in ,

აი, რამდენს იშოვიდით 7 წლის წინ ფეისბუქში 1000$ რომ ჩაგედოთ

Facebook კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, მას შემდეგ რაც მარკ ცუკერბერგი, მისი დამფუძნებელი, კონგრესის წინაშე წარსდგა. ცუკერბერგს ისეთ თემებზე მოუწია საუბარი, როგორიც არის მონაცემების დაცულობა, კრიპტოვალუტა, სამოქალაქო უფლებები და ა.შ.

მიუხედავად Facebook-თან დაკავშირებული სხვადასხვა სკანდალებისა და დავებისა, მისი ფასი Stock მარკეტზე წლების განმავლობაში სტაბილურად ძლიერია.

Facebook-ის Stock მარკეტზე გამოჩენისას აქციები რომ გეყიდათ, საკმაოდ მსუყე მოგებას დაიტოვებდით. 2012 წლის 18 მაისს, Facebook-ის გაშვების დღეს, 1000$-ის ინვესტიციის შემთხვევაში, დღეის მონაცემებით თქვენი აქტივები 4900$-ის ღირებულების იქნებოდა. CNBC-ის გამოთვლების მიხედვით მთლიანი მოგება დაახლოებით 400%-ს უდრის. ფეისბუქის აქციების ფასი დღესდღეობით 184$-ია.

Facebook-ის წარმატება ორ მთავარ ფაქტორთან არის დაკავშირებული. 2012 და 2014 წელს შესაბამისად Instagram-ის და Whatsapp-ის შეძენამ სოციალური ქსელის მომხმარებლების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ტესტი: გამოიცანით ფილმი მინიმალისტური გეომეტრიული ფიგურის სახით დახატული პერსონაჟის მიხედვით