,

9 უგემრიელესი ლიმონათი გაზაფხულისთვის

სითბოს დადგომასთან ერთად ორგანიზმი მეტი სასარგებლო სითხის მიღებას ითხოვს. სულაც არ ღირს ამისთვის მაღაზიებსა და კაფეებში სირბილი. გამაგრილებელი სასმელი მეტად სასარგებლო და სასიამოვნო დასალევია, თუ ის სახლშია გაკეთებული თქვენივე ხელებით. ამასთან, ყველაფერ ელემენტარულზე ადვილადაა.

Facts.ge წარმოგიდგენთ გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს. თქვენ შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით შეცვალოთ შაქრის რაოდენობა, ან თუნდაც გაზირებული წყლის მაგივრად უბრალო წყალი გამოიყენოთ. შედეგზე ეს არ იმოქმედებს, სასმელი მაინც უგემრიელესი გამოვა.

გრეიფრუტი და დარიჩინი

8631665-650-1460556973-shutterstock_370997147

ინგრედიენტები:

  • 500 მლ გრეიფრუტის წვენი
  • 500 მლ გაზიანი წყალი
  • 1 ჭიქა უბრალო წყალი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • დარიჩინის 2 ფირფიტა
  • ანისული და პიტნა
  • ყინული

მომზადების წესი:

ერთმანეთში ვურევთ უბრალო წყალს, შაქარსა და დარიჩინის. ვხარშავთ სიროფს: ვადუღებთ შაქრის დადნობამდე 5-10 წუთით. შემდეგ ვასხამთ წვენსა და გაზიან წყალს. ვრთავთ პიტნითა და ანისულით. ვუმატებთ ყინულს.

ლიმონის ენერგია

8631715-650-1460556973-shutterstock_391469134

ინგრედიენტები:

  • 5 ლიმონი
  • შაქარი გემოვნებით
  • 1 ლიტრი გაზიანი წყალი
  • პიტნა
  • ყინული

მომზადების წესი:

4 ლიმონისგან გამოვწუროთ წვენი, მეხუთე დავჭრათ რგოლებად. შაქარს ვათავსებთ ჭურჭელში, რომელშიც უნდა ჩაისხას სასმელი, ვამატებთ ლიმონის წვენს. კარგად ვურევთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ დადნება. დავამატოთ წყალი და ლიმონის ნაჭრები. ჭიქებში ჩავდოთ პიტნა და ყინული, დავასხათ ლიმონათი.

სიამოვნება ინდურ სტილში

8631415-650-1460556973-shutterstock_242216116

ინგრედიენტები:

  • ყავისფერი შაქარი გემოვნებით
  • 4 ლაიმი
  • კოჭა გემოვნებით
  • პიტნა
  • 1ლ გაზიანი წყალი
  • ყინული

საშუალო ცეცხლზე დავადნოთ შაქარი წყალში. კოჭა დავამატოთ ადუღებულ წყალში. როგორც კი ადუღდება სიროფი ეგრევე გადმოვიღოთ გაზიდან. დავამატოთ მასაში ლაიმის წვენი და გაზიანი წყალი. მოვრთოთ პიტნითა და ლაიმის ნაჭრებით. დავუმატოთ ყინული.

ვაშლის ბრიზი

8631615-650-1460556973-shutterstock_288093923

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი ვაშლის წვენი
  • პიტნა
  • 100 მლ ლიმონის წვენი
  • 1 ლიმონი
  • ყინული

მომზადების წესი:

ვაშლის და ლიმონის წვენები შევურიოთ ერთმანეთში. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ლიმონი და ყინული. დავუმატოთ პიტნა და მივიტანოთ სუფრასთან.

მაწრყვი და გამაგრილებებლი ბალახები

8631765-650-1460556973-shutterstock_288108218

ინგრედიენტები:

  • 1/2 ლიმონი
  • 1/2 ლაიმი
  • პიტნა და ტარხუნა
  • მარწყვი
  • შაქარი გემოვებით
  • 1 ლიტრი გაზიანი წყალი
  • 1 ლიტრი არაგაზირებული წყალი
  • ყინული

მომზადების წესი:

ლაიმის და ლიმონის წვენი ჩავასხათ ჭურჭელში. აქვე ჩავყაროთ მარწყვი, პიტნა და ტარხუნა. შაქარი გემოვნებით. ამ მასას დავასხათ ცხელი უბრალო წყალი. დავამატოთ ყინული. მოვრთოთ ლაიმით.

კომენტარები: