,

17 რამ, რის მიმართაც ყველა მამაკაცი უძლურია

ქალური სექსუალურობა — ეს რაღაც მიუწვდომელი, მაგრამ ძალიან მარტივია. ის დაბადებიდანვე ჩვენშია, მაგრამ ქალების ნაწილი არ არის დარწმუნებული, რომ იცის, როგორ გამოიყენოს ის.

ჩვენ გავიხსენეთ რამდენიმე ილეთი, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია და რომლის წინაშეც კაცები უბრალოდ უძლურები არიან.

როცა გოგონა ოდნავ კბენს ტუჩს

1

მსგავსი ჟესტი ბავშვებს ახასიათებთ: ნერვიულობსიგან ან შიშისგან ისინი ტუჩს კბენენ, რომ მეტი სიმწვავე შემოიტანონ. მამაკაცი თქვენს მიმართ იგრძნობს  სინაზეს, მეორეს მხრივ კი  — თქვენი ტუჩები მიიპყრობენ მის ყურადღებას.

გლუვი კანი

2

 არაფერია იმაზე მეტად სექსუალური, ვიდრე ქალი სრიალა კანით. ჯერ კიდევ ძველი ცივილაზაციის დროს დაიწყეს ქალებმა თმის მოშორება ტანიდან.

მკაცრი ვარცხნილობა

3

 პირველ რიგში, ასეთი ვარცხნილობით ხასიათი უფრო საქმიანი ხდება, რაც პიკანტურობას გმატებთ. მეორე რიგში, ყურები და კისერი მოსჩანს, რომელიც ხშირად თმებით არის დაფარული.

არასტანდარტული იმიჯი

4

როგორც კი მამაკაცი ხედავს გოგონას, რომელიც გამოირჩევა მასაში, მაშინვე სურს, რომ ახლოს გაიცნოს ის. ყველას იზიდავს შემოქმედებითი პიროვნებები. მისი ტატუები ან ფერადი თმები კი მშვენიერი თემაა საუბრის დასაწყებად.

როცა გოგონა იცვამს მის პერანგს

5

როცა გოგონა მის ტანსაცმელს იცვამს, თითქოს ამბობს: “მე მსურს, რომ შენი პერანგი რაც შეიძლება ახლოს იყოს ჩემს სხეულთან”. მამაკაცი კი ხვდება, რომ ის გულისხმობს არამარტო პერანგს, არამედ ზოგადად მას.

მზერა მხრებიდან

6

ამოუცნობი მზერა გვერდიდად გამოირჩევა ერთგვარი მაგიით, თუ დავაკვირდებით, გასული წლიდან დღემდე რეკლამებში ამ სახით გვევლინება ქალბატონები.

თავდაჯერებულობა

7

როცა ოთახში შემოდის ქალი, რომელმაც იცის, რომ შეუდარებელია, ის მაშინვე იპყრობს მამაკაცების ყურადღებას. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს დამაჯერებლობა თავდაჯერებულობაში ზედმეტად არ გადაიზარდოს, რაც მიზიდულობის ეფექტს კარგავს.

გახსნილი მხრები

8

საქმე იმაშია, რომ მომრგვალო, ჩამოშვებული მხრები ძლიერ სქესში იწვევს ქალების მოხვევის და მათი დაცვის გრძნობას, ხოლო გახსნილი მხრები და ისიც ამოღებული სამოსით გმატებთ სექსუალობას.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დახვეწილი სიარულის მანერა

9

ზოგს მაღალი ქუსლებით სიარული არ შუძლია, ზოგი კი მის გარეშე ვერ ძლებს. მაგრამ თუ გადაწყვეტთ, რომ წვრილი მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვათ, აუცილებლად უნდა გქონდეთ ბუნებრივი და დახვეწილი სიარულის მანერა, თორემ  მთელი მისი მიმზიდველობა დაირღვევა.

სექსუალური ხმა

10

მამაკაცებს იზიდავს ქალების მაღალი ხმა თავისი შუალედური ამოსუნთქვებით, რომელიც მერილინ მონროს ხმას წააგავს. ამბობენ, რომ კაცებზე ის ვიაგრაზე ნაკლებად არ მოქმედებს.

ამობურცული ტუჩები 

11

ზომიერად სავსე, გამოკვეთილი ტუჩები ერთ-ერთი ცნობილი სიმბოლოა ქალური მიმზიდველობის. თუმცა არ ღირს მისი სპეციალურად გამობერვა, ეს მხოლოდ გააფუჭებს გარეგნობას.

ელეგანტურობა

12

ელეგანტურობა გვმატებს იდეალურ ბალანსს: მას არ გამოაქვს სააშკარაოზე ქალის მთელი სექსუალურობა, მაგრამ არც მალავს მას. ის ვრცელდება ქალის მთელ გარეგნობაში, დაწყებული მანერებიდან, დამთავრებული აქსესუარების არჩევით.

სპორტული სამოსი

13

სპორტული ელასტიური სამოსი ქალის სილუეტს უფრო მიმზიდველს ხდის. რათქმაუნდა ის ორგანულია სატრენაჟორო დარბაზში და არა მაღაზიაში, აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ დაკავდეთ ფიტნესით

ჭორფლები

14

ისინი ძალიან ქალურია, ასოცირდება ბავშვობასთან და ბევრს უხდება კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად გოგონები ცდილობენ მოიშორონ ისინი, რადგან ნაკლად თვლიან.

ბუნებრივი მაკიაჟი

15

ძლიერ სქესს მოსწონს ბუნებრივი სილამაზე, ნაცვლად უამრავი ტონალურის შრისა და საცხისა. ისინი ამბობენ, რომ მოხარულები არიან რომ გხედავენ შეუღებავს, რათქმაუნდა ტონალურის თხელი ფენა და აპრეხილი წამწამები საიდუმლოდ შეინახება.

სათვალეები

16

სათვალეები გარეგნობას სიმკაცრეს და მიუწვდომლობას სძენენ, რაც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს. ამასთანავე, ამ აქსესუარით შეგიძლიათ ყურადღების მიპყრობა, თუ მას ხელებითაც ათამაშებთ.

გულწრფელი ღიმილი

17

ბევრი შიშობს, რომ თუ ისინი ხშირად და გახსნილად გაიცინებენ, ეს მათ იმიჯს შეარყევს, პირიქით, მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც ემოციებს გახსნილად გამოხატავენ.

კომენტარები: