, ,

17 უმაგრესი მოწყობილობა ბავშვებისთვის, ანუ მშობლებისთვის

ბავშვები – ერთდროულად მხიარულებაა და სირთულეც. ზოგიერთი მშობელი შეთავსებით დიზაინერი და გამომგონებელია, ამიტომაც სამყაროში შესანიშნავი ნივთები ჩნდება, რომელზეც ჩვენი დედები და დიდედები არც კი ოცნებოდნენ.

  გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომელიც მშობლების ყოფას უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის. 

მოციმციმე სანათები – შეიძინე

11

ასეთი ბურთულებით ბავშვები, რომლებსაც სიბნელის შიში აქვთ, ადვილად იძინებენ და უსაფრთხოდაც აგნებენ ღამით საპირფარეშოს.

ჭკვიანი ლეიბი – შეიძინე

21

ეს ლეიბი აფიქსირებს ბავშვის წონის და სიმაღლის ცვლილებებს, მისი კვების და დღის რეჟიმის განრიგს. მშობლებს შეუძლიათ აკონტროლონ ციფრები სმარტფონზე.

კომპაქტური ეტლი – შეიძინე

31

გახსნილ მდგომარეობაში ეს ჩვეულებრივი სასეირნო ეტლია, მაგრამ თუ მას დავკეცავთ, თავისუფლად ჩაეტევა ზურგჩანთაში. ის სულ რაღაც 4 კილოგრამს იწონის და უკვე მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე კომპაქტური ეტლი მსოფლიოში.

ბავშვის ტირილის თარჯიმანი – შეიძინე

41

Infant Cries Translator 92%-იანი სიზუსტით ადგენს 4 მიზეზს, რომლის გამოც შესაძლოა ახალშობილი ტიროდეს: შიმშილი, ტკივილი, ძილის სურვილი თუ სველი საფენები. დროთა განმავლობაში ეს სიზუსტეც იკლებს, ანალიზისთვის მისმა შემქმნელებმა ახლაშობილთა 200 000 ჩანაწერი შეისწავლეს.

ბოთლი, რომელიც ათბობს შიგთავსს – შეიძინე

51

ასეთი ბოთლი უზრუნველყოფს ხსნარის ან რძის გათბობას ნებისმიერ პირობებში ელექტროენერგიის და ჩამრთველების გარეშე. შეთბობა ხდება 4 წუთში, სპეციალური ერთჯერადი კარტრიჯის დახმარებით, რომელშიც მხოლოდ მარილი და სოდაა. მაქსიმალური ტემპერატურა შეადგენს: 37 გრადუსს.

უსაფრთხოების სამაჯური – შეიძინე

61

დაკარგული ბავშვი –  მშობლების საშინელი სიზმარია. პრობლემა ადვილად წყდება გაჯეტის საშუალებით, რომელიც მაჯის საათს ჰგავს და დაკავშირებულია სმარტფონთან. ის ბავშვის კოორდინატებს ადგენს, ხოლო თუ ის გადის პროგრამის მოქმედების რადიუსიდან, გაიცემა გამაფრთხილებელი სიგნალი. შეგიძლიათ ეს მოწყობილობა სხვა ნდობით აღჭურვილ პირებსაც დაუკავშიროთ.

თერმომეტრი – სტიკერი – შეიძინე

71

თერმომეტრი-სტიკერი ავადმყოფ ბავშვს აძლევს საშუალებას, გაიზომოს ტემპერატურა, ისე რომ არ აიძულოს იწვეს გაუნძრევლად, ან არ დაუფრთხოს მას ძილი. თერმომეტრი ეწებება კანზე და სიზუსტით ზომავს ტემპერატურას. თუკი ტემპერატურა მაღლა იწევს, სმარტფონი ატყობინებს მშობლებს ამის შესახებ. ასევე, იგი ინახავს ტემპერატურის ცვლილების სტატისტიკას.

კბილის ჭკვიანი ჯაგრისი – შეიძინე

81

კბილის ეს ჯაგრისი დაკავშირებულია სმარტფონთან ბლუთუსის დახმარებით და ნებისმიერ მოძრაობას 3D ფორმატში აჩვენებს. ყოველი სწორი მოძრაობისას ბავშვი ღებულობს ქულებს და საჩუქრებს, ხოლო კბილის წმენდა გასართობ თამაშს ემსგავსება.

სამუხლეები – შეიძინე

91

სიარულის დამწყები ბავშვისთვის გარემო სავსეა შეფერხებებით – მათ შორის, კენჭებით,   უხეში ხალიჩით. სამუხლეები დაიცავს მათ უსიამოვნო შეგრძნებებისგან.

სათამაშო თეფშები – შეიძინე

101

თეფშები, რომლებიც სადილს თამაშად აქცევენ — ის, რაც სჭირდებათ დედებს, რომლებიც დაიღალნენ “არ მინდაააა!”-ს მოსმენით.

კოვზი-ბოთლი – შეიძინე

111

ეს ნივთი – კოვზის და ბოთლის ჰიბრიდია, რომელიც ძალიან კომფორტულია მოგზაურობის და სეირნობის დროს. თუ ბავშვი ვერ მიამთავრებს თავის დოზას, საკმარისია დაახუროთ თავსახური და შეინახოთ მომდევნო კვებისთვის.

მატყუარა-ღრძილების დამამშვიდებელი – შეიძინე

121

ეს მატყუარა-მჭრელი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში და გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ღრძილებზეც, მარტივი დიზაინის გამო მეტად დაცულია მიკრობებისგან.

ხმოვანი პროექტორი – შეიძინე

131

ასეთი პროექტორი დაეხმარება ბავშვს ჩაეძინოს ადვილად. ის აჩვენებს ჯადოსნურ ნახატებს ჭერზე, გამოსცემს დამამშვიდებელ ხმებს და სასიამოვნო იავნანას.

კვების სისტემა – შეიძინე

141

თქვენი ბავშვი არაფერს არ მიირთმევს კანფეტების გარდა? მაშინ ჩვენ თქვენსკენ მოვფრინავთ. კვების სისტემა გასართობი მოწყობილობებით, დაგეხმარებათ, თქვენმა ბავშვმა მიირთვას ბროკოლის პიურეც კი 🙂

ტანსაცმელი აქტიურობის მონიტორით – შეიძინე

151

ტანსაცმელი აქტიურობის და სუნთქვის მონიტორით, მშობლებს აძლევს საშუალებას, არ შეამოწმონ ხშირად, როგორ სძინავთ მათ ბავშვს. კუს ფორმის მოწყობილობა აკონტროლებს სუნთქვას, ძილში ბავშვის მდგომარეობას და ოთახის ტემპერატურას, ამის შესახებ ინფორმაციას გადასცემს სმარტფონს.

კონტეინერი სათამაშოებისთვის – შეიძინე

161

ბაყაყი-კონტეინერი გაძლევთ საშუალებას ხელის მარტივი მოძრაობით შეაგროვოთ სათამაშოები ბანაობის შემდეგ, გაავლოთ წყალი და მიამაგროთ კედელს.

სარწეველა – შეიძინე

171

ეს მოწყობილობა არწევს ბავშვს თქვენს მაგივრად, ხელის მოძრაობის იმიტაციით. საკმარისია იგი დაამაგროთ ეტლის სახელურზე და თქვენ მშვიდად გააგრძელოთ თქვენი საქმე.

კომენტარები: