,

7 ვიტამინური სასმელი საგაზაფხულო განწყობისთვის

ხანგრძლივი ზამთრის მერე ორგანიზმს როგორც არასდროს სჭირდება აღდგენა. არ არის აუცილებელი ყლაპოთ წამლები, რათა მიიღოთ აუცილებელი მიკროელემენტები. შეგიძლიათ მოათავსოთ ბლენდერში ხილი და ბოსტნეული და ისიამოვნოთ კოქტეილებით.

Facts.ge წარმოგიდგენთ 7 სასმელს, რომელთაგან ყოველი ვიტამინების ბომბია.

კივი, ლაიმი, ბროწეული

02

თქვენ დაგჭირდებათ:

6 მსხვილი კივი

4 ლაიმი

1 დიდი ბროწეული

მომზადების წესი:

კივი გავთალოთ და დავჭრათ მსხვილად, ლაიმი შუაზე გავჭრათ. ერთი ლაიმის გულიდან ამოვჭრათ 2 წვრილი მრგვალი ნაჭერი. ლაიმისგან გამოვწუროთ წვენი. ბროწეულისგან გამოვარჩიოთ მარცვლები. კივის ნაჭრები და ლაიმის წვენი დავაბლენდეროთ. ჭიქაში მოვათავსოთ მრგვალად დაჭრილი ლაიმი და ბროწეულის მარცვლები, შემდეგ დავასხათ კივის პიურე.

ვაშლი და ნუში

03

თქვენ დაგჭირდებათ:

5 ნუში

1 ვაშლი

1 ბანანი

1/2 ჭიქა რძე

1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი

მომზადების წესი:

ბანანს მოვაცალოთ კანი, ვაშლი შუაზე გავჭრათ და მოვაცილოთ კურკები. ხილი დავჭრათ კუბიკებად და მოვათავსოთ ბლენდერში. დავუმატოთ ნუში, რძე, დარიჩინი და დავაბლენდეროთ. მივიღებთ პიურეს მასას, სილამაზისთვის დავაყაროთ დარიჩინი.

ჭარხალი, ფორთოხალი, კოჭა

01

თქვენ დაგჭირდებათ:

1/4 საშუალო ზომის ჭარხალი

1 ფორთოხალი

2 საშუალო ზომის სტაფილო

კოჭის ნაჭერი

მომზადების წესი:

ჭარხალი გავთალოთ, დავჭრათ და დავაბლენდეროთ. მიღებულ წვენს ქაფი გავაცალოთ და მოვათავსოთ მაცივარში რამდენიმე საათით, რადგან ეგრევე მისი დალევა არ შეიძლება. ფორთოხალი გავთალოთ და დავჭრათ, გავთალოთ და დავჭრათ კოჭაც და სტაფილოც. ყველა ინგრედიენტი, მათ შორის ჭარხლის წვენიც, ერთად მოვათავსოთ ბლენდერში.

ვაშლი და ნიახური

04

თქვენ დაგჭირდებათ:

1 კიტრი

1 მწვანე ვაშლი

200გრამი ნიახური

1 ლაიმი ან ლიმონი

კამა ან ოხრახუში

მომზადების წესი:

კიტრი, ვაშლი, ნიახური და ოხრახუში/კამა დავჭრათ წვრილად და დავაბლენდეროთ. ლაიმის/ლიმონისგან გამოვწუროთ წვენი, დავუმატოთ ბოსტნეულის პიურეს და კარგად მოვურიოთ.

კოჭა და ანანასი

05

თქვენ დაგჭირდებათ:

1 ბანანი

1 მწიფე ანანასი

კოჭის ნაჭერი

1/2 ჭიქა ბერძნული იოგურტი ( შეიძლება ჩავანაცვლოთ რძით)

მომზადების წესი:

ბანანანი, ანანასი და კოჭა გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად. მოვათავსოთ ბლენდერში, დავუმატოთ იოგურტი და დავაბლენდეროთ. გემოთი ეს სასმელი მოგაგონებთ უალკოჰოლო პინა-კოლადას.

ფინიკი და ბანანი

06

თქვენ დაგჭირდებათ:

1 ან 2 ფინიკი კურკის გარეშე

1 ბანანი

1 ჭიქა ნუშის ან უბრალო რძე

1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი

მომზადების წესი:

გავთალოთ ბანანი, ყველა დანარჩენი ინგრედიენტი მოვათავსოთ ბლენდერში და ერთიანად დავაბლენდეროთ.

ფორთოხალი, სტაფილო და ბანანი

07

თქვენ დაგჭირდებათ:

2 საშუალო ზომის სტაფილო

1 ვაშლი

1 ბანანი

1 ფორთოხალი

1/2 ლიტრი ფორთოხლის წვენი

მომზადების წესი:

ყველა პროდუქტი გავთალოთ, ვაშლსა და ფორთოხალს მოვაცილოთ კურკები. დავჭრათ კუბიკებად და დავაბლენდეროთ. შემდეგ დავუმატოთ ფორთოხლის წვენი და კარგად მოვურიოთ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები: