,

30 საჩივარი Google-ის თანამშრომლებისგან, გაუსაძლისი სამუშაო პირობების შესახებ

კომპანია Google ასევე ცნობილია თავისი პოლიტიკით და დამოკიდებულებით პერსონალის მიმართ. კომპანიის შემოსავლის საკმაოდ დიდი წილი გამოყოფილია მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად თანამშრომლებისთვის. ფოტოები გუგლის სხვადასხვა ქვეყნის ოფისებიდან ამის დამამტკიცებელი საბუთია: ასეთ სამუშაოზე შეიძლება მხოლოდ იოცნებო.

თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ ადამიანმა, რომელმაც ისურვა, რომ ინკოგნიტოდ დარჩეს, გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ფაქტები, გუგლში მუშაობის “საზარელ” პირობებზე:

  • მიწევს რომ ძალიან დიდი გზა გავიარო სატრენაჟორო დარბაზამდე. საჭიროა, რომ ჩემს კორპუსთან გახსნათ დარბაზი, ამდენი დრო, რომ არ დავხარჯო იქ სასიარულოდ.
  • «ხელმძღვანელობა» ერთზე მეტ გვერდს იკავებს.
  • ეს უფასო ასდოლარიანი ყურსასმენები ვარცხნილობას მიფუჭებს.
  • ყოველ ჯერზე, როცა დილას მასაჟზე მივდივარ, ჩემს სახეზე საღამომდე რჩება ბალიშის კვალი.
  • 8-დან 5 მაისური, რომელიც წელს მაჩუქეთ არის შავი. ეს ძალიან მაღიზიანებს. მე ცისფერი უფრო მომწონს.
  • კორპორატიულის დროს პარაშუტებით გადმოხტომისას, შეგვპირდნენ, რომ თავისუფალი ვარდნა 50 წამი გაგრძელდებოდა, თუმცა როცა ვიდეოს გადავხედე, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ 41 წამით გრძელდებოდა.
  • ჩემი ოცდაათდიუმიანი მონიტორი მთების პეიზაჟს მიფარავს.

11

  • ვერ ვხედავ განსხვავებას მასაჟორი სავარძელის ფუნქციებს: “მოდუნება”, “რეგენერაცია”, “ძალების აღდგენა” შორის.
  • ზოგჯერ, როცა რაიმე სასმელის ასაღებად მივდივარ სამზარეულოში, აღმოჩნდება, რომ ისინი ახლახანს ჩაალაგეს მაცივარში და ბოთლებმა ვერ მოასწრეს სათანადოდ გაციება. ამის შემდეგ როგორ ვიმუშაო?
  • საწოლი ჩემს კაბინეტში არ არის საკმარისად გრძელი, რომ ფეხები ბოლომდე გავშალო.
  • იმის გამო, რომ კვირაში 14-ჯერ გუგლში მიწევს ჭამა, ჩემთვის უფრო მომგებიანია, რომ დასვენების დღეებში კაფეში ან რესტორანში ვისადილო, ვიდრე პროდუქტები ვიყიდო. ამის შედეგად, უკვე თითქმის ერთ წელია, რაც არაფერი მომიმზადებია ჩემით და ჩემი კულინალიური ნიჭიც თანდათან ქრება.
  • სადილზე მთელი პიცა ჩემს მოსვლამდე შეჭამეს, მე კი სტეიკის ჭამა მომიწია.
  • როცა სხვა ოფისებში მივდივარ, კომპანიის ხარჯზე, იქაურ სასასადილოებში უცხო კერძებია და მიჭირს არჩევანის გაკეთება.

12

  • ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ როცა კომპანიის მიერ გადმოცემულ ახალ ტელეფონს მივეჩვევი, მაშინვე ახალ მოდელს მაძლევთ და მიწევს მისი თავიდან შესწავლა..
  • მე ვსუქდები შეუზღდავი რაოდენობის, უფასო საკვების გამო.
  • ცოტათ დავიწვი ჩვენს კორპორატიულზე, ჰავაიზე.
  • Charlie-ის კაფეში იყო შეხვედრა ლედი გაგასთან, ამიტომ მომიწია უფრო დიდი გზა გამევლო სასადილომდე.
  • როცა სახლიდან ვმუშაობ, მიწევს, რომ ჩემით მოვამზადო საუზმე, სადილი და ვახშამი.
  • საუზმეზე იმდენს ვჭამ, რომ სადილამდე ვერ ვასწრებ კარგად მოშიებას.

13

  • სათამაშო ოთახში მხოლოდ ერთი პუფია და მომიწია, რომ დავმჯდარიყავი სკამზე,  Call of Duty-ის თამაშის დროს.
  • კლასიკური სათამაშო აპარატების არჩევანი ჩვენს შენობაში შეზღუდულია, ამიტომ მიწევს, რომ სხვა კორპუსში გადავიდე.
  • ჩვენი ავეჯით ავაწყეთ კატაპულტი, მაგრამ ჭერი ზედმეტად დაბალი აღმოჩნდა და ფორთოხლები 45 მეტრზე დიდ მანძილზე ვერ გავუშვით.
  • დილაობით ვერ ვტკბები ჰარბორ-ბრიჯით, რადგან სიდნეიში მზე ამოდის და მიწევს დავხურო ფანჯრები.
  • უფასო მაისური უკვე 3 თვეა არ მიმიღია.
  • მზარეულმა, რომელიც სუშის ამზადებს, კრაბის სალათში ზედმეტად ცოტა სოუსი შეურია.
  • ბილიარდის ჯოხების ცარცის და მაგიდის ფერი არ შეესაბამება ერთმანეთს.
  • ჩემი ოფისიდან ჩანს ბეი-ბრიჯი, მე კი მინდა, რომ “ოქროს კარიბჭის” ხიდი ჩანდეს. ის უფრო ლამაზია.
  • ჩემი სამუშაო ადგილი განთავსებულია ერთი და იგივე მანძილის დაშორებით ორი სამზარეულოსგან და ყოველ ჯერზე მიწევს გადავწყვიტო, რომელ მათგანში შევიდე.

კომენტარები: