,

7 მტკიცებულება იმისა, რომ ჰოლანდია მომავლის ქვეყანაა

ჰოლანდია უკვე დიდი ხანია ცნობილია ამბიციური პროექტებით, რომლებიც დრო და დრო აკვირვებენ მთელ მსოფლიოს.

ჩვენ ვთვლით, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა აიღოს მაგალითი ამ ქვეყნისგან. ყოველ შემთხვევაში, ამ 7 მიღწევისგან მაინც.

1. ეს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა სადაც არ არიან უსახლკარო ცხოველები

1

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჰოლანდიაში აღარ დარჩა ქუჩაში მიტოვებული ძაღლები და კატები. ქვეყნის ხელისფულებამ ამ შედეგს ისე მიაღწია, რომ მათთვის აბსოლუტურად არანაირი ზიანი არ მიუყენებია: იქ ცხოველებს საკუთარი უფლებები აქვთ და ადამიანებს, რომლებიც ცუდად ექცევიან ან ტოვებენ შინაურ ცხოველებს, საკმაოდ სერიოზულად სჯიან.

2. ჰოლანდიაში პირველად გაჩნდა საველოსიპედო ბილიკები და ავტომაგისტრალი მზის ბატარეებით

2

პროექტი სახელად SolaRoad განხორციელდა ხელისუფლების, კერძო ბიზნესის და უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით. ბილიკის პირველი ნაწილი 2015 წელს გაიხსნა. მისი სიგრძე 100 მეტრამდე აღწევს და ეს უკვე დიდი ნაბიჯია მომავლის გზების შენებისკენ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მზის ენერგია, რომელსაც გზა გამოიმუშავებს, გამოიყენება ქუჩების დასუფთავებისთვის და მექანიკური და ელექტრონული სატრანსფორტო საშუალებების დატენვისთვის.

3. ელექტრომობილების დასატენი სადგურები ყოველ 50 მეტრში დგას

3

ჰოლანდიაში დიდი ძალისხმევით ებრძვიან საწვავზე მომუშავე ავტომობილებს და ამიტომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ელექტრონული სადგურები, რომლებიც სასიცოცხლოდ საჭიროა ადგილობრივებისთვის, რომლებიც იყენებენ ელექტრონულ ავტომობილებს.

4. ჰოლანდიაში არსებობს ქალაქი, სადაც არავინ იყენებს ავტომობილს

4

ჰოლანდიის ქალაქი ჰაუტენი აღიარეს ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მსოფლიოში. 1980-იანი წლების დასაწყისში ქალაქის 4000-მა მცხოვრებმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ― მათ უარი თქვეს ავტომობილებზე და მოუწოდებდნენ ერთმანეთს გადაადგილებისვის გამოეყენებინათ ველოსიპედები.

5. ქვეყანაში მალე სრულად აიკრძალება საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამოყენება

5

სულ რაღაც 9 წლის შემდეგ, 2025 წლისთვის, ჰოლანდიის ხელისუფლება გეგმავს სრულად აკრძალოს ქვეყანაში ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამოყენება. ამასთანავე, ჰოლანდიაში მოხსნილია გადასახადი ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე, რის შედეგადაც ასეთი ავტომობილები 15 000 ევროთი გაიაფდა.

6. ქვეყანაში პატიმრების სიმცირის გამო ციხეებს ხურავენ

6

ჰოლანდიაში დიდი ხანია მიმდინარეობს სამუშაოები დანაშაულის დონის დაწევისთვის, რასაც ხელისუფლებისთვის წარმატებული შედეგები მოაქვს. 2009 წლისთვის ნიდერლანდებში დაიხურა 1 ციხე, პატიმრების სიმცირის გამო. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 100 000 მცხოვრებზე 163 დამნაშავე მოდის, რაც ორჯერ უფრო ნაკლებია ბრაზილიის მაჩვენებელზე.

7. ჰოლანდიაში ეკოდუკებია ― სპეციალური ხიდები ცხოველებისთვის, რომლებიც ტყეში ბინადრობენ

7

ჰოლანდიის მმართველების კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი მიზანი ― გარეული ცხოველების დაცვა. იმისთვის, რომ ცხოველებმა შეძლონ უსაფრთხოდ გადასვლა საავტომობილო გზებზე, ქვეყანაში ააშენეს რამდენიმე სპეციალური ხიდი, რომელიც ტყის ბინადრებს აძლევს საშუალებას გადავიდნენ ტყის ერთი ნაწილიდან მეორეში უსაფრთხოდ.

კომენტარები: