მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

50 ფილმი ყველაზე ლამაზ სიყვარულზე

პირველი პაემანი, განშორებები, ვნებიანი კოცნები, მგრძნობიარე ჩახუტებები და დაუვიწყარი წუთები — ეს ყველაფერი სიყვარულია.

ჩვენ შევაგროვეთ ფილმები ყველაზე ფერადი ისტორიებით, რომელთა ნახვის შემდეგ მაშინვე მოგვინდება, რომ შეგვიყვარდეს ან უფრო მაგრად ჩავეხუტოთ საყვარელ ადამიანს.

romkom

  1. კურსდამთავრებული, imdb.new_.logo_ copy – 8.0. ბენჟამენ ბრედოკი კოლეჯის დამთავრების შემდეგ ლოს-ანჟელესში მშობლების სახლში ბრუნდება. იწყება მეგობრების დაუსრულებელი ვიზიტები, ყველას სურს კურსდამთავრებულის მონახულება. ერთ–ერთ მიღებაზე, ბენი, მშობლების მეგობარს, ბალზაკის ასაკის ელეგანტურ ქალბატონს, მისის რობინსონს დაუახლოვდება. 1967
  2. ჰაროლდი და მოდი, imdb.new_.logo_ copy  – 8.0. საკულტო ფილმი – ერთდროულად ძალიან სასაცილოც და ძალიან სევდიანიც… დასამახსოვრებელი პერსონაჟებით, ძალიან კარგი საუნდრეკით და ულამაზესი სცენებით. 1971
  3. როცა ჰარი შეხვდა სალის, imdb.new_.logo_ copy – 7.6. ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, დადიან ერთმანეთის დასახმარებლად სხვადასხვა რთული სიტუაციების დროს, ახლობელი ადამიანს ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. მაშნაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ და კვლავ შეახვედრებს.1989
  4. ეს სულელური, უაზრო, სიყვარული, imdb.new_.logo_ copy – 7.4. კოლ უივერს, რომელიც ორმოც წელს გადაცილებული მამაკაცია და პურიტანული მსოფლმხედველობის მეოჯახეა, იდეალურად ცხოვრობს – კარგი სამსახური, მშვენიერი სახლი, კარგი ბავშვები და სკოლის დროინდელი შეყვარებული ცოლად, მაგრამ როცა კოლი გაიგებს, რომ ცოლმა უღალატა, მოუნდება განქორწინება და ”იდეალური” ცხოვრება ნელნელა იწყებს ნგრევას. 2011
  5. ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი, imdb.new_.logo_ copy – 7.2. შექსპირი ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე არ ჰგავს რომენტიულ ახალგაზრდას, ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი. სიყვარულია. 1999
  6. გულთამპყრობელი, imdb.new_.logo_ copy – 6.8. წარმოუდგენელი მექალთანე ალექსი, თავის დასთან ერთად, სახალისო ბიზნესს იწყებს: ის კლიენტების დაკვეთით, მათთვის არასასურველ სასიყვარულო კავშირებს არღვევს. საქმე წარმატებით მიდის, სანამ ალექსს ძალიან რთულ შეკვეთას არ აძლევენ – მან უნდა დააშოროს ჭეშმარიტად იდეალური წყვილი. 2010
  7. პატარძლის მეგობარიimdb.new_.logo_ copy – 5.8. ტომი და ჰანნა საუკეთესო მეგობრები არიან. ჰანნა თვენახევრით შოტლანდიაში მიემგზავრება და ტომი ხვდება რომ მასზე უკეტესს ის ცხოვრებაში ვერ იპოვნის და გადაწყვეტს ხელი სთხოვოს. მაგრამ უკან დაბურნებული ჰანაა უკვე დანიშნულია შოტლანდელ კოლინზე. ტომი თანხმდება ჰანნას ხელისმომკიდეობაზე იმ იმედით რომ შეძელბს ქორწილი ჩაშალოს და მეგობარი თავის სიყვარულში დაარწმუნოს. 2008
  8. წინადადება, imdb.new_.logo_ copy – 6.7. ამბიციური და მბრძანებლური ნიუ-იორკელი სამსახურის უფროსი ქალბატონი იგებს, რომ ვიზას ვადა ეწურება და მას კანადაში დეპორტაცია ემუქრება. უმუშევრად რომ არ დარჩეს, ამისათვის მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს – რომელიმე ქვეშევრდომს მასზე ფიქტიურად დაქორწინება დააძალოს! 2009
  9. უფრო მეტი ვიდრე სიყვარული, imdb.new_.logo_ copy – 6.6.ახალგარდა გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი თვითმფრინავში გაიცნეს. მაგრამ მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. და შემდგომი შვიდი წლის განმავლობაში ასევე ხვდებიან და შორდებიან ერთმანეთს. 2005 
  10. სანამ დავშორდებით, imdb.new_.logo_ copy – 7.0. ფილმი მოგვითხრობს, ორი ერთმანეთისათვის სრულიად უცნობი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ერთ ღამეს ნიუ იორკში შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს. გოგონას ხელჩანთა მოპარეს და მატარებელმაც გაასწრო , კრის ევანსის გმირი კი ცდილობს მის დახმარებას. 2014
  11. სიყვარულით, როზი,  imdb.new_.logo_ copy 7.2. როზი და ალექსი არიან ბავშვობის საუკეთესო მეგობრები. სკოლის დამთავრების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს ერთად ისწავლონ უნივერსიტეტში. 2014

მელოდ

  1. სიყვარულის ისტორია, imdb.new_.logo_ copy – 6.9. 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი და დღემდე ყველა ასაკის მაყურებელთა რჩეული მელოდრამა, ორი ახალგაზრდას სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მდიდარი ოჯახიშვილის და ღარიბი გოგონას ენით აუწერელი ბედნიერება და სევდით სავსე სიყვარული. 1970 
  2. დაუვიწყარი რომანი, imdb.new_.logo_ copy – 7.6.ცნობილი გულთამპყრობელი – ნიკი ფერანტე და მხატვარი ტერი მაკქეი ერთმანეთს მაშინ გაიცნობენ, როდესაც ბორტზე იმყოფებიან. გემი მიაპობს ატლანტიკის ოკეანის ტალღებს. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდებათ. სამწუხაროდ სკანდალური რეპუტაციის მქონე ნიკი დანიშნულია. 1957
  3. თქვი რამე, imdb.new_.logo_ copy – 7.4. სკოლადამთავრებული დაიანი მიემგზავრება ინგლისში. 1989
  4. ოფიცერი და ჯენტლმენი, imdb.new_.logo_ copy – 7.2. ზაკ მაიო სამხედრო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, რომელიც ახალგაზრდებს საზღვაო ავიაციის პილოტაჟში ამზადებს. სამთვიანი წვრთნების შემდეგ უცოლო ზაკი თანდათან ხვდება ისეთი სიტყვების იდუმალ შინაარსს, როგორებიცაა დისციპლინა, სიყვარული და მეგობრობა. 1982
  5. ენი ჰოლი, imdb.new_.logo_ copy – 8.1. ფილმის მთავარი გმირი, რომელიც კომიკოსად მუშაობს, იუმორით და ირონიით ყვება თავისი ცხოვრების და გარშემი მყოფი ადამიანების შესახებ. 1977 
  6. ფიცი, imdb.new_.logo_ copy – 6.8. ფილმის სიუჟეტში გადმოცემულია ნამდვილი ამბავი წყვილისა – კიმი და კრიკიტ კარპენტეროვების, რომლებიც თაფლობის თვის პერიოდში ხვდებიან საშინელ ავარიაში. ბიჭი – ვარდება კომაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, სანამ კრიკიტი იყო უგრძნობლად, კიმი არ შორდება მის საწოლს. როცა ის მოდის გონებაზე, ვერ ცნობს ვინაა და რა აკავშირებს მასთან. და ამის შემდეგ კიმი თავიდან ცდილობს დაიპყროს გული კრიკიტისა. 2012 
  7. ინგლისელი პაციენტი, imdb.new_.logo_ copy – 7.4. მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. ახალგაზრდა კანადელი მედდა მიტოვებულ ვილაში ინგლისელ პაციენტს უვლის, რომელმაც საჰარაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს საშინელი დამწვრობა მიიღო. პაციენტს თავდავიწყებით შეუყვარდება მზრუნველი მედდა, რომელიც უკვე დაქორწინებულია. მათი სიყვარული კი ტრაგიკული შედეგით სრულდება. 1996 
  8. ზაფხულის ხუთასი დღე, imdb.new_.logo_ copy – 7.8. უზომოდ შეყვარებული მთავარი გმირი, ცდილობს გული გაულღვოს გოგონას, რომელსაც საერთოდ არ სწამს სიყვარულის და არც რომანტიული ურთიერთობა სურს. 2009 
  9. ძვირფასი ჯონი, imdb.new_.logo_ copy – 6.3. უფროსკლასელმა სავანამ და ჯარისკაცმა ჯონ ტაირიმ ორი კვირა ერთად გაატარეს და პირველი სიყვარულის აკრძალული ხილით დატკბნენ. სახლში ცოტა ხნით ჩამოსული ჯონი, იძულებულია სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად ევროპაში დბრუნდეს. 2010
  10. სიყვარულის დღესასწაული, imdb.new_.logo_ copy – 6.7. ნუთუ მარტოხელა არ ვარ? რა არის სიყვარული? როგორ ვისწავლოთ სიყვარული? სწორედ ამ კითხვებზე პასუხს ეძებენ ფილმის გმირები. ეს არის ამბავი ყველასთვის, ვინც სიყვარულის გემო იცის. 2007
  11. ადელაინის ასაკი, imdb.new_.logo_ copy – 7.2. ფილმის სიუჟეტის მიხედვით მთავარი მოქმედი გმირი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა და უკვე 100 წელია ცოცხლობს და არც ბერდება. ხანგრძლივი სიცოცხლის მიუხედავად მან ვერ მოძებნა საყვარელი ადამიანი. მაგრამ, აი გამოჩნდა ის მამაკაცი, რომლის გამოც ადალინი მზადაა გახდეს მოკვდავი. 2015
  12. ფრანგული სიუიტა, imdb.new_.logo_ copy – 6.8. რომანტიკული ისტორიის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის პერიოდია – ახალგაზრდა გოგონას, რომელიც დედამთილთან ერთად ოკუპირებულ საფრანგეთში ცხოვრობს, უყვარდება გერმანელი ოფიცერი. მათ მუსიკის სიყვარული აერთიანებთ: ის ფორტეპიანოზე უკრავს, ხოლო გერმანელი -ყოფილი კომპოზიტორია… 2014
  13. ჩემი საუკეთესო მხარე, imdb.new_.logo_ copy – 6.6. ყოფილი შეყვარებულები, რომლებიც სკოლის პერიოდში იყვნენ ერთად და მშობლების გამო დაშორდნენ, 20 წლის შემდეგ შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. მათ ვერ შეძლეს დაევიწყებინათ თავიანთი პირველი სიყვარული, რომელმაც ახალგაზრდობაში მათი ცხოვრება შეცვალა. 2014
  14. ეხლა ამის დროა, imdb.new_.logo_ copy – 7.2. ტესე 17 წლისაა და სურს ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს. ის ოცნებობს ისეთ რამეებზე, რაზეც ყველა მოზარდი, მაგრამ რა უნდა ქნა, როდესაც ძაან ცოტა დრო დაგრჩა?. ტესა გადაწყვიტავს იცხოვროს ისე, რომ არ დაკარგოს არც ერთი წამი ტყუილად.გოგონა ადგენს სიას, რაც აუცილებელია რომ მოასწროს: – დაკარგოს ქალიშვილობა, გასინჯოს ნარკოტიკები, გადმოხტეს პარაშუტით და შეიგრძნოს ნამდვილი სიყვარული. 2012
  15. იღბლიანი, imdb.new_.logo_ copy – 6.5. ლოგან ტიბო ერაყის მისიის შემდეგ ცოცხალი გადარჩა და სამშობლოში დაბრუნდა.მას აქვს ფოტო,რომელზეც უცნობი ქალია გამოსახული.ლოგანი გადაწყვიტავს,რომ ეს უცნობი ქალი იპოვოს…2011
  16. P.S. მე შენ მიყვარხარ, imdb.new_.logo_ copy – 7.1. ჰოლის ცხოვრება ერთი მამაკაცის სიყვარულზე იყო აგებული. და აი, ის აღარ არის და მისი ცხოვრებაც ინგრევა. ყოველ თვე ჰოლი უცხო წერილებს იღებს, სადაც კონკრეტული რჩევები წერია. ის მიყვება ამ რჩევებს და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოდის დეპრესიიდან. 2007

drameb

  1. აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, imdb.new_.logo_ copy –  7.8. რობერტ ლი პრუიტი უბედური შემთხვევის შემდეგ სხვა დანაყოფში გადაჰყავთ. მოქმედი მოკრივე უარს აცხადებს რინგზე გამოსვლაზე, რადგანაც ვარჯიშის დროს ის ტრამვას აყენებს მეგობარს, რის შედაგადაც ეს უკანასკნელი ბრმავდება. 1953
  2. ტიტანიკი, imdb.new_.logo_ copy – 7.7. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საზღვაო კატასტროფის ამბავი. საპორტო ქალაქ საუთჰემპტონიდან, თავის პირველ მოგზაურობაში, იმ დროისთვის ყველაზე დიდი ხომალდი – ტიტანიკი მიემგზავრება. მის ბორტზე ათასობით ადამიანის იმედი და მომავალია .1997
  3. მედისონის ხიდები, imdb.new_.logo_ copy – 7.5. რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვუში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი – რობერტი შეუყვარდება.1995
  4. არტისტი, imdb.new_.logo_ copy – 8.0. ჰოლივუდი, 1927. მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჯორჯ ვალენტინი იმყოფება წარმატების ზენიტში. თუმცა ხმოვანი ფილმების გამოსვლის შემდეგ, სიტუაცია იცვლება, მსახიობი მაყურებელს სწრაფად ავიწყდება, ხოლო ერთი ახალგაზრდა გოგონასათვის პეპი მილერისთვის, პირიქით, წარმატების გზა ახალა იწყება. ფილმი მათ სასიყვარულო ურთიერთობაზეა.1995
  5. ჭექაქუხილის უღელტეხილი, imdb.new_.logo_ copy – 7.7. კეთილშობილი ოჯახის მოხუც მამას, სახლში მათხოვარი მოყავს, რომელიც ლივერპულში, მშიერ-მწყურვალი იპოვა. მას უნდოდა, რომ ღარიბი ადამიანი, ოჯახმა, სრულფასოვან წევრად მიიღოს. მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ, უფროსი ძმა მას საჯინიბოში უშვებს. მიუხედავად ამისა დას უყვარს უთვისტომო. 1992 .
  6. ორი გულის შეხვედრა, imdb.new_.logo_ copy – 7.1. ჰოლივუდის ორი ლეგენდა პირველად შეხვდა ერთმანეთს კინოს ისტორიაში ერთერთ ყველაზე ცნობილ კინორომანში . ეს ორი სრულიად განსახვავებული ადამიანის სიყვარულის და სიძულვილის ისტორიაა. 1973
  7. კასაბლანკა, imdb.new_.logo_ copy – 8.6. კასაბლანკაში კაზინოს მფლობელი, ამერიკელი რიკ ბლეინი შემთხვევით რამოდენიმე წლის წინ დაშორებულ შეყვარებულს ილზას ხვდება,რომელიც ქალაქში ქმართან, ანტიფაშისტური საზოგადოების წევრთან ვიქტორ ლოზანოსთან ერთად ჩამოდის. მათ კვალს გერმანელები მოყვებიან და ილზა რიკს არწმუნებს მნიშვნელოვანი საბუთები გადასცეს, რომლების დახმარებით ვიქტორი კასაბლანკიდან გაქცევას შეძლებს თავის ბრძოლის გასაგრძელებლად..1942
  8. შემოდგომის ლეგენდები, imdb.new_.logo_ copy – 7.5. რომანტიკული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა მისდაუნებურად ლადოუის ოჯახის ყველა მამაკაცის ბედი ერთმა მომხიბვლელმა ქალმა. სიყვარული, განშორება და დაუოკებელი ლტოვლა ფლობდე საუკეთესოს. 1994
  9. სიყვარული, imdb.new_.logo_ copy – 7.9. ჟორჟმა და ანამ მთელი ცხოვრება ერთად იცხოვრეს, ყოველთვის ზრუნავდნენ ერთმანეთზე. ახლა ისინი 80 გადაცილებულები არიან. ანა ავად ხდება და მისი ცხოვრება ნელნელა ქრება: ჯერ მახსოვრობა ღალატობს, შემდეგ სხეული აღარ ემორჩილება. 2012
