,

17 რჩევა მათთვის, ვისაც დილით ადგომა უჭირს

ზამთარში ყოველდღიურად თბილი ლოგინიდან ადგომა უფრო და უფრო გვიჭირს.

Facts.ge-მ შეაგროვა ყველაზე პოპულარული და ეფექტური რჩევები, რომლებიც გამოადგება ყველას, ვისთვისაც  დილაობით ბალიშთან განშორება აუტანელია. გაითვალისწინეთ რჩევები და იგრძენით თავი უფრო მხნედ და ენერგიულად.

  • სადილობის დროს ფეხით გაისეირნეთ. საერთოდ კი დღის განმავლობაში ხშირად  იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. ეს  ჯანმრთელი ძილისა და მსუბუქი გაღვიძებისათვის კარგი საშუალებაა.
  •  უმჯობესია დილის ვარჯიში და სირბილი, საღამოს გადაიტანოთ. გადადეთ დილით ადრე ადგომა გაზაფხულამდე, მანამდე კი საღამოობით ივარჯიშეთ. ზოგიერთი კვლევის თანახმად, საღამოს ვარჯიში დილის ვარჯიშებზე ეფექტურია.
  •  ეცადეთ, 20:00 საათის შემდეგ არ უყუროთ ტელევიზორს –  ელექტორონული ეკრანების სინათლის ლურჯი გამოსხივება აფერხებს ძილისა და ცირკადული რითმის მთავარი რეგულატორის – მელატონინის გამოყოფას.

სკოლა

  • დაწოლამდე საძინებელში სანთლები და არომატული ნათურები აანთეთ. სწორად შერჩეული არომატული ზეთი ძილის განწყობას შეგიქმნით, ხოლო სანთლების თბილი სინათლე კი სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ. დაძინებამდე მათი ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ.
  •  დაძინებამდე საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საუზმეზე თავს რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდებით. დილით მსუბუქი შიმშილის გრძნობით გაგეღვიძებათ. შიმშილის გრძნობა და დაპირებულ საუზმეზე ფიქრი კი სწრაფად და მარტივად გამოგაფხიზლებთ.
  •  თუ გეძინებათ, დაიძინეთ; იმ შემთხვევაშიც კი, თუ გგონიათ, რომ ადრეა. ძილის დამატებითი 1-2 საათი უფრო მხნესა და აქტიურს გაგხდით.
  •  ძილის წინ ფანჯარა ღია დატოვეთ. ღამით ადამიანი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს. ფანჯრიდან შემოსული სუფთა ჰაერი მოგცემთ კარგად გამოძინების საშუალებას.
  • მაღვიძარა საწოლიდან შორს დადგით. განათავსეთ ის საძინებლის კუთხეში, კარების უკან ან საერთოდ სხვა ოთახში. მაღვიძარას გამოსართავად თქვენ აუცილებლად მოგიწევთ საწოლიდან ადგომა.
  • გაიღვიძეთ ლამაზი მელოდიური მუსიკის ფონზე. დაივიწყეთ მაღვიძარას უხეში და ხმამაღალი ზარი. ახლა მაღაზიებში  იყიდება  ისეთი მაღვიძარა, რომელიც მსუბუქი მუსიკის ფონზე მზის ამოსვლის იმიტაციას აკეთებს.
  •  იფიქრეთ იმ საინტერესო თავგადასავალზე, რომელიც გელით.  ან წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში რომ არ მიხვიდეთ, აუცილებლად გაფუჭდება საქმე, კოლეგები უთქვენოდ მოიწყენენ და ა.შ.
  •  როდესაც გაიღვიძებთ, იმოძრავეთ საწოლში. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. დაიზილეთ თითები, ხელისგულები და ყურები.
  • ყოველ საღამოს დაისახეთ მიზანი, რომელიც დილით უნდა განახორციელოთ. თუ დილით ადრე ადგებით უფრო მეტ საქმეს გააკეთებთ.
  •  დილით რაც შეიძლება სწრაფად აანთეთ შუქი. ის შეანელებს მელატონინის გამოყოფას, რომელიც ძილის სურვილს უფრო გიჩენთ. შუქი კი გამოღვიძებაში დაგეხმარებათ.

10408510-R3L8T8D-650-1644eeb103c69d95f30e8325496c7353_650x(2)

  1. საუზმის წინ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. ეს ძალიან იოლი და ეფექტური მეთოდია. ის არამხოლოდ გამოღვიძებაში გეხმარებათ, არამედ ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ორგანიზმსაც ამზადებს საკვების მოსანელებლად.
  2. გააღეთ ფანჯარა(ყინვაშიც კი) და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. ეს პროცედურა გამოგაფხიზლებთ და სისხლის მიმოქცევასაც გაგიუმჯობესებთ.
  3. ნუ მისცემთ თქვენ თავს უფლებას გაღვიძების შემდეგ კიდევ ნახევარი საათი წაუძინოთ. მიაჩვიეთ ორგანიზმი ერთსა და იმავე დროს დაწოლას და დილით   მაღვიძარას დარეკვისთანავე   ადგომას.
  4. ყველაზე უკეთ იღვიძებ მაშინ, როცა იცი, რომ ნახევარ საათში უნდა იყო მნიშვნელოვან შეხვედრაზე და სამხახურამდე საათნახევარი გჭირდება. ამ დროს მალე ფხიზლდები.

კომენტარები: