,

აი, რატომ არ ყვებიან ბედნიერი წყვილები საკუთარი ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელში

ჩვენ უცნაურ დროში გვიწევს ცხოვრება. დროში, რომელშიც ზოგიერთი ადამიანისთვის ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც რეალურ სამყაროში ხდება. ჩვენ ვაფასებთ ვიღაცის ცხოვრებას, იმის მიხედვით, თუ როგორ ფოტოებს აქვეყნებს ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და რას წერს საკუთარ თავზე. ჩვენი დასკვნები ხშირად არასწორია.

ჩვენ ვიპოვეთ არაჩვეულებრივი მიზეზები, თუ რატომ არ აქვეყნებენ ბედნიერი წყვილები საკუთარი ცხოვრების დეტალებს ინტერნეტში და გვსურს, რომ თქვენც გაგიზიაროთ ისინი.

როცა წყვილები ბედნიერები არიან, ისინი ცხოვრობენ აქ და ახლა

1

თუ ადამიანების ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ მიზეზს, თუ რატომ უნდა კარგონ დრო ონლაინ სივრცეში პოსტების წერაში იმის მტკიცებით, რომ ეს ასეა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ იღებენ ფოტოებს ან არ ამოწმებენ სოციალურ ქსელს, უბრალოდ ისინი კმაყოფილები და ბედნიერები არიან თავიანთი ცხოვრებით და არ სჭირდებათ ყურადღების მიქცევა.

ნებისმიერი წყვილი, რომელიც თავის პრობლემას საჯაროდ განიხილავს, ვერაფერს იღებს

2

საკუთარი პრობლემების გაზიარება სოციალურ ქსელში ყველა ნაცნობ ადამიანთან არაეფექტური გზაა ამ პრობლემების მოსაგვარლებლად. ეს უბრალოდ გააუარესებს თქვენს ურთიერთობებს.

ნამდვილი ბედნიერება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით სიამოვნების მიღებაა

3

ვერაფერს მიიღებთ საკუთარი ბედნიერების მტკიცებულების გამოქვეყნებით სოციალურ ქსელში. სასიამოვნოა ერთად ყოფნაა და არა პოსტები ერთად ყოფნის შესახებ.

არავინ არის ვალდებული ვინმეს რამე უმტკიცოს

4

წყვილებს, რომლებიც ბედნიერები არიან თავიანთი უერთიერთობებით არანაირი ინტერესი არ აქვთ იმის მტკიცებისა, რომ ეს მართლაც ასეა. ისინი ერთად არიან იმიტომ, რომ მათ ასე სურთ და არ ანაღვლებთ იწერება თუ არა მათი ურთიერთობის შესახებს სოციალურ ქსელში.

და რაც ყველაზე მთავარია…

5

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც არ იყენებენ სოციალურ ქსელებს უფრო ბედნიერები არიან, რადგან  ისინი არ ადარებენ თავიანთ თავებს სხვა ადამიანებს. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ მთავარი ჩვენი ნამდვილი ცხოვრებაა – ჩვენი ურთიერთობები, გამოცდილებები, გრძნობები და არა პოპულარობა ონლაინ სივრცეში.

კომენტარები: