, ,

7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა განათავსოთ თქვენი შვილების ფოტოები ინტერნეტში

ჩვენს საუკუნეში ბევრს სურს, მუდმივად გამოაქვეყნოს თავისი შვილის ფოტო სოციალურ ქსლებში და აღნიშნოს, როგორი საყვარელი, ჭკვიანი და საამაყო ბავშვი ჰყავს. თუმცა, ცოტა თუ ფიქრობს, რომ ახლა ბავშვებისთვის ყველაზე საშიში ადამიანები სწორედ ინტერნეტში “მუშაობენ”.

თქვენი შვილების უსაფრთხოებისთვის Facts.ge-მ მოამზადა ზომები, რომლებიც შეიძლება ზედმეტადაც მოგეჩვენოთ, თუმცა ამით თქვენ რისკს აარიდებთ თავს.

გაფრთხილებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დამალოთ ყველასგან თქვენი შვილები. არა. უბრალოდ დაიცავით საზღვრები.

 

არ მიუთითოთ გეოლოკაცია სურათებს

1

არ გამოაქვეყნოთ ცნობები იმაზე, თუ სად იმყოფება თქვენი შვილი. იქნება ეს სკოლა, სპორტდარბაზი თუ რაიმე წრე. ვიღაც-ვიღაცებმა შეიძლება ეს ინფორმაცია ბოროტად გამოიყენონ და გაიგონ, როდის სად იმყოფება ბავშვი.

არ გამოაქვეყნოთ ფოტო, რომელიც ამხელს ბავშვის გატაცებებს

2

 წაშალეთ სურათები, სადაც ჩანს ბავშვის ოფიციალური მონაცემები

3

თითქოს აბსურდული რამაა. თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც უყვარს ინტერნეტში თავის მოწონება ახალთახალი ვიზებით, პასპორტებითა და სხვა დოკუმენტებით. დოკუმენტებში არსებული პირადი მონაცემებით მარტივი გასაგებია, სად სწავლობს და ცხოვრობს ბავშვი.

არ გამოაქვეყნოთ ბავშვების სურათები მანქანებთან ერთად

4

არ გამოაქვეყნოთ ფოტოები, სადაც შვილები ნახევრად შიშვლები არიან

5

არ გამოაქვეყნოთ ისეთი ფოტოები, რომლებიც მომავალში თქვენს ბავშვს გააწითლებს

6

თავი აარიდეთ თქვენი შვილის და სხვა ბავშვების ერთობლივი სურათის გამოქვეყნებას

7

გახსოვდეთ, როცა აქვეყნებთ თქვენი ბავშვის ფოტოს სოციალურ ქსელში, თუნდაც მხოლოდ მეგობრებს უზიარებდეთ, უნდა გაიაზროთ, რომ ამ წუთიდან ეს სურათი აღარ არის თქვენი, ის უკვე საზოგადოებას ეკუთვნის, რითაც ნებისმიერმა შეიძლება ისარგებლოს. იყავით ფრთხილად და იფიქრეთ შვილების უსაფრთხოებაზე.

კომენტარები: