, ,

15 ზღაპრული ქვეყანა, სადაც ცხოვრება უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე თქვენს სახლში

გჩაალაგეთ ჩემოდნები, მეგობრებო! თქვენთვის ვიპოვეთ 15 ზღაპრული ადგილი, სადაც ცხოვრება უფრო იაფია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს აქვს ნაკლი, მაგრამ მუდმივი მზე და ცისფერი წყალი ამად ღირს.

თუ რომელიმე მათგანით მოიხიბლებით, წასვლას გადაწყვეტთ და თანხა დაგაკლდებათ, მანიმენი ყოველთვის თქვენს გვერდითაა.

ინდონეზია

1

იმის გარდა, რომ ინდონეზიაში შეიძლება ჭამო, ილოცო და შეიყვარო, აქ ასევე შესაძლებელია უბრალოდ იცხოვრო. და რაც მთავარია, იცხოვრო საკმაოდ მცირე ბიუჯეტით. ფასები აქ ძალიან დემოკრატიულია: ჭამა შესაძლებელია 1$-ზე ნაკლებად, საცხოვრებელი 150$ ღირს თვეში, თუმცა მუშაობა მხოლოდ ინტერნეტით არის შესაძლებელი, რადგან უმუშევრების რიცხვი აქ ძალიან მაღალია.

კამბოჯა

2

კამბოჯა – ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა დაბალ-ბიუჯეტიანი მოგზაურობისთვის. თუმცა, აქ ცხოვრებაც არ შეათხელებს თქვენს ჯიბეს ზედმეტად.

5$-ის სანაცვლოდ ადგილობრივი მეთევზეები მოგიმზადებენ უგემრიელეს სადილს, მათივე ხელით დაჭერილი კიბორჩხალისგან. სხვა ნებისმიერი ზღვის პროდუქტი კი $1-2 ღირს.

რაც შეეხება მინუსებს,  ეს არ არის სუფთა სანაპიროს ტიპის კუნძული, სადაც საათობით მიეფიცხებით მზეს ქოლგის ქვეშ. ადგილობრივი, ველური მაცხოვრებლები, უსახლკარო ძაღლები და ტყის სხვა ბინადრები ხანდახან ამ სანაპიროს “ალამაზებენ”. მოკლედ, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ცივილიზაციისგან შორს სურს ცხოვრება.

ვიეტნამი

3

ვიეტნამის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სანაპიროები იმით არის განთქმული, რომ აქ მდებარეობს 11 ათასი ჰექტარის ტროპიკული ტყე. თანა, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია აზიაში –  დაივინგისთვის და წყალქვეშა ნადირობისთვის.

საცხოვრებელი აქ შეგიძლიათ $150-200 ფარგლებში იპოვოთ.

ლაოსი

4

ლაოსი – აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფო, რომელიც ცნობილია ულამაზესი მთებით, ბუდისტური ტაძრებით და მდინარეზე რეზინის ნავებით ცურვით.

ფასები ლაოსში საკმაოდ მისაღებია: ერთ დღე-ღამეში საცხოვრებელში $9-20 გადაიხდით, $1-5 ისადილებთ, გადაადგილებისთვის კი შეგიძლიათ სკუტერი იქირაოთ, რომელიც $10 ღირს.

ტაილანდი

5

იმის მიუხედავად, რომ ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის და ცოტათ უფრო ძვირი ვიდრე სხვა აზიური ქვეყნები, ფასები ტაილანდში მაინც არც ისე მაღალია, სხვა უამრავ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით.

სახლის ქირაობა აქ $160-320 დაგიჯდებთ თვეში, ერთჯერადი კვება – $1-3, მოპედის ქირაობა კი $63-80 თვეში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტაილანდურ სოფლებში, პირდაპირ დიდებული ჯუნგლების გავლით, შესაძლებელია ცხოვრება მხოლოდ $4 დღეში.

ინდოეთი

6

მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, ტაჯ-მაჰალით, ცნობილი გამოქვაბულებით და ციხე-სიმაგრეებით. ამის გარდა, ეს ქვეყანა ეკონომიკური კუთხითაც მშვენიერია საცხოვრებლად. ორ ადამიანზე, ბინის ერთი თვით ქირაობისთვის, სულ რაღაც $100-110 დაგჭირდებათ. ბრინჯის და ქათმისგან დამზადებული ცხელი კერძი ღირს 40 რუპია, რაც დაახლოებით 60 ცენტის ტოლფასია. სრულყოფილი სადილი კი $1-2 დაგიჯდებათ.

ნეპალი

7

მისტიური ნეპალი ცნობილია, როგორც აზიის სულიერების ცენტრი და ისინი, ვინც ეძებენ გზას,  ჩამოდიან აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მედიტირებისთვის და ამ უნიკალური ატმოსფეროს შეცნობისთვის. ასევე შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი მთებით, შესანიშნავი გამოქვაბულებით და უძველესი ნაგებობებით. ნეპალი – სამოთხეა დაბალ-ბიუჯეტიანი მოგზაურობისთვის. კვების ხარჯები აქ შეგიძლიათ დღეში 1$-მდე შეზღუდოთ. თუ რესტორნებში ივლით, რა თქმა უნდა უფრო მეტი დაგიჯდებათ, მაგრამ ყველაზე ძვირი კერძი აქ დაახლოებით $8 ღირს, ერთი ოთახის ქირაობა (კატმანდუ) – $1-2 დღეში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ 20 ცენტამდე ღირს.

ჩინეთი

8

ჩინეთი – კონტრასტების, ულამაზესი პეიზაჟების, და ქალაქური მეგაპოლისებით სავსე ქვეყანა.

იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი უდიდესი ქვეყანაა, იქ საკმაოდ ადვილია ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება. ამ ქვეყანაში მოძრაობა ისე არ დაეტყობა თქვენს ჯიბეს, როგორც სხვა ქვეყნებში. ტაქსიც კი ძალიან იაფია უმეტეს ქალაქებში. კარგად სადილობა კი სულ რაღაც $2 დაგიჯდებათ.

ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი

9

ცხოვრებისთვის ყველაზე დაბალფასიან ქვეყნებს ამ სახელმწიფოსთან არანაერი საერთო არ აქვთ – აქ საცხოვრებელი ძვირია, მაგრამ თუნდაც, შვეიცარიასთან შედარებით, ბულგარეთი ბევრად უფრო ეკონომიურია. აქ ისეთივე ლამაზია, როგორც საფრანგეთში და ერთი ბოთლი ლუდი, მხოლოდ  $0,80 ღირს, ბინა კი თვიურად $200 დაგიჯდებათ.

ნიკარაგუა

10

ნიკარაგუა – ნამდვილი ბიუჯეტური სამოთხეა მათთვის, ვისაც უყვარს ეკონომია. ამ ქვეყანაში ყველაფერი იაფი ღირს, დაწყებული საკვებით და დამთავრებული საცხოვრებლის ქირით. ამასთანავე, ცხოვრების მინიმალური ფასი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოგიწევთ შესწიროთ ცხოვრების ხარისხი, რომელსაც სახლში მიეჩვიეთ. დაახლოებით $995 დოლარი სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ იქირაოთ დიდი ბინა, გადაიხადოთ გადასახადები და კვების თანხა ორი ადამიანისთვის, გაერთოთ (მაგალითად, წახვიდეთ კინოში) და შეგიძლიათ დამლაგებელიც მოიყვანოთ. კვირაში 3-ჯერ.

გვატემალა

11

ეს კოლორიტული ქვეყანა, მდიდარი კულტურული მემკვიდღეობით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე იაფიან ადგილად ცხოვრებისთვის. საცხოვრებელი ფართის ფასი არც ისე ცოტად მოგეჩვენებათ – 100 ათაში დოლარი, 10-ოთახიანი სახლისთვის. სამაგიეროდ ერთ-ოთახიან ბინას იქირავებთ 200 დოლარად თვეში. საკვები პროდუქტებიც საკმაოდ იაფია – 24-40$ ერთი კვირის საკვებისთვის გეყოფათ. ამასთანავე, გვატემალა სავსეა ტროპიკული ხილით და შესანიშნავი ყავით.

ჰონდურასი

12

დღესდღეობით ჰონდურასი – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა მსოფლიოში. იმიტომ, რომ აქ იაფია, მაგარია, ლამაზია, სახალისოა, გემრიელი და რომანტიულია.

იმის გამო, რომ აქ მართლა ყველაფერი იაფია, შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ზურგჩანთით წამოხვიდეთ. ძალიან კარგი, გემრიელი და სუფთა ადგილობრივი კერძის ერთი პორცია $3 ღირს. უნდა წახვიდეთ!

პერუ

13

რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არც ისე პატარაა, ამიტომ ფასები შეიძლება შეიცვალოს რეგიონიდან რეგიონამდე. მაგალითად, ლიმა ამ მომენტისთვის სწრაფად მზარდი და განვითარებადი ქალაქია, ასე რომ, იქ ფასებიც არატიპიურია. სამაგიეროდ, პატარა ქალაქებში, ჯუნგლებთან ახლოს შეგიძლიათ კაპიკების ფასად იცხოვროთ.

გუანაჰუატო, მექსიკა

14

მექსიკის ცენტრში მდებარეობს კულტურულად განვითარებული ქალაქი გუანაჰუატო. ძალიან კარგი ბინის დაქირავება აქ $150-200 დაგიჯდებათ, ერთი ბაკალი ლუდი $1-ზე ნაკლები, კინოს ბილეთი კი – “დამპალი” $3.

აქ ასევე ტარდება ცნობილი ხელოვნების ფესტივალი, სახელად Cervantino. ეს სახელი, დონ კიხოტის ავტორის საპატივცემულოდ შეარჩიეს.

კსამილი, ალბანეთი

15

სამხრეთ ალბანეთის ბოლო – იდეალური ადგილი მშვიდი ცხოვრებისთვის. ახლოსვე არის პატარა ქალაქი და ნაციონალური პარკი ბურტრინტი. ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, ადგილობრივი პროდუქტები – ზეითუნის ზეთი და მანდარინები. მეზობლად მდებარე საბერძნეთთან, იტალიასთან და ხორვატიასთან შედარებით, აქ ბევრად დაბალი ფასებია: ლუდი 90 ცენტი ღირს, საცხოვრებელი – $100-120 თვეში.

მიირთვით ზღვის პროდუქტები (აქ 30 სახეობის თევზს ყიდიან, კაფეში სხვადასხვა კერძების საშუალო ფასია – $6), დალიეთ იაფფასიანი ღვინო ($6 ერთ ბოთლში).

კომენტარები: