, ,

იდეალური ქალი მამაკაცისთვის ზოდიაქოს მიხედვით

ყველა მამაკაცს, უნდა, გვერდით ჰყავდეს ლამაზი და ჭკვიანი ქალი, რომელიც იქნება კარგი დიასახლისი და შეყვარებული. თუმცა, ყველა კაცს თავისებური აღქმა აქვს ამ თვისებების. ერთი იდეალურ  ქალად თვლის მას, ვინც გემრიელ კერძებს ამზადებს, მეორე კი- მას, ვინც იცავს იდეალურ სისუფთავეს, მესამესთვის კულინარიული შესაძლებლობები საერთოდ არაფერს ნიშნავს, მთავარი ქალის სილამაზე და სექსუალურობაა.

იდეალური ქალის მოძებნა შეგიძლიათ, თუ მოსუმენთ ასტროლოგიას, რომელიც დაგანახებთ, თუ ვინ შეგეფერებათ ზოდიაქოს მიხედვით და ეს დაგეხმარებათ, იპოვოთ ის ერთადერთი.

 

ვერძი

ქალი ვერძი — ცხარე ტემპერამენტი და თავდაჯერებულობა! ამასთან, ის უნდა იყოს გახსნილი და გულწრფელი კარგად განვითარებული იუმორის და პასუხისმგებლობის გრძნობით. ის ძალიან ეჭვიანია, ამიტომ ითხოვს ერთგულებას. თუ თქვენ გაქვთ მუქი თმა, ღრმა მზერა, დიდი, მგრძნობიარე ტუჩები, საშუალო სიმაღლე, ქალური ფორმები, მაშინ რჩეული მამაკაცის ფავორიტების რიგში ხართ.

მამაკაცი ვერძი ძალიან მომთხოვნია თავისი პარტნიორის მიმართ. მას უნდა, გვერდით ჰყავდეს ტემპერამენტიანი, გახსნილი, თამამი, გულწრფელი და ერთგული ქალი, რომელსაც კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა აქვს. უპირატესობას ანიჭებს შავთმიან ქალებს, ქალური ფორმებითა და მგრძნობიარე ტუჩებით.

ვერძს შეიძლება მოეწონოს განსაკუთრებულად თავდაჯერებული, ნათელი, ენერგიული ქალი. ნებისმიერი გამოვლინება სისუსტის მასში ზიზღის გრძნობას გამოიწვევს. ასევე, ვერძი აფასებს თავის მოვლას და სილამაზეს. ამასთან, მას მოეწონება, როცა ბევრ მამაკაცს მოხიბლავთ, თუმცა, ამავდროულად გაბრაზდება კიდეც. თუმცა, ეს დაეხმარება, ჩაიგდოს ხელში თქვენი თავი.

 

კურო

ქალი კურო — შეუძლია შექმნას სასიამოვნო ემოციური ატმოსფერო და გამოირჩევა კულინარიული შესაძლებლობებით. კუროს იდეალურ ქალს აქვს მშვიდი, გაწონასწორებული ბუნება, არის კონსერვატიული და სანდო. ამასთან, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ინტელექტუალურია. გარეგნულად ეს არის მიმზიდველი ქალი მიწიერი შეხედულებებით ცხოვრებაზე.

მამაკაც კუროს უნდა გვერდით ჰყავდეს ქალი, რომელსაც ექნება მისნაირი გემოვნება და რომელიც შეუქმნის ჰარმონიას. მისი იდალური ქალი არის მშვიდი, გაწონასწორებული, საიმედო ქალი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ კულინარიული შესაძლებლობებითაც.

კუროს უყვარს ჭკვიანი ქალები. მას სჭირდება ენერგიის წყარო, რომელიც მუდამ შეავსებს. გამოიჩინეთ თავი, როგორც კარგმა დიასახლისმა, მიიღეთ თამამი გადაწყვეტილებები და დაანახეთ, რომ თქვენი იმედი უნდა ჰქონდეთ.

 

 ტყუპები

ქალ ტყუპებს აქვს განსაკუთრებული სულიერი სამყარო. იდეალური ქალი მეგობრული, მიუკერძოებელი და ერუდირებულია. ყველაფერში კარგს ეძებს. არასდროს მოგახვევთ თავზე თავის წრეს. ეს ქალი სახლში არ დაუშვებს ისტერიკას და ჭურჭლის მტვრევას. ის ნიჭიერი და კარგად აღზრდილია. სავარაუდოდ, ის ლამაზი ტანის, შავგვრემანი ქალია მიზანმიმართული სიარულით.

მამაკაცი ტყუპები  კმაყოფილი იქნება მეგობრული, ერუდირებული და კარგად აღზრდილი ქალით. მისთვის მთავარია, რომ მის რჩეულს შეეძლოს არა მხოლოდ ცუდის, არამედ კარგის დანახვაც ცხოვრებაში. ის უნდა იყოს გატაცებული მუსიკით, ცეკვით ან ხატვით. ის ვერ აიტანს თავხედ ქალს, რომელიც თვლის, რომ ყვირილით და ჩხუბით გადაწყვეტს რამეს. მას მიიზიდავს ლამაზი ტანის შავგვრემანიქალი.

ტყუპებს მოეწონება ქალი, რომელიც დაიჭერს გარკვეულ დისტანციას. არ უნდა იყოთ პირდაპირი, თქვენი “გახსნილი და სუფთა შინაგანი სამყარო” მას ნაკლებად აინტერესებს. მას ხიბლავს საიდუმლოებები, ეს უჩენს ინტერესს. კაც ტყუპეებს მუდამ უნდა აფიქრებინოთ, იქნებ არ გიყვართ?იქნებ სხვა გყავთ? მოკლედ, მეტი ინტრიგა…

 

კირჩხიბი

ქალ კირჩხიბს შეუძლია იყოს ალტრუისტი, რომელიც არ დაკმაყოფილდება ცოტას და თავს მოგიძღვნით ბოლომდე. სავარაუდოდ, ის ქერათმიანი და ცისფერთვალება ქალია. ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის იდეალურია მოსიყვარულე დედა, მზრუნველი ქალი, რომელიც კარგად უმკლავდება საშინაო საქმეებს და არის ერთგული. ქალი, რომელიც მოაგონებს დედას.

მამაკაცი კირჩხიბი ოცნებობს ერთგულ ქალზე. მისი იდეალური ქალი:  ქერა, გრძელთმიანი ქალი ღია ფერის თვალებით. თუ ის მზადაა, მიეცეს პარტნიორს ბოლომდე, იყოს კარგი კულინარი და დიასახლისი, მაშინ ის კირჩხიბის იდეალია.

კირჩხიბს მოსწონს ქალი, რომელიც ყველა მის პრობლმას აგვარებს. ის სიამოვნებით მოგცემთ საშუალებას, გაუძღვეთ ურთიერთობას. ინტელექტუალური, განათლებული ქალი ლიდერი- აი მისი იდეალი. ამასთან კირჩხიბი სენტიმენტალური და რომანტიკულია. უნდა მიაქციოთ ყურადღება სულიერ სამყაროს. უბრალოდ ლამაზი ქალი მას არ დააკმაყოფილებს.

 

ლომი

ქალი ლომი  — თავგადასავლების მაძიებელი მხიარული ქალი, რომელსაც უყვარს მოგზაურობა და ბავშვები. მას უნიკალური ხასიათი აქვს. ის უნდა ასხივებდეს შინაგან ძალას, თავდაჯერებულობასა და ღირსებას. მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს კარგი ფიგურა და ჰქონდეს მდიდარი შინაგანი სამყარო.

კაც ლომს  სჭირდება მხიარული, აქტიური, პოზიტიური ქალი. მისი იდეალური თანამგზავრი იქნება ეფექტური, ერთგული ქალი, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სახლში მყუდროება, უნდა იყოს თავგადასავლების და მოგზაურობის მოყვარული. ლომი აფასებს ერთგულებას. ამასთან, მას სამოვნებს სხვების ყურადღება თავისი რჩეულის მიმართ.

ლომს მოსწონს ყვლაფერი გამორჩეული. რათა მიიქციოთ მისი ყურადღება, საჭიროა საკუთარი ღირსებების დემონსტრირება. თქვენი სილამაზე იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც თავის წარმოჩენის უნარი. ამასთან, ლომს შეიძლება მოულოდნელად მოეწონოს ქალი, რომელიც არის მეოცნებე და დაფრინავს ღრუბლებში.

 

ქალწული

ქალ ქალწულს აქვს რბილი, დამყოლი ხასიათი. ის ზრუნავს სახლის სისუფთავესა და ურთირთობაზე ფრთხილად, პედანტურად. ის ბვრს ფიქრობს, სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამს. სავარაუდოდ, ის ყავისფერთმიანი ქალია ლამაზი ფიგურით.

მამაკაც ქალწულს სურს გვერდით ჰყავდეს დამყოლი, მოწესრიგებული, პედანტური ქალი. იდეალური ქალი მას გაუგებს უსიტყვოდ, გამოხატავს თანადგომას ხელის ერთი შეხებით. ის ზრუნავს ურთიერთობების სისუფთავეზე.

ქალწულს მოსწონს კარიერისტები. თქვენი მუშაობით გატაცება, პირველობის სურვილი და წარმატება დიდად მოხიბლავს მას. არ უნდა გამოიჩინოთ ქალური სისუსტეები. თუ თქვენ ნამდვილად მბრძანებელი ხართ, ის მოქცემთ უფლებას, მასზეც იმბრძანებლოთ.

 

სასწორი

ქალ სასწორს შეუძლია დააკმაყოფილოს ყველა ფიზიკური და სულიერი მოთხოვნილება. როგორც წესი, ის კარგი ოჯახის ქალია და მისთვის მთავარია, ოჯახის ყველა წევრმა აღიაროს მისი ავტორიტეტი და მის სიტყვას პატივი სცენ.

მამაკაკი სასწორი  რბილი, მზრუნველი, ოჯახის კაცია, რომელსაც სურს გვერდით ჰყავდეს ქალი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა მის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებას. მან უნდა შეინარჩუნოს ოჯახში სიმშვიდე.

სასწორი დააფასებს თქვენს სილამაზესა და კომუნიკაბელურობას. მეგობრები, პარტნიორები, კოლეგები- თუ თქვენ ხართ ავტორიტეტი მათთვის, მაშინ სასწორს აუცილებლად შეუყვარდებით. მისთვის დიდი მნიშველობა აქვს სხვის აზრს და იმას, რომ მის რჩეულს პატივს სცემდნენ სხვა ადამიანები. თქვენი არალოგიკური ქცევები, ცხოვრებისადმი მარტივი დამოკიდებულება და ხუმრობები ასევე მიიზიდავს სასწორს. ამასთან, უნდა გამოავლინოთ თქვენი ინტელექტი და განათლება.

 

მორიელი

ქალი მორიელი მებრძოლი ქალია, რომელსაც აღფრთოვანებაში მოყავხართ. აქვს კარგი ინტუიცია და ზუსტად იცის, რა უნდა პარტნიორს. ჭკვიანი, ძლიერი, თავის თავში დაჯერებული და ამავდროულად ქალურია.

მამაკაცი მორიელი ოცნებობს  საკუთარ თავში დარწმუნებულ, მამაც, ენერგიულ ქალზე, რომელსაც შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა. მისი იდეალი მამაცი ქალია, რომელსაც აქვს განვითარებული ინტუიცია

მორიელს არ უყვარს სუსტი ქალები, თუმცა უყვარს მბრძანებლობა. ერთდროულად უნდა იყოთ ძლიერი, მაგრამ დამყოლიც. უნდა გქონდეთ კარგი მანერები და იყოთ ელეგანტურები. ვულგარულობა დააფრთხობს მორიელს. თქვენი გრძნობები უნდა იყოს გულწრფელი, ფარსს მორიელი მარტივად ამჩნევს. ის ცოტა რამეს პატიობს, ასე რომ, იყავით ყურადღებით. იყავით თამამები, მაგრამ თავი აარიდეთ დათმობებს.

 

მშვილდოსანი

ქალი მშვილდოსანი კეთილშობილი ქალია. ამასთან, ის უნდა იყოს კარი შეყვარებული, მოსიყვარულე დედა და ეკონომიური დიასახლისი. მისი ფიზიკური მონაცემები მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული 90x60x90-თან. მამაკაცს ურჩევნია, თუ მის პარტნიორს აქვს მსგავსი ინტერესები, გატაცებები და მისწრაფებები.

მამაკაცი მშვილდოსანი  უპირატესობას ანიჭებს სამართლიან, გულწრფელ, თავშეკავებულ, გულკეთილ ქალს, რომელსაც ექნება იდეალური ფიგურა. ის უნდა იყოს მოსიყვარულე და მზრუნველი დედა, კარგი დიასახლისი და ცხოვრების თანამგზავრი.

მშვილდოსანს არ უყვარს ინტელექტუალი ქალები. მათ გარეშეც კარგად იცის, როგორ მოიქცეს. მიეცით მას უფლება, იმბრძანებლოს თქვენზე. რჩევები კითხეთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. არ დაგავიწყდეთ, გაიკეთოთ ლამაზი ვარცხნილობა და მანიკიური.

 

თხის რქა

ქალ თხის რქას — შეუძლია ჩაწვდეს დამალულ ბუნებას. რესპექტაბელური, სტაბილური, მშვიდი და ფრთხილია. პატივც სცემს ოჯახურ ტრადიციებს. რომანტიკულია.

მამაკაცი თხის რქა მგრძნობიარეა, ამიტომ ყველაზე კომფორტულად იქნბა ქალთან, რომელიც შეძლებს, ჩაწვდეს მის ბუნებას. მისი იდეალური ქალი მშვიდი, ფრთხილიმ სტაბილური და რესპექტაბელურია, რომელსაც შეუძლია საკუთარი აზრის დაცვა.

თხის რქას უნდა, რომ მისი პარტნიორი იყოს საუკეთესო. თქვენი სილამაზე და პრაქტიკულობა ძალიან გამოგადგებათ. აუცილებელია გქონდეთ მაღალი სოციალური სტატუსი. იყავით თავდაჯერებული და მიყევით კარიერას. არასდროს იყოთ ზედმეტად სენტიმენტალური, ეს დააფრთხობს თხის რქას.

 

მერწყული

ქალი მერწყული ერთდროულად მეგობარი და დედაა. მას შეუძლია გაგათავსუფლოთ ყოველდღიური რუტინისგან და იყოს თქვენი შთაგონების წყარო. მასთან ყოველი დღე დღესასწაულია. ურთიერთობაში გაურბიან ზედმეტ სენტიმენტალურობას. ბოლომდე არ იხსნებიან.

მამაკაც მერწყულს სჭირდება ძლიერი ქალი, რომელიც გააფერადებს ყოველ დღეს. მას შეუყვარდება მზრუნველი და ნაზი ქალი.

უპირველესად, მერწყული სულიერ ნათესაობას აფასებს. ურთიერთობაში ძალიან მნიშვნლოვანია საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების ქონა. ის ბევრ დროს ატარებს მეგობრებთან, ამიტომ უნდა იყოთ ლოიალური. უნდა შეგეძლოთ ყველა სიტუციიდან ღირსეული გამოსავლის პოვნა.

 

თევზები

ქალ თევზებს აქვს მკვეთრი ინტუიციის გრძნობა. არის ჰუმანური და მშვიდი. მუდამ შეუძლია შეიკავოს ემპოციები და გულწრფელია. პარტნიორს დიდხანს, მაგრამ სწორად ირჩევს. უყვარს ბუნება და ხელოვნება.

მამაკაცი თევზები ოცნებობს ქალურ, მშვიდ და კეთილ ქალბატონზე. მისი იდეალია ის, ვისაც აქვს ინტუიციის გრძნობა, შეუძლია ემოციების შეკავება და უყვარს ბუნება, ხელოვნება. არის კეთილი, სამართლიანი და გულწრფელი.

თევზებს მოსწონს რომანტიკული და სენტიმენტალური ქალები. პრანჭია, მიმნდობი ქალები, რომლებიც იწვევენ მასში მიზიდულობის და მიჯაჭვულობის გრძნობას. ასევე, კარგი იქნება, თუ გამოავლენთ თქვენს დიასახლისურ ღირსებებს. თევზებს უყვარს, როცა ქალი კარგი დიასახლისია და აკეთებს გემრიელ კერძებს. ამასთან, შეეცადეთ, გააფართოვოთ მისი სანაცნობო წრე.

კომენტარები: