,

15 ეფექტური საშუალება მაგიდის დასაცარიელებლად

სხვადასხვა ნივთით დატვირთული სამუშაო მაგიდა ყურადღების მოკრებას და მუშაობას ხელს უშლის. საჭირო ნივთის ძებნის პროცესი კი შეიძლება ნერვულ ყვირილამდეც მივიდეს. დალაგებული სამუშაო სივრცე შეგიქმნით კარგ გაწყობას და მოგცემთ სტიმულს.

Facts.ge-მ შეგიგროვათ  იდეები, თუ როგორ გაანაწილოთ ყველა ნივთი ლამაზად და კომფორტულად სათავსოებში.

 

 Tiffany-ს სტილში

01

ტევადი ქაღალდის პაკეტები მშვენიერი იდეაა მათთვის, ვისაც სამუშაო მაგიდის გათავისუფლება უნდა. კედელზე მიმაგრებული ეს ნივთები ლამაზიცაა და პრაქტიკულიც.

ფერადი მაგიდის ორგანაიზერი

02

ასეთი ორგანაიზერი შეგიძლიათ ტუალეტის ქაღალდის რულონის კარდონისგანაც შექმნათ- მინიმალური დანახარჯი და მაქსიმალური პოზიტივი.

საიდუმლო სათავსო

03

თუ სამუშაო მაგიდასთან ახლოს არის კარადა, კომოდი ან დამალული თაროები- ეს ნამდვილი გამართლებაა.

ხარისხიანი დახარისხება

04

ნივთების სხვადასხვა ყუთში ლამაზად განაწილებით თავიდან აირიდებთ არეულობას. საჭირო ნივთის მარტივად მოძებნისთვის კი ყველა სათავსოს თავისი სტიკერი მიამაგრეთ საჭირო წარწერით.

სათავსო წიგნებით

 

05

ასეთი სათავსო აუცილებლად გაახარებს წიგნების მოყვარულებს და არამარტო.

ხის სათავსო კალმებისა და ფანქრებისთვის

06

ამის გასაკეთებლად დაგჭირდებათ ხის ნაჭერი და ცოტა მამაკაცის დახმარებაც.

დაფა საჭირო ნივთებისთვის

07

ასეთი დაფა დაგეხმარებათ ყველა საჭირო ნივთი გქონდეთ ახლოს და არაფერი არ დაგავიწყდეთ.

ფერადი სათავსო ფურცლებისთვის

08

ხის თხელი ყუთის, მაკრატლის, სკოჩისა და ფერადი ფურცლების მეშვეობით შესაძლებელია ლამაზი და პრაქტიკული სათავსოს დამზადება.

ხალიჩა ჯიბეებით

09

მარტივი გადაწყვეტა მათთვის, ვინც კარგად ხმარობს ნემსსა და ძაფს. პატარა ხალიჩის შეკერვით თავისი ჯიბეებით შესაძლებელია მარტივად მოაგვაროთ არეულობა სამშაო მაგიდაზე.

დაკიდული სათავსო ფანქრებისთვის

010

მაგიდაზე უწესრიგობის თავიდან აცილებისთვის შესაძლებელია დაკიდული სათავსოების გამოყნებაც.

დაფების კოლაჟი

011

არ არის აუცილებელი სამუშაო დაფა იყოს ერთი და დიდი. მეტად მარტივი და საინტრესოა რამდენიმე ვარიანტის გამოყენება

ელეგანტური სათავსოები

012

ერთ თასზე დაამაგრეთ სხვადასხვა ფორმის რკინის, პლასტმასისა და თუნუქის ქილები. ამით გამოგივათ ფუნქციური და ორიგინალური სათავსო საკანცელარიო ნივთებისთვის.

 გამყოფი ყუთისთვის

013

ნივთები ყუთში ერთმანეთში არეული რომ არ ეყაროს შესაძლებელია მარტივი გამყოფების დამზადება.

გეომეტრიის მოყვარულებისთვის

014

ორიგინალური კედლის ორგანაიზერი მათთვის, ვისაც უყვარს გეომეტრიული ფიგურები. თუ როგორ გადავაქციოთ მუყაო ხელოვნების ნიმუშად

დამატებითი ადგილი

015

თუ მაგიდაზე ადგილი არ გყოფნით, გამოიყენეთ სივრცე მის გარშემო.

კომენტარები: