,

25 ნახატი, რომელიც შემოდგომის ჯადოსნურობას ასხივებს

შემოდგომა სავსეა რომანტიკით და განსაკუთრებული ემოციებით. ბუნება ოქროსფრად და იისფრად ანათებს, ადამიანები უფრო სენტიმენტალურები ხდებიან, ხოლო შთაგონებული მხატვრები იწყებენ შემოქმედებას. მათ განსხვავებულ ნამუშევრებში ჩანს ყველაფერი ლამაზი: ფერადი ტყეები, მეგაპოლისები წვიმის ფონზე და ფოთლებით სავსე ქუჩები…

გთავაზობთ დატკბეთ იმ მხატვრების ნამუშევრებით, რომლებიც შეყვარებულნი არიან შემოდგომაზე.

გი დესატის ქალაქური მელოდიები

1 2

ნიჭიერი ფრანგი მხატვარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია ნამყოფი. მის ნახატებზე შეგვიძლია დავინახოთ იაპონიაც და ამერიკაც. მაგრამ გი დესატისი ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევრები ეძღვნება ყველაზე რომანტიკულ ქალაქს დედამიწაზე  — პარიზს.

აბე ტოშიუკის მაგიური აკვარელი

3 4 5

იაპონელი მხატვრის აბე ტოშიუკის საოცარი აკვარელები ფილოსოფიურ ხასიათზე გვაყენებს. მნიშვნელოვანია უმცირესი დეტალები: მდინარის შხეფები, ფოთლების შრიალი, საკურას ფოთლების სინაზე… მხატვრის აზრით, “ხელოვნება — ეს მაყურებლის სულის სარკეა”, ამიტომ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ გადასცეთ ნებისმიერ ნახატს თქვენი განწყობა.

პიტერ მიორკ მიონსტედის ულამაზესი რეალობა

6 7

პიტერ მიორკ მიონსტედი, ცნობილი მხატვარი-რეალისტია დანიიდან. მის ნამუშევრებში ძირითადად სოფლის გარემოს, ტყეებს და მდინარეებს ვხვდებით. პეიზაჟის სიუჟეტის სიმარტივის მიუხედავად ამ ნიჭიერი მხატვრის შემოქმედების დავიწყება შეუძლებელია.

ლორან პარსელიეს მზიანი სამყარო

8 9 10

თუ ღრუბლიანი ამინდები არ მოგწონთ, მაშინ გესიამოვნებათ ფრანგი მხატვრის ლორან პარსელიეს მზიანი ნახატები. ამ პოზიტიური-იმპრესიონისტის ნამუშევრებზე შემოდგომაზეც კი მშვენიერი ამინდია.

ჯონ ატკინსონ გრიმშოს იდუმალება

11 12 13 14

ამ საოცარ მხატვარზე ამბობდნენ, რომ ის “ხატავს მთვარის შუქით, ნისლით და ბინდით”. მისი დიდებული ნახატები თითქოს რაღაც მისტიური აზრით არის სავსე. დღეს ჯონ ატკინსონის ნამუშევრების დათვალიერება მხოლოდ კატალოგებში შეიძლება, რადგან ყველა ორიგინალი უკვე  კერძო კოლექციებშია. არადა ოდესღაც ჯონის მშობლები კატეგორიულად წინააღმდეგები იყვნენ მათი შვილის ამ გატაცებით.

გრემ გერკენის ფერადი სამყარო

15 16 17 18 19

თავისი ნათელი პეიზაჟებით ეს თვითნასწავლი ავსტრალიელი მხატვარი საკუთარ სამშობლოს ამარაგებს. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი ასევე შექმნილია აზიაში, ევროპაში და ამერიკაში მოგზაურობის დროს. მისი დინამიური ნახატები, რომლებიც კლასიკური იმპრესიონიზმის სტილშია შესრულებული, უამრავ ადამიანს შთააგონებს მსოფლიოს გარშემო.

დიმიტრი სპიროსას მომხიბლველი ქუჩები

20 21

მისი დიდებული ნახატების სიუჟეტების უმეტესობას ორიგინალური მხატვარი-იმპრესიონისტი ქალაქის ქუჩებში ეძებს. მოგზაურობის დროს კი ასევე უყვარს ზღვის, ყვავილების და პორტრეტების დახატვა. მის ყველა ნახატში სითბო იგრძნობა. თვითონ დიმიტრი ტაშკენტში დაიბადა, ბერძნულ ოჯახში, ახლა კი მექსიკაში ცხოვრობს.

ჯეფ როლანდის წვიმიანი რომანტიკა

22 23 24

ვის თუ არა ნისლიანი ალბიონის მკვიდრს შეუძლია ზუსტად გადმოსცეს წვიმიანი ამინდი. ჯეფ როლანდი დარწმუნებულია, რომ წვიმა — არ არის მხოლოდ ფიქრის და სევდის მომტანი. მის ნახატებში გვანახებს, რომ წვიმა იდეალურია რომანტიკული შეხვედრებისთვის.

კომენტარები: