,

30 საიტი, სადაც შეგიძლიათ ყველაფერი შეისწავლოთ

Facts.ge-მ აქამდეც წარმოგიდგინათ სასარგებლო საიტების სია, რომელსაც აღმოაჩენდით ინტერნეტში. ამ პოსტში არის ყველაზე მაგარი ინტერნეტ-სერვერები, რომლებიც გინდება, რომ გახსნა, გახალისდე და მოწყენილობა მოიკლა.

საიტები მათთვის, ვინც ძალიან  მოწყენილია

საიდუმლო კარი

01

კარი ტელეპორტაციისთვის. ყოველი მისი გაღებისას თქვენ მოხვდებით მსოფლიოს ულამაზეს ადგილებში, რომლებიც არსებობს რეალურად- ეს შეიძლება იყოს პატარა ქოხი ზღვის ნაპირას, ან ძველი თეატრის შენობა ლონდონში. საინტერესო და თავგადასავლებით სავსეა.

GeoGuessr

02

Google maps-ის მეშვეობით საიტი გაგდებთ სხვადასხვა ადგილზე, რომელიც უნდა გამოიცნოთ და აჯობოთ სხვებს.

ელექტრონული თამაშების ვირტუალური მუზეუმი

03

მასში არის როგორც საზღვარგარეთის, ისე საბჭოთა დროის თამაშები. მთავარია, რომ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ არა მხოლოდ დატკბეთ პირველი ელექტრონული თამაშებით, არამედ ითამაშოთ კიდეც!

სახატავი Harmony

04

აქ მაუსის მარტივი მოძრაობები იქცევა ფანქრით ნახატ ესკიზად. რა თქმა უნდა, ხატვას ამით ვერ ისწავლით, თუმცა ახლობლების გაკვირვებას შეძლებთ. აი რა დახატა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

პანორამები

05

მაღალი ხარისხის პანორამები, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქალაქები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 360 ვიდეო კატეგორიას, სადაც შეგიძლიათ ჩართოთ მაღალი ხარისხის ვიდეო და იმოგზაუროთ სხვადასხვა ქალაქებში (mouse-ის მეშვეობით კი ვიდეოში მოგზაურობა გაცილებით საინტერესო ხდება).

დაიჭირე შავი კატა

06

ძალიან საინტერესო თამაშია. ყვითელი ბურთები უნდა აქციოთ მწვანედ კატის გარშემო, რათა დაიჭიროთ. თუმცა, ეს კატა საკმაოდ სხარტი და მოუსვენარია, ამიტომ ბევრი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

100 ათასი ვარსკვლავი

07

თითქმის ნამდვილი მოგზაურობა კოსმოსში დეტალურად დამუშავებული, რეალისტური მოდელით. წინ ძალიან საინტერსო მოგზაურობა გელით.

მათთვის, ვისაც უყვარს ჩხირკედელაობა

ოსტატების გამოფენა

08

ეს არის ადგილი ხელოვნების მოყვარულთა ბლოგებისთვის. ყოველ მომხმარებელს შეუძლია შექმნას თავისი მაღაზია, ან უბრალოდ გაუზიაროს სხვებს თავისი ნამუშევრები. ასევე, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვდასხვა ხელნაკეთი ნივთი.

Esty

09

უმსხვილესი მსოფლიო საიტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები, გაუზიაროთ სხვებს საკუთარი ნამუშევრები და თვითონაც დაიტვირთოთ იდეებით.

The Things We Do

010

საიტი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ იდეები ტანსაცმლის, აქსესუარების, საჩუქრებისა და სხვა ნივთების შესაქმნელად. ყველა მათგანი იმდენად საოცარია, რომ აუცილებლად მოგინდებათ თქვენც შექმნათ რაღაც. მითუმეტეს, რომ თითოეულ ნივთს მოყვება დაწვრილებითი ფოტოინსტრუქცია.

მოხატვა-ანტისტრესი

011

ეს არის საქმიანობა მათთვის, ვისაც ხატვა უყვარს. შეგიძლიათ განიტვირთოთ და დაკავდეთ მოხატვით.

კალიგრაფია

012

უყურეთ ამ გაკვეთილებს და თქვენ შეძლებთ, გქონდეთ იდეალური ნაწერი. თქვენ ისწავლით ასოების სწორად და ლამაზად გამოყვანას.

სკრაპბუკინგი

013

აქ თქვენი წარმოსახვის უნარს შეგიძლიათ ბოლომდე მისცეთ გზა. დაამზადეთ უნიკალური ბარათები, ალბომები და ინტერიერის ნივთებიც კი.

ორიგამის სამყარო

014

საიტი სავსეა იაპონური ორიგამებით. შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა სირთულის ორიგამი, ვიდეო და გაკვეთილებიც.

გააკეთე შენით

015

სინათლით ხატვა

016

ეს არამარტო ინტერნეტ რესურსია, არამედ ნამდვილი არტ-პროექტი. საიტზე ნახავთ ყველაფერს სინათლით ხატვის შესახებ.

იდეების ზღვა

017

საიტზე თქვენ ნახავთ უნიკალურ მასტერ-კლასებს და იდეებს, შეივსებით შთაგონებით, როცა დაათვალიერებთ აღიარებული ოსტატების ნამუშევრებს. ამასთან, ოსტატად თქვენც იქცევით, თუ გააცნობთ ხალხს საკუთარი მუშაობის შედეგს.

Pinterest

018

შეიყვანეთ თეგი “handmade” და დატკბით ლამაზი და ორიგინალური ნაკეთობებით. როგორც წესი, ყველას მოყვება ინსტრუქცია ან საიტის ლინკი, სადაც შეძლებთ მის პოვნას.

მათთვის, ვისაც რაიმე ახლის სწავლა სურს

Wep-paint-ით ხატვა

019

თუ სკოლაში ხატვის გაკვეთილებმა თქვენი ხატვის სურვილი სამუდამოდ დაასამარა, Web-paint დაგიბრუნებთ იმედს. ნაბიჯ-ნაბიჯი გაკვეთილები საშუალებას მოგცემენ, ისწავლოთ ბაზისური ხატვა ფანქრით. დროსთან ერთად შესაძლებელია ისწავლოთ სხვა უფრო რთული ტექნიკაც.

სირბილის დაწყება

020

სრბილის დროს ადამიანის თითქმის ყველა კუნთი მოძრაობაშია. შედეგი- გაუმჯობესებული ტვინის მუშაობა, ამაღლებული ტონუსი და კარგი თვითშეგრძნება. აქ თქვენ ისწავლით, როგორ უნდა ირბინოთ სწორად, რომ ამ ყველაფერს მიაღწიოთ.

ფიტნესით დაკავება Vfitnesse-სთან ერთად

021

საიტი, სადაც არის ვარჯიშები ბოდიბლდინგში, ვორქაუთში, იოგაში, ქროსფიტში და ა.შ

მულტფილმების შექმნა “მულტატორთან” ერთად

022

ყველა ხატავდა ბავშვობაში რვეულში ნახატებს, რომლებიც, ჩქარი გადაფურცვლისგან მოძრაობდნენ. “მულტატორი” გთავაზობთ დახატოთ რამდენიმე კადრი და შემდეგ უყუროთ თქვენს მულტფილმს. ეს სულაც არაა ძნელი.

ქვიშით ხატვა

023

თუ თქვენ ოდესმე გნდომებიათ ქვიშით ხატვა, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ საიტს. ფერადი ქვიშის წყალობით თქვენ შეძლებთ სხვადასხვა ნახატის შექმნას. თავდაპირველად თქვენ უბრალოდ კურსორით უნდა დაყაროთ ქვიშა ეკრანზე. ნახატის შექმნის შემდეგ შეგეძლეებათ ის კომპიუტერში შეინახოთ.

წარსულში მოგზაურობა World Hitory Map-თან ერთად

024

ამ საიტზე წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა მსოფლიო რუკა ძვ.წ.აღ 3000 წლიდან. ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ძველ სახელმწიფოებსა და იმპერიებზე.

გიტარაზე დაკვრის სწავლა GuitarProfy-სთან ერთად

026

ამ საიტზე დაგროვებულია დიდი ოდენობით ინფორმაცია როგორც ახალბედებისთვის, ისე მათთვის, ვისაც უბრალოდ უნდა საკუთარი შესაძლებლობების გაღვივება. აქ შეძლებთ ისწავლოთ აკორდები, გიტარაზე დაკვრა და მიიღოთ ბევრი რჩევა.

ტექსტის უცებ აკრეფა

027

არსებობს ბევრი ტრენაჟორი ტექსტის აკრეფის სიჩქარის გასაუმჯობესებლად. მაგრამ ეს საიტი ყველაზე მხიარულია. აქ თქვენ და სხვა მონაწილეებს გეძლებათ ტექსტი და გარკვეული დრო. რაც უფრო ჩქარა კრეფთ, მით უფრო სწრაფად მიდის თქვენი ავტომობილი. ივარჯიშეთ და მოიგეთ რბოლები სხვა მომხმარებლებთან.

DanceDB-სთან ცეკვა

028

შრომისმოყვარეობა, საკუთარი თავის რწმენა და იდეალური ფიგურა- აი რა მოტივაცია გჭირდებათ ცეკვის დაწყებისთვის. თუ არ გსურთ ეგრევე ჯგუფური გაკვეთილები, შეგიძლიათ შემზადება სახლში გაიაროთ.  dancedb-ის საიტზე არის გაკვეთილები ცეკვის ყველანაირ სტილზე, იქნება ეს თანამედროვე თუ კლასიკური.

უცხო ენის სწავლა ამ ენის მატარებელთან ერთად

029

Livemocha – პოპულარული საშუალება ენების შესასწავლად. სწავლება მიმდინარეობს პრინციპით- “ასწავლე და გასწავლიან”. აქ გთავაზობენ სავარჯიშოებს, რომელთა შევსების შემდეგადაც სისწორეს ამ კონკრეტული ენის მატარებლები ადგენენ. ასევე, აქ შეგიძლიათ უბრალოდ ელაპარაკოთ სხვებს გერმანულად.

ისტორიასა და კულტურაში გარკვევა

030

პროექტი “არზამასი” მოიცავს კურსებს ისტორიის, კულტურის და ლიტერატურის სფეროში.

უამრავი რამის სწავლა “უნივერსარიუმში”

031

საიტზე უნივერსარიუმი თქვენ იპოვნით უამრავ სასარგებლო ინფორმაციას და კურსებს ნებისმიერ თემაზე: მათემათიკა, ქიმია, ეკონომიკა, ხელოვნების ისტორია- ნებისმიერი რამ, რაც მოგინდებათ. და ეს ყველაფერი აბსოლუტურად უფასოდ.

კომენტარები: