, ,

26 მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი, რომელიც ყველაზე მრისხანე გულსაც კი მოალბობს

სამყარო ჩვენს გარშემო სავსეა გასაოცარი რაღაცებით, რომლის დაჯერებაც ძალიან რთულია. გთავაზობთ ყველაზე საყვარელ და გულისამაჩუყებელ ფაქტებს, რომლებიც მეცნიერულად არის აღიარებული.

1. როცა შეყვარებულები ერთმანეთს თვალებში უყურებენ, მათი გულის რითმა სინქრონულია.

1

2. ზოგიერთ ტყუპ წყვილს შეუძლია ისაუბროს მხოლოდ მათთვის გასაგებ ენაზე.

2

3. პატარა პანდა თავის ფუმფულა კუდს იყენებს სიცივისგან თავის დასაცავად.

3

4. თხებს შეუძლიათ გამოიცნონ სახის გამომეტყველება, და ყველაზე მეტად უყვართ ღიმილი.

4

5. თეთრი დათვები ერთმანეთისთვის რაიმეს თხოვნის დროს, მისალმების ნიშნად ცხვირებს უხახუნებენ ერთმანეთს.

5

6. როდესაც დედა ჟირაფი მზადაა სამშობიაროდ, ის ბრუნდება თავის დაბადების ადგილას, რომ პირმშოს სწორედ იქ აჩუქოს სიცოცხლე.

6

7. მგრძნობიარე საგნების და მოვლენების ანალიზი განწყობას გვიმაღლებს და აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს.

7

8. იაპონური მაკაკები თამაშობენ ფიფქებით გართობის მიზნით.

8

9. მოკლეკუდიანი კენგურო ცნობილია, როგორც ყველაზე მხიარული ცხოველი, მის სახეზე მუდამ ღიმილია.

9

10. როცა ახალშობილი კოალა წამოიზრდება და საკმაოდ მძიმე ხდება ჩანთისთვის, დედა მის ტარებას განაგრძობს უკვე ზურგით.

10

11. ზღვის წავებს მხრებს ქვემოთ აქვთ მოზრდილი ჯიბე საკვების და საყვარელი ქვების შესანახად.

11

12. სანამ წიწილა გამოიჩეკება კვერცხიდან, ის ურთიერთობს დედასთან და დანარჩენებთან სპეციალური ბგერებით, რომელსაც გამოსცემს ნაჭუჭიდან.

12

13. ჩიტი ტუპიკები ირჩევენ ერთ პარტნიორს მთელი ცხოვრებისთვის. ისინი იშენებენ სახლს ფრიალო კლდეზე და ტუალეტსაც კი აწყობენ შორიახლოს.

13

14. ციყვებს შეუძლიათ იშვილონ სხვისი შვილები, თუკი ისინი დარჩნენ მზრუნველობის გარეშე.

14

15. სპილოები ხორთუმებს ხლართავენ ერთმანეთში დიდი სიყვარულის ნიშნად.

15

16. ჩახუტება _ ეს არის ბუნებრივი ანესთეზია.

16

17. ახალშობილი პანდები გასაოცრად პაწაწინები არიან, მათი წონა არ აღემატება ერთ ფინჯან ჩაის.

17

18. ფუტკრები ურთიერთობებს ამყარებენ ცეკვების საშუალებით.

18

19. ძროხებს ჰყავთ საუკეთესო მეგობრები, რომლებთანაც ატარებენ დროის უმეტეს ნაწილს.

19

20. როცა პატარა კენგურუ ძალიან შეშინდება, ის ჩაუხტება დედა კენგურუს ჩანთაში პირდაპირ თავით ქვემოთ.

20

21. როდესაც თამაშობენ ლეკვები, “ბიჭი”ლეკვები ყოველთვის უთმობენ გამარჯვებას “გოგო” ლეკვებს, ფიზიკური მონაცემების მიუხედავად.

21

22. კატები ერთმანეთს ცხვირზე ხახუნით ესალმებიან.

22

23. ღიმილი, რაც არ უნდა არა გულწრფელი იყოს, იწვევს მოგონებებს, რომელიც ბედნიერ მომენტებს უკავშირდება.

23

24. ერთმანეთის ხელის ჩაკიდებით, ჩვენ ვეხმარებით სტრესთან ბრძოლას.

24

25. ცეკვა გვიმაღლებს ხასიათს და გვხდის უფრო ბედნიერს.

25

26. თაგვებს ეშინიათ “ხიცინის”, თუმცა იცინიან, როცა “უხიცინებენ”.

26

 

კომენტარები: