,

7 პრაქტიკული რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, თავი მოაწონოთ მოსაუბრეს პირველივე წამიდან

ყოველი ახალი ნაცნობობისას იმის მიხვედრას, მოგწონთ თუ არა ესა თუ ის ადამიანი, სულ რაღაც 7 წამი სჭირდება. ხშირად, ბევრი აღმოჩნდება ხოლმე სტრესულ სიტუაციაში, განსაკუთრებით, თუ ის თავს არ გრძნობს დაჯერებულად და უბრალოდ მორცხვია.

Facts.ge-მ  შეგიგროვათ 7 მარტივი რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ, მოხიბლოთ პარტნიორი პირველივე წამებიდან.

 

1. უყურეთ თვალებში

ურთიერთობის დიდ ნაწილს არავერბალური კომუნიკაცია შეადგენს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, უყუროთ პარტნიორს თვალებში. ზედმეტად თავდაჯერებული რომ არ ეგონოთ, შეგიძლიათ ზოგჯერ თვალებს ქვევითაც იყუროთ.

2. გულწრფელი ღიმილი

გაცნობა ბევრად მარტივია, თუ ამ პროცესს გულწრფელი ღიმილი ახლავს. სიმპათია ჩნდება მაშინ, როცა ერთმანეთისგან დადებითი ემოციები და გრძნობები მოდის.

3. გახსოვდეთ მისალმება

შემთხვევითი ფრაზით დაწყებულმა საუბარმა, შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. ამიტომ, სასურველია, თავიდანვე მიესალმოთ მოსაუბრეს და წარუდგინოთ თავი. ნუ შეგეშინდებათ პირველი მისალმების. ეს ურთიერთობის დაწყების ყველაზე მარტივი კომპონენტია.

4. გახსნილობის და თავდაჯერებულობის დემონსტრირება

ჩვენი სხეული ბევრს ამბობს ჩვენზე. შეგიძლიათ ის შთაბეჭდილების მოსახდენად გამოიყენოთ. საანდოობის და გახსნილობის ატმოსფეროს ქმნის: მოდუნებული მდგომარეობა, გამართული (მაგრამ არა გაჭიმული) ზურგი, აწეული თავი და ჩამოშვებული ხელები.

5. ინტერესის გამოხატვა

ინტერესის დემონსტრირება შეგიძლიათ მოსაუბრისკენ ოდნავ გადახრილი მდგომარეობით მაშინ, როცა ის არ ლაპარაკობს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პარტნიორი ერთადერთი მოსაუბრეა ოთახში და ეს თქვენს გულწრფელობას გაუსვამს ხაზს.

6. უსმინეთ ყურადღებით

კლასიკური შეცდომა გაცნობისას- მუდამ საკუთარ თავზე საუბარი. ამ დროს კი ადამიანებს ბევრად სიამოვნებთ, როცა მის მიმართ იჩენენ ინტერესს და უსმენენ მას. მიეცით მოსაუბრეს საშუალება, რაღაც მოგიყვეთ. შეგიძლიათ დასვათ რამდენიმე კითხვა ჰობიზე, გატაცებებზე და ყურადღებით უსმინოთ.

7. გამოასხივეთ პოზიტივი

ემოციები გადამდებია, ამიტომ ადამიანები ილტვიან მათკენ, ვინც სამყაროს ნათელს ხდის. თუ გინდათ, მოეწონოთ მოსაუბრეს, თავი აარიდეთ ნეგატიურ საუბრებს. როცა პარტნიორი დაიმახსოვრებს პოზიტიურ ენერგიას, რომელიც თქვენგან მოდის, მოუნდება შეიგრძნოს ის კიდევ და კიდევ.

კომენტარები: