in

15 უმაგრესი არაჰოლივუდური დეტექტივი

ჩვენ გვიყვარს დეტექტივები!

ჩვენ ყველას გვიყვარს დეტექტივები, საინტერესო და დაძაბული სიუჟეტებით. არ იცით რომელ დეტექტიურ ისტორიას უნდა უყუროთ დღეს? მოიმარჯვეთ ცხელი ჩაი, ორცხობილა და კარგად მოკალათდით: ჩვენ შეგირჩიეთ არაჰოლივიდური ფილმები, რომლებიც არც ისე ცნობილია, მაგრამ აუცილებლად მოგეწონებათ.

მეშვიდე სართული

1

სებასტიანი წარმატებული ადვოკატია ბუენოს-აირესიდან. მის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ის ყოველ ჯერზე თამაშობს ერთი და იგივე თამაშს. ვინ ჩავა უფრო სწრაფად დაბლა? ის ლიფტით, თუ ბავშვები კიბეებზე, როგორც ყოველთვის, მამა ადგილზე პირველია, მაგრამ ამჯერად ბავშვები არსად ჩანან

სხეული

 2

სატვირთომ გაიტანა ადამიანი, რომელიც პანიკაში გარბოდა ვიღაცისგან ან რაღაცისგან. დანაშაულის ადგილზე მისული პოლიცია გაარკვევს, რომ მსხვერპლი – ღამის დარაჯია მიმდებარე პროზექტურიდან. ასე რამ შეაშინა უბედური? ან სად გაქრა N3 ყუთიდან ცოტა ხნის წინ პროზექტურაში მიიყვანილი გვამი?

ჯულიას თვალები

 3

ქალის ისტორია,რომელიც თანდათან კარგავს მზერას, და სურს მოასწროს სრულ დაბრმავებემდე და ტყუპისცალი დის სიკვდილის ამბავი გამოიძიოს.

ანიკა ბენგსტონი: კრიმინალური რეპორტიორი

111

დევიდ ლინდჰოლმი, შვედეთის ყველაზე ცნობილი პოლიციელი ნაპოვნია მოკლული საკუთარ საწოლში. ახლა მის ცოლს, ჯულიას ემუქრება სამუდამო პატიმრობა მკვლელობისთვის, ხოლო მისი ოთხი წლის ვაჟი დაიკარგა. თუმცა, ანიკა დარწმუნებულია, რომ პოლიციელი მოკლა სულ სხვა ქალმა.

ანიკა ბენგსტონი: პრაიმ-ტაიმი

110

ნობელის კომიტეტის წევრი, ღამის კლუბის სტრიპტიზის მოცეკვავე, რადიკალ-ტერორისტი და ახლა – ცნობილი სატელევიზიო წამყვანი ქალი… ჟურნალისტი ანიკა ბენგსტონი ისევ უსწრებს სულელ შვედეთის პოლიციას გახმაურებული მკვლელობების გამოძიებაში.

უცნობი

 6

ისტორია მამაკაცის შესახებ, რომელიც კომიდან გამოსვლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისი პიროვნება სხვამ მიითვისა. საკუთარ ცოლსაც კი არ სჯერა მისი. ის ცდილობს, უცნობი ტაქსის მძღოლი ქალის დახმარებით, დაამტკიცოს საკუთარი ვინაობა.

ქალი გალიაში

 7

ჯუსი ადლერ-ოლსენის, შვედი დეტექტივების მწერალი ქალის პირველი რომანის ეკრანიზაცია. დეპარტამენტ “Q – ანუ დახურული საქმეების განყოფილებას” ჩააბარებენ ორ პოლიციელს კარლ მორკს და ასადს. კარლი მთელი ცხოვრება გამოძიების განყოფილებაში მუშაობდა და ახლა ის დახურულ ფაილებში აღმოაჩენს 5 წლის წინანდელ საქმეს, ქალის გაუჩინარების შესახებ და თავიდან დაიწყებს ახალგაზრდა მერეტას ძიებას, მას არ სჯერა მისი თვითმკვლელობის.

არმყოფი

8

დეტექტივ კარლ მერკის ხელში ხვდება 20 წლის მასალები იმ საქმისა, რომელშიც ქალაქგარეთ მდებარე სახლში მოზარდი ბავშვების ცხედრები იპოვეს.

მანჯურიელი კანდიდატი

 c96016485f2a5d00226e52638f8b43c6

ფილმში მონაწილეობენ დენზელ ვაშინტონი- ჯარისკაცის როლში, ლივ შრაიბერი,რაიმონდ შოუს როლში,რომელიც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა გახდეს,ჯონ ვოიტი -ტომ ჯორდანის როლში, რომელიც ამერიკელი სენატორი და ვიცე -პრეზიდენტობის კანდიდატის მეტოქეა და მერილ სტრიპი ასევე სენატორის ელეონორ შუს როლში, რომელიც რაიმონდ შოუს მანიპულატორ დედას განასახიერებს

 

გოგონა დრაკონის ტატუთი

 10

სტიგ ლარსონის ინგლისურად ადაპტირებული შვედური რომანი, მოგვითხრობს დათხოვნილი ჟურნალისტის მაიკლ ბლომკვისტის შესახებ, რომელიც პატრიარქის ძმისწულის გაუჩინარების საქმეს იძიებს. მას პირსინგიანი და სვირინგებიანი პანკი კომპუტერების ჰაკერი- ლიზბეტ სალანდერი ეხმარება. გამოძიების პროცესში ბლომკვისტი და სალანდერი წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციას ახდიან ფარდას.

ის ვინც კლავს – წარსულის აჩრდილი

11

პოლიციელი-ფსიქოლოგი ტომას შეფერი იძიებს სასტიკ დანაშაულს: უცნობმა ავტობუსში ხალხი მოკლა

მეწამული მდინარეები

 12

პრესტიჟულ კოლეჯში ალპებში მხეცური მკვლელობა მოხდა, რომელსაც გამოცდილი პოლიციის კომისარი იძიებს პიერ ნიემანსი. ამავე დროს კიდევ ერთი საკმაოდ უცნაური დანაშაული ხდება – ვიღაცა 10 წლის გოგონას საფლავი წაბილწეს.ამ საქმეს იძიებს ახალგაზრდა დეტექტივი მაქს კერკერიანი. პირველი შეხედვიდან ამ საქმეების შორის არანაირი კავშირი არარსებობს. მაგრამ პოლიციელები აღოაჩენენ მას!

არავის უთხრა

 13

რვა წლის წინ მარგო ბეკი სერიული მკვლელის მსხვერპლი გახდა. მაგრამ მანიაკის დაჭერის მერე მან მხოლოდ რვა დანაშაული აღიარა – მარგოს სიკვდილთან კი მან ყველანაირად უარყო კავშირი. მაგრამ გარკვეულმა სამხილებმა, რომლებიც მსხვერპლის სხეულზე იყო ნაპოვნი, მის დადანაშაულების უფლება მისცეს მარგოს მკვლელობაშიც. მოკლულის მეუღლე, ალექსანდრე ბეკი, ჯერ კიდევ ვერ შეეგუა ცოლის გარდაცვალებას. ის სცდილობს მტანჯველ ფიქრებს გაექცეს და სამუშაოს აღოლებს გულს, ელენთან მეგობრობა კი არ აძლევს მას საშუალებას სამყაროსთან ბოლომდე კავშირის დაკარგვის. მაგრამ, როდესაც იმ ადგილთან, სადაც მარგოს გვამი იპოვეს კიდევ ორი ადამიანის გვამი და ახალი სამხილები ნახეს, პოლიციამ განაახლა გამოძიება. ამავე დროს ალექსანდრე ელექტრონული ფოსტითუცნაურ წერილს ღებულობს.

შემხვედრი გამოძიება

 14

პოლიციის კაპიტან რიჩარდ მალინოვსკის ყველაფერი აქვს რაზედაც შეიძლება იოცნებო: წარმატებული კარიერა, საყვარელი ცოლი და შვილი – უპრობლემო ცხოვრება. ერთხელ, როდესაც რიჩარდი თავისუფალი დროის გატარებას აპირებს შვილთან, მოულოდნელად იძახებენ სასწრაფო საქმეზე. უკან დაბრუნებულს გოგონა მკვდარი ხვდება.

What do you think?

123 ქულა
Upvote Downvote

Written by Facts.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ოცნებებს უყვართ, როდესაც მათზე ვსაუბრობთ

Google საახალწლო ანიმაცია, რომლის გამოყენებით მართავთ კამერას