, ,

24 რამ, რაც უნდა გააკეთოთ ახლა, რათა შეხვდეთ სიბერეს სინანულის გარეშე

ახალგაზრდობა იმპულსებითა და მკვეთრი შთაბეჭდილებებით სავსე პერიოდია. სიყვარული- სამუდომო, მოგზაურობა- დედამიწის კიდემდე. თუმცა, ვიღაც ამბობს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. “მერეც მოვასწრებ, დავპატიჟებ იმ გოგოს პაემანზე, ან გავუღიმებ საპასუხოდ იმ ბიჭს, წავალ ინდოეთში, ვისწავლი ესპანურს…” ამასობაში დრო მიდის, ის არავის უცდის.

Facts.ge გთავაზობთ იფიქროთ ყოველ წამზე და წარმოგიდგენთ სიას, რისი გაკეთებაც უნდა მოასწროთ სიბერემდე.

 

1. შეხვდით განთიადს უჩვეულო ადგილას

ეს შეიძლება იყოს პატარა კუნძული ოკეანეში, ან რომელიმე სახლის სახურავი, ნებისმიერი ადგილი. და არ დაგავიწყდეთ სურვილის ჩაფიქრება მზის სხივების თანხლებით.

2. იმოგზაურეთ

ამბობენ, რომ ადამიანი, რომელიც ფულს აგროვებს არა ნივთების, არამედ მოგზაურობისთვის, ბევრად მეტ რამეს იძენს. მართლაც, თუნდაც უბრალო გამგზავრება მეზობელ ქალაქში აღმოგაჩენინებთ ახალ სამყაროს. რამდენ საიდუმლოებას ინახავენ ქვეყნები! სხვათა შორის, ავსტრალიაში შეგიძლიათ ასეთი სელფიც გადაიღოთ.

3. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის

უფროს დებს და ძმებს მუდამ ბევრი საქმე აქვთ, თუმცა მათ არასდროს დაენანებათ დრო უმცროსი დედმამიშვილებისთვის. სულ მალე ისინი წამოიზრდებიან და გაგიჩნდებათ მათთან მეტი საერთო.

4. კაიტსერფინგი თეორიაში? მხოლოდ პრაქტიკა

 მოგწონთ ვიოლინოზე დაკვრა ან ჰიპ-ჰოპი? ან იქნებ, უკვე წაიკითხეთ სტატიები სკეიტბორდინგსა და კეიტსერფინგზე? დროა, თეორიიდან პრაქტიკაზე გადახვიდეთ.

5. დაამარცხეთ ფობია

დიდ ხანს შეიძლება გეშინოდეთ სიბნელის, წყლის, სიმაღლის… თუმცა შეიძლება დაამარცხოთ ეს შიშები და ბევრად გაძლიერდეთ.

6. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს ესაჭიროება

 შეიძლება თქვენ ზუსტად ის კეთილი ადამიანი ხართ, ვინც ვიღაცას სადღაც სჭირდება. სიკეთის კეთება კი შეგიძლიათ მარტივი რამიდან დაიწყოთ, მაგალითად, მოამარაგოთ მცირეოდენი საჭმლით უახლოესი ცხოველების თავშესაფარი.

7. განახორციელეთ თქვენი ყველაზე წარმოუდგენელი პროექტი

ყველაფერი გამოვა. თქვენი პირველი ნაბიჯი განხორციელებისთვის პატარა გამარჯვებაა.

8. ნებისმიერ სიტუაციაში გამონახეთ დრო სწავლისთვის

 გამოცდები შეუმჩნევლად გვიახლოვდება. ნებისმიერ დროს, როცა შესაძლებლობა მოგეცემათ, დაუთმეთ დრო სწავლას.

9. შეეჯიბრეთ, რათა მიაღწიოთ მეტს

კონკურენცია დაგეხმარებათ გაიზარდოთ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს კულინარია, მშენებლობა, დიზაინი, კინეემატოგრაფია თუ არქეოლოგიური გათხრები. არ დაჯერდეთ მიღწეულს.

10. გამოიყენეთ მომენტი, რათა ისწავლოთ ოსტატისგან

შეცდომების დაშვებისას შეიძლება, რომ მიიღოთ გამოცდილება. თუმცა, შეგიძლიათ შეამციროთ მათი რაოდენობა, თუ მოძებნით კარგ მასწავლებელს.

11. გაემგზავრეთ მეგობრებთან ერთად კარნავალზე

მხიარული გარემო, ემოციები და ორიგინალური მონაწილეები. ამის გამოტოვება არ შეიძლება!

12. აისრულეთ ბავშვობის ოცნება

ჩვენ ვოცნებობთ და წარმოვიდგენთ საკუთარ თავს სხვადასხვა ამპლუასა და პროფესიაში. რაღა გიშლით ხელს ოცნების ასრულებაში?

13. იცეკვეთ გუბეებში უცხო ქალაქში

დატკბით ახალგაზრდობით და გულწრფელი გრძნობებით. გიხაროდეთ მზე, ქარი, წვიმა. იყავით რომანტიკოსები.

14. იყავით ის, რაც ხართ

 ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზები “ეს ნორმალურია”, “ეს მიღებულია”… მაგრამ თუ საქმე მიდის ხელოვნებასა და ნიჭის გამოვლენაზე, ყველა ეს წინაღობა ქრება. თქვენ ხართ ის, რაც ხართ. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენს სიმღერას ყველა მოისმენს.

15. იბრძოლეთ თქვენი სიყვარულისთვის

16543115-9c67d35dd0ee-1470995868-650-47e30069ab-1471583732

 ურთიერთობები იწყობა არა მხოლოდ ბედნიერ მომენტებზე. “წინააღმდეგობები” სიყვარულში შეიძლება გაჩნდეს როგორც ურთიერთობის დასაწყისში, ისე 1 წლის შემდეგაც. სწორედ ეს იქნება თქვენთვის გამოცდა, რომელიც გამოცდის თქვენს წყვილს.

16. არ გეშინოდეთ გაჭუჭყიანების, როცა ზრუნავთ ჩვენი პლანეტის სისუფთავეზე

 დედამიწა ერთი გვაქვს. ის ჩვენი სახლია და უნდა ვიზრუნოთ მასზე.

17. თავი დააღწიეთ თუნდაც ერთ ცუდ ჩვევას

არავინაა იდეალური. თუმცა ცუდ ჩვევებს შორის არის ისეთებიც, რომლებზეც სამუდამოდ უნდა თქვათ უარი.

18. გამოავლინეთ კრეატიულობა

ნებისმიერ ადგილას, სამსახურში, სახლში, ქუჩაში, ყველგან გამოავლინეთ თქვენი კრეატიულობა. უბრალო გასეირნებაც შეიძლება სანახაობად გადაიქცეს.

19. შეიკრიბეთ მეგობრებთან ერთად კოცონთან. და არანაირი გაჯეტი!

დისკუსიები სოციალურ ქსელებში, ონლაინ კონფერენციები, სკაიპით საუბარი… ტექნოლოგიები- ეს მშვენიერია. თუმცა, თქვენ ვერასდროს დაივიწყებთ სასიამოვნო საღამოს კოცონთან მეგობრების გარემოცვაში.

20. დაეკითხეთ რჩევებს ბებიას

ცდებით, თუ გგონიათ, რომ ბებიამ წარმატება მარტო ნამცხვრების ცხობაში ნახა. ჩვენს ბებიებს ბევრი საიდუმლო აქვთ. ზოგჯერ შეიძლება მასთან საუბარი უფრო გამოგადგეს, ვიდრე რაიმე ტრენინგი.

21. დააკვირდით ბუნებრივ მოვლენებს არა მხოლოდ ინტერნეტში

ულტრათანამედროვე ნოუთბუქი და უაზლესი ტელევიზორის ეკრანიდან დანახული ვერასდროს შეედრება ცოცხალი ბუნების ცქერით გამოწვეულ სიამოვნებას. გახდით მოვლენების თანამონაწილე.

22. არ იფიქროთ გერეგნობაზე და უბრალოდ ჩაეწერეთ ცეკვის გაკვეთილებზე

ვინ თქვა, რომ თქვენი სიმაღლე, წონა ან მოძრაობები შეგიშლით ხელს ცეკვაში? აქ არ არის შეზღუდვები. უბრალოდ იცეკვეთ გულით და ყველაფერი შეიცვლება.

23. არ გეშინოდეთ პასუხისმგებლობის

არის გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. როცა ვიღებთ ვიღაცის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას, ვიზრდებბით, ვბრძენდებით და ბევრად ბედნიერები ვხდებით.

24. გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მთელი სამყარო ღიაა!

ბედისწერა მუდამ გამოცდებს გვიმზადებს. ამავდროულად, ის ბედნიერ წუთებს გვჩუქნის. ახალგაზრდობა ხომ მშვენიერია- სამყაროს ყველა გზა ღიაა. არ დაგავიწყდეთ, გაივლის წლები, ეს შეგრძნებები კი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში!

კომენტარები: