,

4 საუკეთესო დიეტა

1. 5 კილო 3 დღეში

თუ გსურთ ნამდვილი შედეგის მიღება, მოცემული დიეტა მკაცრად უნდა დაიცვათ.

არ მიიღოთ: შაქარი, ნახშირწყლების ტრადიციული წყარო (პური, ნამცხვარი, ნაყინი, გაზიანი სასმელები, ფაფა, ბრინჯი, ცომეული, შოკოლადი, სასუსნავები და ა.შ.) ან ეცადეთ მიიღოთ ნახშირწყლები ბოსტნეულიდან.

მიიღეთ:  დიდი რაოდენობით უშაქრო სითხე (ეცადეთ არ დალიოთ ყავა), ბევრი ხილი, ჭამეთ დღეში 4-5-ჯერ მცირე რაოდენობით, აუცილებლად მიიღეთ ცილები და ცხიმები (ხორცი, კვერცხი,თევზი).

საუკეთესო შედეგის მისაღებად, გირჩევთ დღეში 15 წუთი დაუთმოთ ვარჯიშს.

თქვენი წონის შესაბამისად, დღის განმავლობაში მიიღეთ იმდენი წყალი, რამდენიც ქვემოთ არის მითითებული:

  • 60კგ – 3 ლიტრი
  • 65კგ – 4 ლიტრი
  • 70კგ – 5 ლიტრი

2. წიწიბურას დიეტა (1-2 კვირა)

grechka-po-kupecheski-retsept2

არ ჭამოთ დაძინებამდე 5 საათის მანძილზე.

თუ ძალიან მოგშივდათ, შეგიძლიათ ძილის წინ ერთი ჭიქა კეფირი მიირთვათ.

მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი, ასევე, შეგიძლიათ უშაქრო მწვანე ჩაიც მიირთვათ.

სავარაუდოდ, წონის კლებას მაშინვე ვერ შენიშნავთ, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა 10 კილოც დაიკლოთ.

თუ შენიშნავთ, რომ თქვენი ორგანიზმი ვერ უძლებს ამ სახის დიეტას და გრძნობთ თავის ტკივილებს ან დაღლილობას, მაშინ შეგიძლიათ მოამზადოთ ეს ნახარში და დაუმატოთ დიეტის რაციონს:

თქვენს ორგანიზმში გლუკოზის დონის ასამაღლებლად, 200 გრამ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. აღსანიშნავია, რომ ეს არ შეუშლის თქვენი წონის კლებას. ასევე აუცილებელია დალიოთ დღეში ლიტრანახევარი წყალი. გთავაზობთ დღის კვების განრიგის მაგალითს:

  1. დილას მიირთვით თაფლისა და წყლის ნახარში და 1 ლიმონი.
  2. ნახევარი საათის შემდეგ წიწიბურას 1 პორცია და უშაქრო ჩაი.
  3. შუადღისკენ : 1 პორცია წიწიბურა და უშაქრო ჩაი/წყალი.
  4. ძილამდე 5 საათით ადრე : 1 პორცია წიწიბურა და უშაქრო ჩაი,წყალი.

3.უგულავას დიეტა. (4 კვირა. – 10/15 კგ)

 

თუ ხშირად ჯდომა გიწევთ სამსახურსა ან სახლში მაშინ ეს დიეტა თქვენთვისაა.

სასურველი არ არის დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხე მიიღოთ.

კატეგორიულად იკრძალება შაქრის ან მისი შემცვლელის მიღება.

დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა

სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I – მშიერი
საუზმე და სადილი – 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი – 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

დღე II – ცილები
საუზმე – 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი – 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი

დღე III – ბოსტნეული
საუზმე – 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი – ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი – 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

დღე VI – განსაკუთრებული
საუზმე – ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი – 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი – 1 ჭიქა კეფირი

დღე V – ცილოვანი
საუზმე – 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი – 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი

დღე VI – ბოსტნეული
საუზმე – 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი – ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი – 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

დღე VII – განსაკუთრებული
საუზმე – ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი – 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი – 1 ჭიქა კეფირი

IV კვირა
ორშაბათი – 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი – 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი – 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი – 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი – 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი – 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა – 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი.

4.სამდღიანი დიეტა ( – 1 ან 3 კილო, გააჩნია ორგანიზმს)

 

დღე I – 1,5 ლიტრა კეფირი უნდა გავანაწილოთ მთელი დღის განმავლობაში 6 დალევაზე. უშაქრო ჩაი ნებისმიერი რაოდენობით.

დღე II – 5 ცალი ვაშლი მთელი დღის განმავლობაში + 1 ლიტრი წყალი

დღე III – 1,5 ლიტრი კეფირი გავანაწილოდ ექვს დალევაზე და 1.5 ლიტრა  წყალი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ გასახდომი ვარჯიშები სახლის პირობებში აქ.

კომენტარები: