,

8 ვარჯიში იდეალური პრესისათვის

თუ გსურთ სხეულის ფორმაში მოყვანა, ამაზე ფიქრი ზამთრის სეზონიდან უნდა დაიწყოთ და არა, როგორც ხშირად ხდება, ზღვის სეზონამდე ერთი კვირით ადრე.

იმისათვის, რომ ამ წელს ყველაფერი ისე გააკეთოთ როგორც საჭიროა, Facts.ge გთავაზობთ ექსპრეს-ვარჯიშებს.სულ რაღაც  2 კვირაში თქვენ შეამჩნევთ პირველ დადებით შედეგებს.

საწყისი საფეხური

1. პეპელა

დაწექით ზურგზე, მოხარეთ მუხლები და ფეხები გაშალეთ ისე, როგორც ფოტოშია ნაჩვენები. ფეხის გულები კარგად მიადეთ ერთმანეთს, ხელები თავის ქვეშ ამოიდეთ. ცოტათი წამოწიეთ სხეული ისე, რომ წელში არ მოიხაროთ და ასეთ მდგომარეობაში გაჩერდით რამდენიმე წამი. დაუბრუნდით ისევ საწყის მდგომარეობას და ასე გაიმეორეთ 10-ჯერ.

6180360-650-1454327719-1

2. ვარჯიში მუცლის მრუდი კუნთებისთვის

დაწექით ზურგზე, მოხარეთ მუხლები. ხელები გაჭიმეთ იატაკის გასწვრივ. ოდნავ წამოწიეთ ტანი და წინ გასწიეთ ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ხელი. თავი და კისერი უნდა იყოს ერთ სისწორეზე, ხოლო ზურგის ქვედა ნაწილი უნდა ეყრდნობოდეს იატაკს. გაიმეორეთ 15-15-ჯერ ორივე მხრეს.

6180960-650-1454327719-2

3. პლანკა

ეს ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ, ყოველ 3 წამში.

6181010-650-1454327719-3

 საშუალო საფეხური

4.  მივწვდეთ ფეხის წვერებს

დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხები ჰაერში და შეეცადეთ ხელებით მიწვდეთ ფეხის წვერებს. ზურგი და ფეხები არ მოხაროთ. გაიმეორეთ 15-ჯერ.

6180860-650-1454327719-4

 5. ველოსიპედი

დაწექით იატაკზე. ხელები მიიტანეთ თავთან, წელში არ მოიხაროთ.  შეეხეთ  მარჯვენა ხელის იდაყვით მარცხენა ფეხის მუხლს და პირიქით. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ორივე მხარეს 15-ჯერ.

6180510-650-1454327719-5

მაღალი საფეხური

 6. მუხლები მაღლა 

ამ ვარჯიშის შესასრულებლად აუცილებელია კარგად დაეყრდნოთ სკამის საზურგეს. ოდნავ მოხარეთ იდაყვი, მხრები ჩამოუშვით და მოადუნეთ კისერი. ნელი მოძრაობით მაღლა ასწიეთ მუხლები. ეს გაიმეორეთ 10-ჯერ.

6180910-650-1454327719-6

7. ფეხები განზე

დაწექით ზურგზე, გააკეთეთ განმკლავი, ფეხები ასწიეთ მაღლა. გასწორებული ფეხები ამოძრავეთ ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ისე, რომ სხეული არ მოაცილოთ იატაკს. გააკეთეთ 15-15-ჯერ ყოველ მხარეს.

6180560-650-1454327719-7

 8. ვარჯიში ბურთით 

მიიღეთ ისეთი მდგომარეობა როგორიც ფოტოშია ნაჩვენები. ფეხები მონაცვლეობით,რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა ასწიეთ ისე, რომ არ მოიხაროთ წელში. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 15-ჯერ.

6180610-650-1454327719-8

კომენტარები: