,

8 იდეა ლამაზად მორთული ნაძვის ხისთვის

ახალი წელი თითქმის მოვიდა, ამიტომ დროა ნაძვის ხეს მივხედოთ. იმისთვის, რომ დიდ ხანს ფიქრი არ დაგჭირდეთ დეკორაციების შესარჩევად, გთავაზობთ 8 მზა იდეას  — ალბათ ერთ-ერთი მაინც იქნება ისეთი, რომელიც თქვენ მოგეწონებათ.

მინიმალისტური

5385460-1000-1450707026-collage1

თუ არ გსურთ თქვენი ნაძვის ხე იყოს კაშკაშა ნათურებით მორთული, მაშინ რამოდენიმე ერთი სტილის სათამაშო იდეალურია თქვეთვის. ასეთი ნაძვის ხე ჰარმონიულ ატმოსფეროს შექმნის ნებისმიერ ინტერიერთან.

სახალისო ნაძვის ხე ფერადი სათამაშოებით

5385860-1000-1450707026-collage2

ლამაზი, ფერადი სათამაშოები და ცოტა სამკაული – ნაძვის ხე მზად არის! ნაძვის ხე შეგიძლიათ მორთოთ როგორც ბავშვობიდან დარჩენილი სათამაშოებით, აგრეთვე ახლად შეძენილი თანამედროვე დიზაინის ბურთებით  — ასეთი მიქსი დაუვიწყარ სტილს შესძენს ახალი წლის მთავარ ატრიბუტს.

ნაძვის ხე წითელი დეკორით

5385610-1000-1450707026-collage5

შობა – ახალი წელი წარმოუდგენელია წითელი ფერის გარეშე, ამიტომაც საახალწლო სათამაშოების არჩევისას წითელი ფერისკენ მივდივართ. ეს ტრადიციული და მომგებიანი ვარიანტია თქვენი ნაძვის ხისთვის, რომელიც შეუძლებელია ვინმეს არ მოეწონოს.

განათდი! (ფავორიტი)

5385760-1000-1450707026-collage6

რა ჯობია როდესაც თქვენი ნაძვის ხე ათასი ნათურით არის მორთული. ზღაპრული ატმოსფერო გარანტირებულია!

ბურთები

5385560-1000-1450707026-collage4

მრავლფეროვან სათამაშოების შორის ყოველთვის მაინც ბურთები ლიდერობს. თქვენ არ მოგიწევთ დიდი ხანი ფიქრი, უბრალოდ ბურთები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით განათავსეთ.

ორიგინალური

5385360-1000-1450707026-collage3

ასეთ დეკორს გინდა საათობით უყურო :  უცნაური სათამაშოები, თითქოს დათოვლილი ტოტები და ბევრი ნათურა. მთავარია ყველა სათამაშო ერთი სტილისა და ფერის იყოს. ჩართეთ ფანტაზია და დაიწყეთ მორთვა

ვინტაჟური

5385660-1000-1450707026-collage8

ბავშვობიდან შემორჩენილი სათამაშოებით შეგიძლიათ თქვენი ნაძვის ხე ვინტაჟურ სტილში მორთოთ, თანაც თქვენს ნაძვის ხეზე ბევრი ლამაზი მოგონება იქნება.

კრეატიული

5385710-1000-1450707026-collage7

თუ ფანტაზიასთან არანაირი პრობლემა არ გაქვთ, მაშინ თავადაც მიხვდებით რითი მორთოთ ნაძვის ხე. იქნება ეს ხილი თუ ხელით მოქსოვილი სათამაშოები

და ბოლოს, თქვენი კატა თავად დაამშვენებს ნაძვის ხეს :))

5385410-1000-1450707026-1111

 

კომენტარები: