-1455972565-queen1

დარბაზი რაინდის ფიგურებით

This photograph is issued to end-user media only. Single use only. Photographs must not be archived or sold on.

იაპონური სახლი

6811310-1000-1455972565-jap2

თუკი წინა მინიატურული სახლები მხოლოდ ერთადერთია და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ხელმიუწვდომელი, იაპონური სტილის სახლები ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომია. შეგიძლიათ უამრავი ინტერნეტ-მაღაზიიდან შეიძინოთ.

6810810-1000-1455972565-colldtrskage

შიგნით არის ეროვნული ტანსაცმელი, დეკორაციული ნივთები, სუში და ა.შ

6810410-1000-1455972565-coyhllage

ეკოსახლი

6810960-1000-1455972565-Bio-schadstofffrei-Oeko-Puppenhaus-modern-Moebel-inklusive-sicher-Holz-PlanToys-7156-1

თუკი ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და გადარჩენა, ის ამას შვილებსაც ასწავლის. როგორც ჩანს, ამ დევიზს იცავენ თანამედროვე “ეკოლოგიური” მინიატურული სახლების მწარმოებლებიც. მართლაც, სახლები, რომელიც აღჭურვილია მზის პანელითა და ქარის გენერატორით, აუცილებლად ასწავლიან ბავშვებს, რომ მოუფრთხილდნენ  ბუნებას.

სახლები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ყოველი მათგანი ძალიან კარგად არის მოწყობილი.

6811060-1000-1455972565-codddllage(2)

ფრიდა კალოს სახლი-სამხატვრო სტუდია

6810760-1000-1455972565-Frida-Kahlos-House-3-copy

ეს მომხიბლავი პატარა სახლი კალიფორნიელმა ელზა მორმა თავისი ქალიშვილისათვის გააკეთა, რათა ამ სახით გაეცნო მისთვის ფრიდას შემოქმედება. როგორც მოსალოდნელი იყო, სამხატვრო სტუდია სავსეა ნახატებით და ფრიდას მინიატურას კი თვით ხელოვნების ნიმუში შეიძლება ეწოდოს.

6810710-1000-1455972565-Frida-Kahlos-House-7-copy

6811560-1000-1455972565-screen-shot-2013-12-24-at-5-54-07-pm.png

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

პლანეტის ულამაზესი მხარეები, რომლებიც მხატვრების შთაგონების წყაროდ იქცნენ

16 ულამაზესი ქუჩა გაზაფხულზე