  10. მზის ამოსვლამდე, imdb.new_.logo_ copy – 8.1. ახალგაზრდა ამერიკელი – ჯესი, მატარებელში ულამაზეს ფრანგ ქალს – სელინს გაიცნობს. ისინი ერთმანეთთან დიალოგში შევლენ და ჯესი დაითანხმებს სელინს რომ ვენაში ერთად ჩავიდნენ, რათა ერთად გაატარონ ეს ერთი საღამო და ღამე, დილით კი ჯესი ამერიკაში უნდა გადრინდეს. 1995
  11. მზის ჩასვლამდე, imdb.new_.logo_ copy – 8.0. ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა, ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ორივე ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. 2004
  12. შუაღამემდე, imdb.new_.logo_ copy – 7.9. ჩვენ ისევ შევხვდებით ჯესის და სელინს კიდევ 9 წლის შემდეგ საბერძნეთში. თითქმის ორი ათწლეული გავიდა მათი პირველი შეხვედრიდან მატარებელში, რომელიც ვენაში მიდიოდა. 2013
  13. ბედის ვარსკვლავის ბრალია, imdb.new_.logo_ copy – 7.9. ჰეიზელი დაავადებულია სიმსივნით.მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობამ აქტივაცია დროებით შეაჩერა, მაინც დათრგუნულია.ის მხარდამჭერთა ჯგუფში დადის, სადაც ავგუსტ უოტერს გაიცნობს და მომენტალურად შეუყვარდება.მალე ისინი სამოგზაუროდ წავლენ, ეს მოვლენა კი – მათ ბევრ რამეს დაანახებს. 2014
  14. წყნარი ნავსადგური, imdb.new_.logo_ copy – 6.7. კეტი დიდი ხანია იტანჯება ქმრის სისასტიკით. იმის მიზეზით რომ დაკარგა სიმშვიდე იგი გაიქცა და სიმშვიდე აღმოაჩინა «წყნარ ნავსადგურზე» პატარა და წყნარ ქალაქში, მაგრამ არის მზად კეტი ახალი ურთიერთობისთვის? შეუძლია კვლავ დაუჯეროს კაცს, გაუგოს და შეიყვაროს?. 2013
  15. ბრუკლინი, imdb.new_.logo_ copy – 7.7.ელის ლეისის არ უნდა მშობლიური ირლანდიური სოფლის დატოვება, მაგრამ მაინც მიემგზავრება ამერიკაში სამუშაოს საძებნელად. ბოლოსდაბოლოს ელისი დამკვიდრდება ბრუკლინში. ის თანდათან ინკურნება მშობლიური ირლანდიის ნოსტალგიისგან და სიამუვნებით სუნთქავს თავისუფლების ჰაერს. 2015
  16. ერთი დღე, imdb.new_.logo_ copy – 7.0. ემა – რომანტიულია, მოსწრებული ენის პატრონია და სამყაროს შეცვლა სურს უკეთესობისკენ. დექსტერი – პლეიბოი და ბედის ნებიერაა და სურს, რომ მსოფლიო მას ეკუთვნოდეს. პირველად ისინი 15 ივლისს შეხვდნენ კოლეჯის გამოსაშვებ წვეულებაზე და მხოლოდ ერთი დღე გაატარეს ერთად. შემდეგ დაღამდა და. მათ გადაწყვიტეს მეგობრებად დარჩენა. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან იგივე დღეს მომავალ წელს, და შემდეგ წელსაც, მაგრამ რამდენი წელი უნდა გავიდეს რომ დაიჯერონ თავისი სიყვარული და მიხვდნენ, თუ რამდენად ძვირფასი იყო მათთვის ეს ერთი დღე? 2011
  17. გახსოვდე, imdb.new_.logo_ copy – 7.2. ტაილერი – უზრუნველყოფილი სტუდენტია, რომელიც ვერაფრით პოულობს საერთო ენას გარე სამყაროსთან. ის დათრგუნულია უფროსი ძმის სიკვდილის გამო. მშობლებს მისი განცდები ნაკლებად აინტერესებთ. საბედნიეროდ ჰყავს მეგობარი აიდანი. ერთხელ ბიჭები შემთხვევით ქუჩის ჩხუბში ჩაებმებიან. 2010

faaaan

  1. მოჩვენება, imdb.new_.logo_ copy – 7.0. ფილმი ასახავს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებას. როგორც აღმოჩნდა, მისი მკვლელობა შემთხვევითობა არ ყოფილა და ახლა საფრთხე მის საყვარელ ქალს ემუქრება. 1990
  2. პატარძალი პრინცესა, imdb.new_.logo_ copy – 8.1. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ულამაზესი ციხესიმაგრეების, გამოქვაბულების, უკიდეგანო ოკეანეების, ტყეების და მთების სამყაროში. შეყვარებულის გადასარჩენად, მამაცი გმირი წარმოუდგენელ დაბრკოლებებს გადალახავს. 1987
  3. სიყვარულის დრო, imdb.new_.logo_ copy – 7.8. ტიმს გაუმართლა, ის ახალგაზრდა, სიმპათიური და პერსპექტიული იურისტია… გარდა ამისა მას დროში შეუძლია მოგზაურობა. 2013
  4. ის, imdb.new_.logo_ copy – 8.0. თეოდორი მარტოხელა მწერალია, ის ყიდულობს ახალ ტექნიკურ გამოგონებას, ოპერაციულ სისტემას, რომელიც მფლობელის ნებისმიერ სურვილს ასრულებს. მალე ოპერაციულ სისტემასა და მას შორის რომანი იწყება. 2013
  5. სახლი ტბასთან, imdb.new_.logo_ copy – 6.8. ექიმი კეიტ ფორესტერი გრძნობს, რომ ცხოვრება უნდა შეცვალოს, ამის გამო ტოვებს თავის სახლს ტბასთან და სამუშაოდ ჩიკაგოს საავადმყოფოში გადადის. ერთადერთი, რაზეც გული წყდება, ეს არის მისი ლამაზი სახლი, ფართო ფანჯრებით, რომელიც სულიერ სიმშვიდეს ჰმატებს. წასვლამდე, კეიტი საფოსტო ყუთში წერილს ტოვებს, რომელიც მომავალმა მცხოვრებმა უნდა წაიკითხოს. 2006
  6. ჩარლი სან-კლაუდის ორმაგი ცხოვრება, imdb.new_.logo_ copy – 6.4. ჩარლი სან-კლაუდი წყნარ ქალაქში ცხოვრობს. იგი დაკავებულია სპორტით და პრესტიჟულ უნივერსიტეტში სასწავლებლად ემზადება. თუმცა ხდება ტრაგედია – ავარიაში იღუპება მისი უმცროსი ძმა სემი და ჩარლის ცხოვრება მკვეთრად იცვლება. ის მომხდარში თავის თავს ადანაშაულებს. წარსული მოსვენებას არ აძლევს. 2010

What do you think?

4 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 6

Upvotes: 5

Upvotes percentage: 83.333333%

Downvotes: 1

Downvotes percentage: 16.666667%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

დღის აღმოჩენა

10 საუკეთესო იდეა საბავშვო ოთახისათვის