,

20 სამოტივაციო ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ

აი, დადგა ახალი წელიც! ალბათ უკვე მოინიშნეთ, რისი მიღწევა გსურთ. იმისთვის, რომ თქვენი მოტივაციის დონე ავამაღლოთ და გაგამხნევოთ, გადავწყვიტეთ, რომ შეგვედგინა ჩამონათვალი იმ ფილმებისა, რომელთა ნახვის შემდეგ აუცილებლად იქნებით მზად ახალი მწვერვალების დასაპყრობად!

ჩვენ მარშალები ვართ (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

1

როდესაც თვითფრინავი ჩამოვარდება, ბორტზე მყოფი მარშალის უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდი და მათი ფანები იღუპებიან. გუნდის ახალი ტრენერი და რამდენიმე გადარჩენილი წევრი ახალ გუნდს აყალიბებენ.

შერკინება  (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

2

ჯეიკ ჰიუარდი გემთმშენებლების ოჯახიდანაა. იგი მომაკვდავ დედას შეჰპირდა, რომ ანაპოლისის საზღვაო აკადემიაში ჩააბარებდა. მიუხედავად არასტაბილური ნიშნებისა, ჯეიკმა ისე მოაბეზრა თავი კონგრესმენს, რომ მისი წყალობით, მაინც ჩაირიცხა აკადემიაში. ჩარიცხვისთანავე, ძალიან მალე, ჯეიკმა დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენა. მუდმივად რისკის ზღვარზე მყოფი ჯეიკი, ხშირად აწუხებდა მთელ ჯგუფს მისი ზღვარგადასული ქმედებებით და თითქმის უკვე მზად იყო მიატოვებინა სწავლა, რომარა მისი არაკეთილიგანწყობილი მამის გამოჩენის ფაქტორი, რამაც ჯეიკი უკან მოაბრუნა. ჯიუტი ჯეიკი, ისევე როგორც მისი მომავალი შეყვარებული, უფროსკურსელი ალი, დასაყრდენს პოულობს მეგობრებში, ხოლო ის რამაც შესაძლოა წარმატება მოუტანოს ჯეიკს – ეს არის რაზმის ღია ტურნირი კრივში ყველა რანგის სამხედრო მოსამსახურეთავთვის.

ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

3

ოქლენდის ბეისბოლის გუნდის მენეჯერის ბილი ბინის ისტორია, რომელიც ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ანალიტიკოსს დაიქირავებს, რომ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობითRNთამაშის ზუსტი მათემატიკური გათვლები გააკეთონ

ყველა დროის ყველაზე დიდებული თამაში

4

“ყველა დროის ყველაზე დიდებული თამაში” ბიოგრაფიული ფილმია. მას საფუძვლად უდევს 20 წლის ფრენსის ოიმეს ცხოვრება, რომელმაც თავისი კერპი,აშშ-ს ღია ჩემპიონი ჰარი ვარდონი დაამარცხა.

არასდროს დანებდე (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

5

მეამბოხე ჯეიკ ტაილერს ახალ სკოლაში არალეგალურ ქუჩის ბრძოლებში ჩაითრევენ. მას შემდეგ რაც მას მეგობრების და ოჯახის მისამართით მუქარას შემოუთვლიან, ჯეიკი გადაწყვეტს, ჩხუბი ვეტერან მებრძოლთან ისწავლოს, რომელიც მას ავარჯიშებს საფინალო, სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლისთვის წესების გარეშე თავის მოსისხლე მტერთან და ადგილობრივი საომარი ხელოვნების ჩემპიონთან, რაიან მაკკართისთან.

დაუმარცხებელი (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

6

1976 წელს, ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მომხდარი რეალური ამბავი. ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელმა, თავზეხელაღებული ექსპერიმენტი ჩაატარა. მან გამოაცხადა კონკურსი გულშემატკივართათვის. გამარჯვებულს პროფესიონალთა გუნდში მიიღებდნენ. ბედმა 30 წლის მასწავლებელს გაუღიმა.

ბრწყინვალე გონება (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

7

პრინსტონის უნივერსიტეტი: ჯონ ნეში იღწვის,რათა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს მათემატიკის სამყაროში.ის აკეთებს რევოლუციურ აღმოჩენას, რაც საბოლოოდ ნობელის პრემიას მოუტანს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯონი ლექტორად ბრუნდება და რომანტიკული გრძნობით განიმსჭვალება თავისი სტუდენტის ალისიას მიმართ. ამავე პერიოდში მთავრობა მას საბჭოთა კოდების გაშიფრვაში დახმარებას სთხოვს, რაც ცოტა ხანში მას სახიფათო კონსპირაციაში ჩაითრევს.თანდათან ნეში უფრო და უფრო პარანოიდალური ხდება, ბოლოს კი მიდის ისეთ აღმოჩენამდე, რაც მის სამყაროს თავდაყირა აყენებს. ახლა მხოლოდ ალისიას ძალუძს დაეხმაროს მას, რათა აღიდგინოს სულიერი სიძლიერე და დაიბრუნოს დიდი მათემატიკოსის ის სტატუსი, რომელიც მას აქამდე ჰქონდა.

კლასის წინაშე

8

ექვსი წლიდან ბრედი დაავადებულია ტერეტის სინდრომით. ის ებრძვის ამ მძიმე დაავადებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს. ოცდაოთხი უარის მიუხედავად ის არ ჩერდება, მისი ოცნებაა გახდეს მასწავლებელი…

ნაბიჯი წინ 2: ქუჩები

9

ქუჩის მოცეკვავე ენდი მერილენის ხელოვნების სკოლაში ჩააბარებს. იქ მეცადინეობით, მას სურს დაამტკიცოს, რომ არაფრით ჩამოუვარება სხვა სტუდენტებს. სკოლის საუკეთესო მოსწავლესთან ჩეიზთან გაცნობის შემდეგ, ენდი შექმნის კოლექტივს, რომელმაც არალეგალურ “ქუჩის” საცეკვაო შეჯიბრში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ხელშეუხებელნი  (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

10

ნამდვილი ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც წესით ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი პარალიზებული არისტოკრატია, რომელიც უბედური შემთხვევის დროს დაშავდა და მეორე, მისი მომვლელი ახალგაზრდა კაცი.

სოციალური ქსელი (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

11

2003 წლის შემოდგომის ერთ საღამოს ჰარვარდის სტუდენტი, პროგრამირების გენიოსი – მარკ ცუკერბერგი ახალ იდეაზე მუშაობას იწყებს. ბლოგერობისა და პროგრამირების აურზაურში მეგობრებისათვის შექმნილი საიტი, ყველაზე პოპულარული გლობალური სოციალური ქსელი გახდა. ცუკერბერგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად იქცა, მაგრამ მის წარმარმატებას პირადი და ლეგალური პრობლემები დაერთო.

უხილავი მხარე (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

12

16 წლის, ახოვანი აფროამერიკელი მაიკლ ოჰერი უსახლკაროდ დარჩა.მას შეძლებული მემფისელი წყვილი \R\Nშეიფარებს. მაიკლი მნიშვნელოვნად წაიწევს წინ ამერიკის ეროვნულ ლიგაში ფეხბურთის სათამაშოდ.

მეფის სიტყვა (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

13

ფილმი გეორგ VI-ზე, ელისაბედ II-ის მამაზე მოგვითხრობს. მას შემდეგ რაც მისმა ძმამ უარი განაცხადა ტახტზე, მეფე გეორგი VI ხდება. მას ერთი პრობლემა აქვს: ენა ეჩლიფება და ამიტომ იგი მიდის სამკურნალოდ ლოგოპედთან. ბევრი მეცადინეობის შემდეგ მეფეს ჩვეულებრივი ხმა აქვს და ახლა მას ინგლისელები ბრძოლის ველზე მიჰყავს.

გაბი დუგლასის ისტორია

14

პირველი აფრო-ამერიკელის გაბი დუგლასის ნამდვილი ამბავი, თუ როგორ გახდა ის გიმნასტიკაში ოლიმპიური ჩემპიონი.

უდაბნოს ყვავილი  (ხელმისაწვდომია ქართულადაც)

15

ეს არის უბრალო სომალელი გოგონას – ვარის დირიეს ისტორია. 13 წლისა ის ოჯახიდან გაიქცა, მოგადიშომდე მიაღწია და შემდეგ, ლონდონში აღმოჩნდა…. რამნდენიმე წლის შემდეგ კი, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა. ვარისი არ იყო პირველი შავკანიანი მოდელი, თუმცა ის გახდა პირველი ქალი, რომელიც გაეროს ელჩად დაინიშნა და FGM-თან ბრძოლის ფონდი დააარსა. სცენარი დაფუძნებულოია ვარის დირიეს და კეტლინ მილერის საერთო ავტობიოგრაფიულ რომანზე.

იუნაითედი 

16

ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1958 წლის 6 თებერვალს, მიუნჰენში. საშინელ ავტოკატასტროფაში დაიღუპა მანჩესტერ იუნაითედის შვიდი ფეხბურთელი. ფილმი მოგვითხრობს უბრალო ადამიანების გმირობის შესახებ, რომლებიც გაერთიანდნენ და ტრაგედიის მიუხედავად გუნდი აღადგინეს.

თავისუფლების მწერლები

17

ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს შთააგონებს ისწავლონ ტოლერანტულობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ.

ყველაფრის თეორია

18

ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის და მისი მეუღლის ურთიერთობაზე.

ჩემპიონები

19

ფილმის სიუჟეტის ცენტრში ამბავი რამდენიმე სპორტსმენის გზა ჩემპიონობის ტიტულებთან. ხუთი რეალური ამბავი რუსეთის ოლიმპიური მედლების. ხუთი ამბავი სადაც იკვეთება სიყვარული, ღალატი, მეგობრობა. ეს არის ნამდვილი გამარჯვებების ამბავი.

კომენტარები: