მომწონს

25 ფაქტი ფსიქოლოგიიდან,რომელიც დაგეხმარებათ,უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები

ყოველთვის საინეტრესოა რაღაც ახლის გაგება იმის შესახებ, თუ როგორ ვართ მოწყობილები, რა გვამოძრავებს, რაზე დამოკიდებულობით იცვლება ჩვენი ხასიათი და ქცევები.

დღეს Facts.ge-მ მოგიმზადათ რამდნიმე საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტი, რომლებიც დაგეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობების დალაგებაში, ცხოვრებაში და საკუთარ თავთან გამკლავებაში.

  • მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბდა 16-28 წლების ასაკში, შედარებით ხანგრძლივი და მყარია.

  • ქალები მიიწევენ ისეთი მამაკაცებისკენ, რომლებსაც აქვთ დაბალი და ხრინწიანი ხმა, რადგან ისინი უფრო თავდაჯერებულად და ნაკლებად აგრესიულად გამოიყურებიან.
  • ჩვეულებრივად, საუკეთესო რჩევებს იძლევიან ისინი, ვის ცხოვრებაშიც ბევრი რთული მომენტი იყო.
  • რაც უფრო მაღალი აქვს ადამიანს ინტელექტი, მით უფრო ჩქარა ფიქრობს და უფრო გაუგებარი კალიგრაფია აქვს.

ნტტ

  • პირველ პაემანზე შეიძლება ბევრის გაგება ადამიანის ხასიათზე, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ექცევა ის ოფიციანტს.
  • სინამდვილეში,  ჩვენს მანერებზე გავლენას არ ახდენს ემოცია, პირიქით,  განწყობა მოქმედებს ჩვენს საუბარზე.
  • ადამიანები, რომლებსაც კარგად აქვთ იუმორის გრძნობა განვითარებული, არაჩვეულებრივად არჩევენ სხვების ემოციებს.
  • მამაკაცები არ არიან ქალებზე სასაცილოები: უბრალოდ ისინი ხუმრობენ ბევრს და არ ფიქრობენ, მოეწონებათ თუ არა ამ ხუმრობების სიმძიმე გარშემომყოფებს.

  • ნაკლებად კომუნიკაბელური ადამიანები ფლობენ ხელოვნებას, ისაუბრონ საკუთარ თავზე ცოტა, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ გაფიქრებინონ, რომ მათზე ბევრი იცით.
  • ქალებს მამაკაცებზე ორჯერ მეტი ტკივილის რეცეპტორები აქვთ. ამასთან, მათ ასევე ორჯერ მეტად აქვთ ტკივილის ამტანობის უნარი.
  • როდესაც ადამიანი უსმენს სიმღერებს მაღალ სიხშირეზე, ის ხდება ბევრად მშვიდი, მოდუნებული და  ბედნიერი.
  • თუ ფიქრები ღამით არ გაძინებენ, ჩაიწერეთ ისინი. ამით გონება ბევრად უფრო გაიხსნება და გაგიჩნდებათ ძილისკენ მიდრეკილება.
  • შეტყობინებები, რომლებშიც გისურვებენ მშვიდ დილასა და ტკბილ სიზმრებს, ააქტიურებენ ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბედნიერებაზე.

ტტელ

  • თუ თქვენ გააკეთებთ იმას, რაც გაშინებთ, გახდებით ბევრად უფრო ბედნიერები.
  • დღეს, ის დრო, რამდენ ხანსაც ქალს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, შეადგენს 47 საათსა და 15 წუთს.

  • ადამიანები, რომლებიც მუდამ ცდილობენ სხვების გაბედნიერებას, საბოლოოდ, მარტოები რჩებიან.
  • რაც უფრო ბედნეირები ვართ, მით ნაკლები დრო გვჭირდება ძილისთვის.
  • როდესაც გვიჭირავს საყვარელი ადამიანის ხელი, ტკივილს ნაკლებად ვგრძნობთ და ნაკლებად განვიცდით.

ხელი

  • ადამიანებს, მაღალი ინტელექტით, ნაკლები მეგობარი ყავთ, ვიდრე საშუალოსტატისტიკურ ადამიანს. რაც უფრო ჭკვიანია, უფრო შერჩევითია.

  • არსებობს დიდი ალბათობა, რომ ქორწინება იმასთან, ვინც თქვენთვის საუკეთესო მეგობარია, ბევრად მყარია. ამ დროს განქორწინების რისკი 70%-ით მცირდება.
  • ქალები, რომლებსაც უფრო მეტი კაცი მეგობარი ყავთ, ბევრად კარგ ხასიათზე არიან.
  • ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ ორ ენაზე, შეუძლიათ შეიცვალონ პიროვნულად, როცა გადადიან ერთი ენიდან მეორეზე.

მოწე

  • დიდი ხნით მარტოობაში ყოფნა ისეთივე მავნებელია, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევა.
  • მოგზაურობა სასარგებლოა გონებრივი ჯანმრთელობისთვის. ასევე, ის ამცირებს გულის შეტევისა და დეპრესიის რისკს.
  • ადამიანები გამოიყურებიან ბევრად მიმზიდველად, როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რაც მათ ნამდვილად აინტერესებთ.

What do you think?

0 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

ფოტოგრაფი დგება ყოველდღე, რათა გადაიღოს ზამთრის სილამაზე

არქიტექტორებმა დაამტკიცეს,რომ ხვრელშიც შეიძლება მოაწყო კოხტა სახლი